USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს.
ბიზნესი & ეკონომიკა • 1674886200 302

*** კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.
*** „ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი - ადამიანები, რომლებიც წლებია ჩვენთან ერთად მოდიან, ან თუნდაც პირველად ისარგებლეს USA2GEORGIA-ს სერვისით, გვიყვარს ყველა, ვისაც სჯერა ჩვენი, ათასობით კილომეტრის სიშორეზე გვანდობს თავის ნივთებს, რომლებიც ხშირად მათი ახდენილი ოცნებებია და სულმოუთქმენლად ელის როდის ჩამოვუტანთ აშშ-დან საქართველოში.
15 წელია დიდი სიყვარულითა და მონდომებით ვაშენებთ USA2GEORGIA-ს ბრენდს, ვცდილობთ ვიყოთ ადამიანების საიმედო დასაყრდენი, ერთგული პარტნიორი და მივცეთ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება განვითარებული ქვეყნების მოქალაქეთა მსგავსად ისარგებლონ ინოვაციური, პროგრესული სერვისებით და ამ გზით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო მიზნის მიღწევაში - ყველამ ერთად ვიცხოვროთ კიდევ უფრო უკეთეს ქვეყანაში.
ჩვენი ბრენდის მთავარი ღირებულება - ადამიანების სიყვარულია, კიდევ დიდი გზა და ბევრი წლები გვაქვს ერთად გასავლელი, ერთმანეთთან ნებისმიერ ფორმატში დავას, გვირჩევნია ჩვენმა გუნდმა წარმოქმნილ გაუგებრობას უპასუხოს - ურთიერთგაგებითა და 100%-იანი პასუხისმგებლობით.
***გვსურს, მივმართოთ USA2GEORGIA-ს მომხმარებელთა იმ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ სახელშეკრულებლო ცვლილების შესახებ ინფორმაცია დროულად არ მიუღია - შეავსოს კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური განაცხადის ფორმა. კომპანიის მენეჯმენტი პირდება მომხმარებლებს, რომ უსწრაფესად განიხილავს თითოეულ შემთხვევას და მოცულობით წონასთან დაკავშირებით გაწეული დამატებითი ხარჯი, მოკვლევის შემდეგ დაუყოვნებლივ აუნაზღაურდება.
***USA2GEORGIA - წლების განმავლობაში, მომხმარებელთა ნაცვლად ფარავდა მოცულობითი წონის გადასახადს საოპერაციო ხარჯებიდან, მოხარული იქნებოდა ჩვენი გუნდი - აღნიშნული აქციის გახანგრძლივებისათვის კომპანიას ჰქონოდა შესაბამისი ფინანსური რესურსი, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე გადაზიდვების მიმართულებით გაზრდილი ფასებისა და გამკაცრებული რეგულაციების ფონზე, შეუძლებელია მოცულობითი წონის აქციის მუდმივი შენარჩუნება, თუმცა გამოსავალი აქაც არის და დაბრუნდა ამანათების „ზომაში შემცირების / გადაფუთვის" სერვისი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
***სიყვარულით,
USA2GEORGIA გუნდი
საკონტაქტო პირი: /ლელა ციხისელი 577 99 77 22 /
lela@branding.ge

23 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5768 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5754 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.0014 ლარი შეადგ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1679595466

Bloomberg - ის ინფორმაციით, "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი უკრაინაში თავისი დაქირავებული მებრძოლების ომში მონაწილეობის შეჩერებას აპირებს. სავარაუდო გადაწყვეტილების მიზეზი კი რუსეთის მიერ, ვა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1679595335

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი „პალიტრა ნიუსის“ ეთერში აცხადებს, რომ პარტიის საგარეო კურსი უცნაურად შეიცვალა. „ძალიან უცნაური ცვლილებები განიცადა პარტიის საგარეო კურსმა. მე არ ვიცი რა...
პოლიტიკა • 1679595219

ფარმაცევტული კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე საოპერაციო ხარჯებისთვის განსაზღვრული პოლიტიკით მინიმალური დ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1679594436

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო...
სამართალი • 1679594167

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პატრიარქთან შეხვედრას ეხმიანება და სოცქსელში წერს: „ხვიჩა კვარაცხელიას საპატრიარქოში მიპატიჟების მთელი არსი ამ ფოტოშია: ვერ ძღება დიდებით ილია მეორე და საჭირო...
სოცმედია • 1679581956