ვინ მოიგო ლოტოში 506 729 ლარი?

ლოტო

ვინ მოიგო ლოტოში  506 729 ლარი? თბილისელ ქალბატონს გულქან თოთაძეს მოგებული თანხა უკვე გადაეცა.

5 ივნისს, ,,5/35- ოქროს ბურთის’’ იღბლიანი ბილეთის მფლობელს მოგებული 506 729 ლარი საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

,,რედისონ ბლუ ივერიაში’’ ჯეკპოტის მფლობელის საპატივცემულოდ საზეიმო მიღება გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა დიდი სიხარულით გაიცნეს გულქანი თოთაძე, მასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და მას ჯეკპოტის მოგება პირადად მიულოცეს.

,,5/35- ოქროს ბურთის’’  იღბლიანი ბილეთი გულქანი თოთაძემ 18 მაისს, თბილისში, მუხიანის დასახლების პირველ მიკრორაიონში მდებარე ლოტოს ჯიხურში შეიძინა.

გულქანი თოთაძე, 70 წლის არის და დიდი ხანია, რაც ლატარიას თამაშობს. როგორც ამბობს, ოქროს ბურთის დაარსების დღიდან თამაშობს და მიზნად ფინალში გასვლა ჰქონდა დასახული.

„თამამად შემიძლია ვთქვა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რომ ერთი დღე არ ჩამიგდია. ყოველ დღე ვთამაშობდი. ვავსებდი არამარტო ფურცელზე არსებულ 5 ციფრიან დაფას, არამედ იმის ზევითაც. ვთამაშობდი გიჟურად, მიზანმიმართულად და მიზანდასახულად. ვიცოდი, რომ უნდა გავსულიყავი ფინალში. ფაქტიურად, ვიბრძოდი ამ ფინალისთვის და ჩემმა ბრძოლამ გაამართლა. ყველანაირი კომბინაციით ვარჩევდი რიცხვებს, ვარჩევდი დაბადების დღეებს, ზოგჯერ ცუდ დღეებს, კარგ დღეებს, ავტობუსის განრიგის მიხედვითაც ვავსებდი. თუმცა, იღბლიანი ჯეკპოტის კომბინაციას რაც შეეხება, ძალიან ცოტა ვიფიქრე და ვიყიდე ოთხი ბილეთი, ბოლომ გამიმართლა. ყველა რესურსი ამოვწურე და ჩვეულებრივად შევავსე. ხშირ შემთხვევაში ბილეთს ვყიდულობდი მუხიანში, ქალბატონ ინგასთან ჯიხურში.  ვგრძნობდი, რომ მოვიგებდი. სახლში სულ მეუბნებოდნენ, რატომ იხარჯები, რას ყიდულობ, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ ამ მიზნამდე მივიდოდი“, - ამბობს გულქანი თოთაძე.

გულქანი თოთაძე მოგებული თანხით ოცნებას აისრულებს და კერძო სახლს შეიძენს.

„ისეთი ბედნიერი ვარ, მეშინია სიხარულისგან არ გავგიჟდე. ვერ ვიჯერებ, ეს ყველაფერი ჩემს თავს, რომ ხდება. ცეკვა-სიმღერა არ ვიცი, მაგრამ სიხარულისგან ვცეკვავდი და ვმღეროდი. სახლში კი არავის სჯეროდა, თუმცა შემდეგ ყველამ დაიჯერა და ძალიან გაუხარდათ. ოცნებას ავისრულებთ. ძალიან მიყვარს ბუნება, სოფელი, მეურნეობა და ყვავილები,  მინდა, რომ მოგებული თანხით კერძო სახლი შევიძინოთ, გაჩერებას არ ვაპირებ, ისევ გავაგრძელებ თამაშს. ყველას ვურჩევ ითამაშოს, რადგან მოგება რეალურია, მიზანი დაისახეთ და აუცილებლად მოიგებთ“, - ამბობს გულქანი თოთაძე.

გულქან თოთაძის შვილი, მაია ბახტაძე:  „თავიდან არ მჯეროდა, მაგრამ შემდეგ რეალურად რომ აღვიქვი შოკში ვიყავი. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვიყავი. ის დღე ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე საუკეთესო იყო. ვაპირებ, რომ მეც ვცადო ბედი. ხალხსაც ვურჩევ, რომ ითამაშონ და რწმენა ჰქონდეთ ისეთი, როგორიც დედაჩემს ჰქონდა, უფრო მეტად იყვნენ აზარტულები და აუცილებლად მოიგებენ“, - ამბობს მაია ბახტაძე.

საზეიმო ღონისძიებაზე ასევე, დაჯილდოვდა ლოტოს 555-ე ჯიხურის წარმომადგენელი ინგა სტეფნაძე, რომელმაც იღბლიანი ბილეთი გაყიდა.

ინგა ტეფნაძე: „აქტიურად ვყიდით ბილეთებს. ჯეკპოტის მფლობელს რაც შეეხება, ყოველდღიურად თამაშობდა. ყველას ვუსურვებ მოგებას და იმ სიხარულს, რაც მეც განვიცადე. უძვირფასესი დღე იყო ჩემთვისაც, რადგან საკუთარ დაბადების დღეზე ჯეკპოტის ბილეთი გავყიდე და ასე დავაგვირგვინეთ დღის ბოლო. მადლობელი ვარ უფლის, ყოველი დღისთვის და წუთისთვის. სხვისი გაბედნიერება, ჩემი სიხარულიც არის. ისეთი შეგრძნება და ემოციები მქონდა, თითქოს მე მოვიგე ჯეკპოტი. ყველას წარმატებებს ვუსურვებ!“.

,,საქართველოს ეროვნული ლატარიას’’ მოგების სახით უკვე გაცემული აქვს 90 მილიონი ლარი!

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჯაბა
ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა, რომელშიც 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან მონ...

განათლება 1695811715

tbc
გადაიხადე კომუნალურები თიბისი ფეიზე!

კომუნალური გადასახადების დაფარვა ყოველთვიურად გვიწევს. რთულია, ყველა პროვაიდერს ადევნო თვალი, შეინახო ქვითრები და შემდეგ არ გამოგრჩეს გადახდის თარიღი. თიბისი ფეიზე ყველა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1695811593

tbc
ავტომატიზებული კომუნალური გადახდები თიბისი ფეიზე

კომუნალური გადასახადების დაფარვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ყოველ თვეში გვიწევს, თვალი ვადევნოთ მოსალოდნელ გადასახადებს და შემდეგ არ გამოგვრჩეს გადახდის თარიღი. ეს საკმაოდ დამთრგუნველი პროცესია, თუ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1695811363

კალაძე
1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონებში არსებულ ქუჩებში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონების გარკვეულ ქუჩებზე ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის  მთავრობის ს...

საზოგადოება 1695810969

kalaZe
1-ელი დეკემბრიდან მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღებას შესთავაზებს

მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავ...

საზოგადოება 1695810829

STOP
ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრ...

საზოგადოება 1695810710