Yandex 5.4 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ, სრულად რუსეთის საკუთრებაში დაბრუნდა

ბიზნესი

რუსული Yandex-ი და მისი ინტერესები საქართველოში.

Yandex-თან დაკავშირებული  გარიგების შედეგად, რუსი ინვესტორების კონსორციუმმა 5.4 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები ნაღდი ფულის სანაცვლოდ გამოისყიდა.

სტატიაში, რომელსაც Reuters-ი აქვეყნებს, ნათქვამია, რომ შედეგად, Yandex-ზე დასავლელი ინვესტორების კონტროლი დასრულდა და ის სრულად რუსეთის საკუთრებაში გადავიდა.

თავდაპირველად, როცა Yandex-ი ქართულ ბაზარზე შემოვიდა, მაშინვე გაჩნდა პრობლემები პირად მონაცემებთან და დემპინგურ ფასებთან დაკავშირებით.

კომპანიის ირგვლივ კვლავაც ჩნდება კითხვები, რადგან ცნობილია მათი კავშირები რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან.

ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად Yandex-ის მფლობელები სანქციების ქვეშ მოჰყვნენ.

Reuters-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ნიდერლანდური Yandex-ის ბიზნესის განვითარების ვექტორი 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეცვალა. Yandex-ის დამფუძნებელი, არკადი ვოლოჟი, ისევე როგორც კომპანიის მაღალი მენეჯმენტის რგოლის რამდენიმე წარმომადგენელი დასანქცირდა, რამაც კომპანიას რესტრუქტურიზაციისკენ და რუსული აქტივების გასხვისებისკენ უბიძგა.

ცნობისათვის, ზემოხსენებული  გარიგების პროცესში, საინვესტიციო კონსორციუმში ხუთი მხარე იყო წარმოდგენილი, მათ შორის ქართული წარმომავლობის მქონე ინვესტორი, ალექსანდრე ჩაჩავა, “ლუკოილის” შვილობილი საინვესტიციო ფონდი და რამდენიმე რუსი ბიზნესმენი.

„ნიუპოსტი“ აგრძელებს კომპანიის საქმიანობის შესწავლას და ჩვენი ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ მასალებს ეტაპობრივად გამოვაქვეყნებთ ნიუპოსტის ვებგვერდზე,

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჰელსინკის კომისია
„MEGOBARI აქტი შექმნილია, რომ ქართველ ხალხს, ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში, მხარი დაუჭიროს“ - ჰელსინკის კომისია

 "MEGOBARI აქტი შექმნილია, რომ ქართველ ხალხს ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში მხარი დაუჭიროს", - ამის შესახებ შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია X-ზე წერს. ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით...

პოლიტიკა 1725808634

ივანიშვილი
„კონსტიტუციაში ეკლესიის როლს ავსახავთ იმ ფორმით, როგორსაც იმსახურებს“ - ბიძინა ივანიშვილი

გამარჯვებისთანავე გადავდგამთ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერებისა და დაცვის მიზნით. ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს, სწორედ იმ ფორმით, როგორსა...

პოლიტიკა 1725808293

ივანიშვილი-ღარიბაშვილი
"რომ არა ბატონი ბიძინა დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა" - ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლანძღავს პრეზიდენტს და ტრადიციულად აქებს ბიძინა ივანიშვილს -  ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხეში საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით განოსვლისას სალომე ზურაბიშვ...

პოლიტიკა 1725807825

მონა ჩიგოგიძე
ვიდეო: "რუსის მონა" - მოქალაქე დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს

ხალხი რუსული კანონის მიმღები დეპუტატების წინააღმდეგ - "ქართული ოცნების" დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს "მოღალატე" და "რუსის" მონა ეძახეს.   ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.   ვიდეოში ისმის უცენზურო მიმართვებ...

პოლიტიკა 1725807332

ენმ
რაჭაში, ენმ-ს წევრს ავტომობილი დაუზიანეს

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ამბროლაურის ორგანიზაციის წევრს, ბესო ქართველიშვილს ავტომობილი დაუზიანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მოხდა. კოალიციაში "ქართული ოცნების" პასუხ...

პოლიტიკა 1725806071

ცესკო
ცესკო: 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება

საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორი...

საზოგადოება 1725804776