ბიზნესი & ეკონომიკა • 1730462104
რისი თქმის საშუალებას იძლევა უახლესი მაკროეკონომიკური ინდიკატორები?
სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი
კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით
განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი
უცვლელია. ფაქტორებიდან აღსანიშნავია, რომ კვლავ ძლიერია ტრადიციული
ტურიზმი და დაკრედიტება, ხოლო ჯამურ ხარჯებში გამოხატული მიგრაციის
ეფექტი მცირედით, მაგრამ მაინც ნაკლებია. თიბისის არხებით განხორციელებულ
ტრანსაქციებზე დაყრდნობით, ოქტომბერშიც დაახლოებით მსგავსი ტენდენცია
იკვეთება.
ლარის კურსის მხრივ, მნიშვნელოვნად გაძლიერდა იურიდიული და ფიზიკური
პირების მხრიდან ვალუტის წმინდა შესყიდვა და ეს მაჩვენებელი სექტემბერში
ისტორიულად მაღალ დონეზეა. მაშინ, როდესაც ოქტომბრის მონაცემები ჯერ არაა
ხელმისაწვდომი, ჩვენი შეფასებით, სექტემბერთან შედარებითაც კი
მნიშვნელოვან მატებას ჰქონდა ადგილი. თუ წინა თვეებში ეს ფაქტორი ძლიერი
წმინდა სავალუტო შემოდინებებით პრაქტიკულად მთლიანად ბალანსდებოდა, ახლა
უკვე სებ-ის სავალუტო ინტერვენციებმა არსებითი როლი შეასრულა.
ამ მხრივ, როგორც ჩვენს არაერთ პუბლიკაციაშია განხილული, მნიშვნელოვანია,რომ სენტიმენტების ცვლილებისას, კონვერტაციები უკვე ლარის გამყარებისმიმართულებით იმოქმედებს და ერთგვარად, ეს ფაქტორი დაგროვილი ბუფერისკუთხით უნდა იყოს განხილული. პროგნოზებს რაც შეეხება, მართალია არაერთიდაშვების გათვალისწინებით, თუმცა, როგორც ჩანს, თიბისი კაპიტალისზაფხულის შემდეგ უცვლელი საბაზო სცენარი, რომელიც 2024 და 2025 წლებისპერიოდის ბოლოსათვის აშშ დოლართან ლარის დაახლოებით 2.8-სა და 2.7-იანნიშნულებს ითვალისწინებს, კვლავ დიდწილად ძალაშია.
არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ მოთხოვნებზე, რომელიც რეჟიმის მიმართ აქვთ - მოძალადე პოლიციელების პა...
პოლიტიკა • 1733471628
"რასაც ცდილობს ახლა რუსეთი საქართველოში, არის ის, რომ მანამ სანამ ამერიკაში მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დაიწყება სხვადასხვა საკითხებზე საუბარი და მოლაპარაკებები, მანამდე რუსეთმა გაიფორმო...
პოლიტიკა • 1733471550
ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით - ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქს...
პოლიტიკა • 1733468351
კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამია სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არავის შეუტყობინებია: "ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყ...
პოლიტიკა • 1733468102
ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირისა და მის წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესოს ქართველ მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხი...
პოლიტიკა • 1733466513
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. „პ...
პოლიტიკა • 1733466395
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი