2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროპროგნოზი

ვერძი

კვირის ბოლომდე ისე დაიღლებით, რომ თვალთმაქცობის ძალა არ შეგრჩებათ და ნეგატიურ თვისებებს ბოლომდე გამოაჩენთ. თქვენი მეგობრები და ახლობელი ადამიანები მოვლენების ასეთ განვითარებას ნამდვილად არ ელოდნენ.

კურო

ახალი წელი კარს მოგადგათ, მაღაზიებში საყიდლებზე წასვლას კი მოუცლელობის გამო ვერ ახერხებთ. საცობებში და მაღაზიის რიგებში რომ დრო არ დაკარგოთ, იქნებ ონლაინ-მაღაზიებზე გეფიქრათ? ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ შეჩერებას ვეღარ მოახერხებთ.

ტყუპები

რთულ და გაურკვეველ სიტუაციაში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და გამოცდილებას უნდა ენდოთ. ახლობელ ადამიანებთან შეხვედრები და ურთიერთობა წარმატებული და ორმხრივად სასარგებლო იქნება.

კირჩხიბი

შესაძლოა, საკითხი, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, ნელ-ნელა დალაგდეს. სავარაუდოდ, შედეგით ბოლომდე კმაყოფილი არ იქნებით, მაგრამ, რაც მთავარია, გაურკვევლობის პერიოდი დასრულდება. მზად იყავით ფინანსური სირთულეებისთვის.

ლომი

ხვალ თქვენთვის დამახასიათებელი სერიოზულობა არ გამოგადგებათ. ეცადეთ, მოდუნდეთ და რაც შეიძლება ბევრი იცინოთ. გარდა იმისა, რომ ეს განწყობას აგიმაღლებთ, თქვენს ცხოვრებაში პოზიტივსაც მოიზიდავს. უცნაურია, მაგრამ ამ დღეს სპონტანურობა უფრო დაგეხმარებათ, ვიდრე საგულდაგულოდ შედგენილი გეგმა.

ქალწული

ხვალ საკუთარი დაპირებები და შეთანხმებები განსაკუთრებული გულმოდგინედ უნდა შეასრულოთ. ადამიანებს, რომლებიც გენდობიან, იმედს ნუ გაუცრუებთ. თუ ხვდებით, რომ საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ. ამ დღეს გუნდური მუშაობა უფრო შედეგიანი იქნება.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე იზრუნოთ და „გარედან“ მანიპულირებას ყურადღება არ მიაქციოთ. ნუ გადაიღლებით, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.

მორიელი

ხვალინდელი დღე შეიძლება თქვენთვის გამოცდად იქცეს. გამორიცხული არ არის, რომ ერთდროულად უამრავი პრობლემის გადაჭრა მოგიწიოთ - ამის მიზეზი თქვენი ახლობელი ადამიანები იქნებიან. ამ დღეს დაუახლოვდებით ადამიანს, ვისთანაც დიდი ხანია გინდათ დამეგობრება.

მშვილდოსანი

თქვენ ირგვლივ მოვლენები ისეთი სისწრაფით იცვლება, რომ გაცნობიერებასაც ვერ ასწრებთ. ამან შეიძლება შრომის ნაყოფიერებაზე გავლენა მოახდინოს, რადგან დაწყებული საქმის დასრულება ძალიან რთული იქნება. სამაგიეროდ, მოსაწყენად დრო აღარ დაგრჩებათ.

თხის რქა

ეცადეთ, დაუსრულებელი საქმეებისა და გადაუჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად დრო გამონახოთ. გირჩევთ პრობლემებს მანამდე გაუმკლავდეთ, სანამ ცხოვრების მძიმე ტვირთად გექცევათ. იმპროვიზაციის და ექსპერიმენტების ჩატარების ნუ შეგეშინდებათ. ყველაფერი კარგია, რაც მიზანთან დაგაახლოებთ.

მერწყული

შესძლოა, ამ დღეს უახლოესი ადამიანის მიმართ ნდობა დაკარგოთ. ვარსკვლავებს გირჩევენ, რაღაც უსიამოვნო შემთხვევისთვის მორალურად მოემზადოთ.

თევზები

ამ დღეს ნებისმიერი სირთულის საქმეს ძალიან სწრაფად და მარტივად გაუმკლავდებით, თუმცა, გადაღლას მაინც უნდა მოერიდოთ. თუ ხვდებით, რომ იღლებით, პაუზა უნდა გააკეთოთ. სხვათა შორის, ეს მარტო მუშაობას არ ეხება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
წაქაძე
ვიდეო: “მტყუანის დედას შე@ეცი… რა ფერებში ხართ? სად წავიდე, თქვენ წადით…” – ბეჟან წაქაძე

პარლამენტის წევრს, ბეჟან წაქაძეს ქუჩაში შეხვდნენ ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, და როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. როგორც ვი...

პოლიტიკა 1713531130

ონის ონიანი
„ქუჩის პარალელურად, ჩვენ სცენაზე ვიბრძოდით“ - ონისე ონიანი

 19.04.24 16:31ქუჩის პარალელურად, ჩვენ სცენაზე ვიბრძოდით - ამის შესახებ მსახიობმა ონისე ონიანმა "პირველებთან" განაცხადა და თქვა, რომ გუშინდელი პერფომანსი თეატრ "სახელოსნო 42"-ის სცენაზე იყო იმის დემონ...

საზოგადოება 1713530738

გომელაური
„რა თქმა უნდა, ვეთანხმები და სწორია“ - ვახტანგ გომელაური რუსულ კანონზე

"მკითხეს კანონს ეთანხმებით თუ არა, აბა მითხარი, აბა მითხარი, თითებს გვიშვერდნენ, რა თქმა უნდა, მე ვარ როგორც შს მინისტრი, ასევე პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები, გუნდის წევრი ვარ. ისე...

პოლიტიკა 1713530326

19 წლის ქალი
„მე ვარ 19 წლის ქალი, დედა, რომელიც გარდავიცვალე პოლიციელის იარაღიდან გასროლილი 5 ტყვიით, არ დამიცვა შსს-მ, პროკურატურამ, დამიცვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა... არა რუსულ კანონს“ – რას წერს ყოფილი ქმრის მიერ მოკლული სალომე ჯორბენაძის დედა

2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში, პოლიციელი ყოფილი ქმრის მიერ მოკლული 19 წლის სალომე ჯორბენაძის დედა, ფატი ჭელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.   „მე ვარ 19 წლის ქალი, დედა, რომელიც გარდავიცვალ...

სოცმედია 1713530097

ლავროვი
"ურბილესი კანონია... სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს" - ლავროვის მხარდაჭერა "ოცნებას"

"ურბილესი კანონია... სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საუბრობს და "ქართულ ოცნებას" რუსულ კანონთან დაკავ...

პოლიტიკა 1713528981

ბასხაჯაური
“ცდილობდნენ სახეში და თავში დამიზნებით დარტყმას” – ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაიბარეს. მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად სპეცრაზმელები უსწორდებონენ, რასაც აქციაზე გადაღებული ვიდეოკადრებიც ა...

საზოგადოება 1713528929