Touch Summit-ის Startup Challenge-ის შორთლისთი ცნობილია - სამიტის გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია

საქ

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარებას,  და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 7 – 8 დეკემბერს, რიგით მეშვიდე Touch Summit იმართება.

სამიტის ფარგლებშიTouch Platform-ამ ჰოლანდიურ ფონდებთან - Acrobator VC-სა და Crosspring-თან თანამშრომლობით, Startup Challenge გამოაცხადა, რომელში მონაწილეობაც Touch Summit-ის დამსწრე ყველა სტარტაპსს შეეძლო. განაცხადების მიღება 20 ნოემბერს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ განაცხადები შემოვიდა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ასევე: პოლონეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან.

გადარჩევის პროცესში ორგანიზატორების შიდა გუნდის გარდა ჩართულები იყვნენ თავად VC ფონდების წარმომადგენლები.  შედეგად კი  Touch Summit წარმოგიგენთ 10 შერჩეულ სტარტაპს, რომელთა შორის  500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებიც  არიან.

1. STORI

2. QuickShipper

3. Awork

4. Gotcha Technology Inc.

5. CALEN AI

6. Crosscreators

7. Warehouse

8. Wempler

9. DataStudio

10. Happykids

შეგახსენებთ, რომ 10 შერჩეულ სტარტაპს ექნება შესაძლებლობა, ფინალამდე გაიაროს სპეციალური მენტორობისა და ქოუჩინგის სესიები და “დაფიჩოს” ღონისძიების GROWTH STAGE-ზე.

კონფერენციის მეორე დღეს, 3 ფინალისტს მიეცემა შესაძლებლობა, სამიტის მთავარ სცენაზე, დიდი აუდიტორიის წინაშე წარსდგეს. გამარჯვებული კი ღონისძიების დახურვის ცერემონიალზე გამოვლინდება.

ინფორმაციისთვის, Startup Challenge-ში გამარჯვება ნიშნავს, რომ სტარტაპი მიმზიდველია დასავლური VC-ების უმეტესობისთვის! თუმცა, კონკურსის მოგება არ იძლევა დაფინანსების 100%-იან გარანტიას, რადგან, საინვესტიციო გარიგების პირობების განხილვა თავად ინვესტორთან მოხდება.

„მოხარული ვართ, რომ Touch Summit-ის მხარდაჭერით სტარტაპებს ვაძლევთ  განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს – Acrobator VC და Crosspring- ისგან  მოიზიდონ 1 მილიონ ევრომდე მოცულობის ინვესტიცია. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენსტარტაპები, რომლებიც სხვადასხვა სექტორში B2B (ან B2C) AI/ML პროგრამული უზრუნველყოფის, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, ფინ-ტექნიკის, ინფრასტრუქტურის, სინთეზური მედიისა და მონაცემთა გადატვირთვის ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობენ და დაინტერესებულნი არიან ვენჩურული ფონდებიდან ინვესტიციის მოზიდვით. განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ Startup Challenge- ის შორთლისთში მოხვდა 500 Georgia-ს მე-3 და მე-5 ნაკადის 4 სტარტაპი: STORI ; Quickshipper, Gotcha , Awork . მათ უკვე მიიღეს ძალიან კარგი გამოცდილება და ეს აისახა კიდეც მათი კომპანიების წარმატებაზე. რაც შეეხება ამ Startup Challenge-ს მათსც, ისევე როგოც დანარჩენ შორთ ლისთში მყოფ კომპანიებს  საინტერესო გამოცდილების  მიღებასა და ვუსურვებთ“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

რაც შეეხება თავად სამიტს: ორგანიზატორების მოლოდინით ღონისძიებას 100-ზე მეტი ინვესტორი და სტარტაპი (VC’s & Angels) დაესწრება რეგიონიდან, ასევე აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიის და EMEA რეგიონებიდან.

Touch Summit-ს ექნება 3 სცენა: მომავლის, განვითარების და სტარტაპ და საინვესტიციო ისტორიების.

პროგრამა დილიდან გვიან საღამომდე დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, მენტორშიფ სესიებით, საერთო სამუშაო სივრცით, ბევრი ინსპირაციით, აღმოჩენებით და ახალი კავშირებით.

წლევანდელი სამიტის მიზანია კიდევ უფრო საერთაშორისო გახდეს ღონისძიება მოწვეული სპიკერების, დელეგატების, დამსწრე სტარტაპებისა და ინვესტორების მიმართულებით და კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი ადგილობრივი პროფესიონალებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას.

სამიტზე წარმოდგენილი იქნებიან სპიკერები ისეთი წამყვანი კომპანიებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით როგორიცაა: Google, Meta, IDEO, ReadyPlayerMe, NVIDIA, Spotify, MIRO, Sandbox, Cloudflare, Brain.Space, Breakfast.app, Dutch Digital Design, Launch Code, Unit9  და ბევრი სხვა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სადღობელაშვილი
“ცდილობენ სხვა პატიმრების სახელით ციხიდან დორბლიანი მიშა გამოიყვანონ!” – ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:   იაგო ხვიჩის და მეგრელიშვილის ამნისტიის კანონი სრულიად ერგება სააკაშვილს! ამ ავანტიურისტული და პროვოკაციული ნაბიჭით ეს გაყიდულები ცდილობენ სხვა პატიმრების ს...

სოცმედია 1709150936

ზურაბიშვილი ივანიშვილი
“ეს ოლიგარქიის დასასრულს ნიშნავს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის თქვა:   “ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში და...

პოლიტიკა 1709150882

დაკარგული მამაკაცი
დიდ დიღომში 37 წლის მამაკაცს ეძებენ

დიდ დიღომში 37 წლის დავით ბერაიას ეძებენ.     ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.   „ყურს ქვევით აქვს საკმაოდ დიდად "13". სავარაუდოდ, იქნება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, სახლში არ ყოფილა რამდენიმე დ...

საზოგადოება 1709150793

მოკლული გოგო
"დასახიჩრებული იყოო, ამბობენ... ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში, წი­ნუ­ბან­ში მოკ­ლულ 21 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილს ხე­ლე­ბი მავ­თუ­ლით ჰქონ­და შეკ­რუ­ლი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ად­...

კრიმინალი 1709150631

თაგარტი
გალტ & თაგარტმა  საქართველოში სეკურიტიზაციის პერსპექტივებზე კონფერენციას უმასპინძლა

გალტ & თაგარტმა,  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საინვესტიციო ფონდებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709150529

ავტობუსები
2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად სხვადასხვა მარშრუტზე გავა

2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მისი თქმით,...

საზოგადოება 1709150372