ეს საინტერესოა • 1629832740 2228
ვერძი
ამ დღეს შემოქმედებითი პროფესიის ვერძების წინაშე თავისუფალი თვითგამოხატვის ფართო სივრცე გადაიშლება. ბიზნესმენებს დაბრკოლებები ელით, რომლებსაც მხოლოდ სიტუაციის ფხიზელი და ობიექტური შეფასებით გაუმკლავდებით. ვერძ ქალებს რომანტიკული შეხვედრები ელით. სავარაუდოდ, შემოსავლის ახალ წყაროებს აღმოაჩენთ.
კურო
ხელსაყრელი დღეა ფულის დაგროვების, ადრე დაწყებული საქმის გაგრძელებისა და მიზნების მისაღწევად. სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. დაბრკოლებებისა და სირთულეების მიუხედავად, ყველა ხაფანგის გადალახვას შეძლებთ. ეცადეთ, უმნიშვნელო პრობლემებზე დრო არ დაკარგოთ. მეგობრებთან „ფინჯან ყავაზე საუბარი“ შეიძლება თქვენი ფინანსური საქმეებისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
ტყუპები
კრიტიკული დღეა. სამსახურსა და სახლში არასტაბილური მდგომარეობაა. ვარსკვლავები გირჩევენ, რეალობა ფხიზლად შეაფასოთ და უიმედო პროექტებზე დრო არ დაკარგოთ. გირჩევთ, კომერციულ საქმეებში ნაკლები იაქტიუროთ - ყველა მცდელობის მიუხედავად, დაბრკოლებების გადალახვა გაგიჭირდებათ. ერიდეთ მეგობრებთან და კოლეგებთან დაპირისპირებას.
კირჩხიბი
ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საღად შეაფასოთ თქვენი მოლოდინები და პრეტენზიები პარტნიორების მიმართ და იფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება. გირჩევთ, საქმიანი შეხვედრები დღის პირველი ნახევრისთვის არ დანიშნოთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით სწორ კვებას. თუ დილას სწორად დაგეგმავთ, საღამოს სიმშვიდეს და კმაყოფილებას იგრძნობთ.
ლომი
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ლომებისთვის. მათ წინაშე სრული თვითგამოხატვის შესაძლებლობები გაიხსნება. დაბრკოლებების გადალახვაში შინაგანი სიმტკიცე, გამძლეობა, გამჭრიახობა და სიტუაციის სრულყოფილად შეფასება დაგეხმარებათ. ქალბატონებისთვის ხელსაყრელი დღეა. მათ რომანტიკული შეხვედრები ელით, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება გრძელვადიან, სერიოზულ ურთიერთობებში გადაიზარდოს.
ქალწული
უსმინეთ და ენდეთ საკუთარ ინტუიციას. სავარაუდოდ, შემოსავლის ახალ წყაროებს აღმოაჩენთ. რთული სიტუაციიდან გამოსავალს მხოლოდ ტაქტიკის შეცვლით და დროული ორიენტირებით შეძლებთ. თქვენი ყველა წამოწყება წარმატებით დაგვირგვინდება.
სასწორი
ვარსკვლავების განლაგება კვლავ არახელსაყრელია. გაითვალისწინეთ, რომ მოუსვენარი ცხოვრების წესმა და დაძაბულმა მუშაობამ შეიძლება თქვენი სიცოცხლისუნარიანობა მნიშვნელოვნად შეამციროს. მოსალოდნელია სირთულეები ახალ საქმეებში და საკუთარი მიზნების გადახედვა. არ არის გამორიცხული ფინანსური ზარალი. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და რისკებთან დაკავშირებულ საქმიანობას. ახლა ყველაზე მეტად კარგი დასვენება და გარემოს შეცვლა გჭირდებათ.
მორიელი
ამ დღეს შეძლებთ მშვიდად და მიუკერძოებლად შეაფასოთ სიტუაცია და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ. თუ ახლობელ ადამიანებთან ან კოლეგებთან პრეტენზიები გაქვთ, სანამ რამეს მოიმოქმედებთ, სასურველია, კარგად დაფიქრდეთ. ეს დღე ინდივიდუალურ შემოქმედებაში წარმატებას გპირდებათ.
მშვილდოსანი
ამ დღეს იზრდება სიცოცხლისუნარიანობა, სექსუალური ენერგია და ოპტიმიზმი. მშვილდოსან მამაკაცს საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზი, სასიხარულო ცნობა ან საჩუქარი ელის. შეიძლება, მშვენიერი სქესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, მაგრამ ეცადეთ, სასიყვარულო თავგადასავლებს თავი აარიდოთ. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ამან შეიძლება უამრავი პრობლემა შეგიქმნათ.
თხის რქა
სავარაუდოდ, ამ დღეს შემოსავლის ახალ წყაროებს აღმოაჩენთ ან პროფესიული საქმიანობის სფეროს შეიცვლით. სწორი გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, თუ არ გაითვალისწინებთ ნათესავებისა და მეგობრების რჩევებს - ყველაფერი თავად უნდა გადაწყვიტოთ. შუადღისას მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელიც თქვენს სასარგებლოდ დასრულდება, თუ ტაქტიკის შეცვლას შეძლებთ.
მერწყული
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი დრო სწორად დაგეგმოთ. ერიდეთ რისკს და ფიზიკურ დატვირთვას, რაც შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანო იყოს. ამჟამად ყველაზე მეტად კარგი დასვენება გჭირდებათ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა მივლინებებისა და მოგზაურობისთვის. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი მკვეთრად გაიზრდება. თუ ამ დღეს სამოგზაუროდ წასვლა შემოგთავაზეს, დათანხმდით - გზაში იღბალი, თავგადასავალი, შემოქმედებითი და პირადი გამარჯვებები გელით. ხანდაზმულმა ადამიანებმა საკუთარი შესაძლებლობები გონივრულად უნდა შეაფასონ. მოსალოდნელია წინასწარმეტყველური სიზმრები.
"ავტობუსის მძღოლის ტყვეობაში?! ბევრმა თქვენგანმა მოგვწერეთ რომ როდესაც ავტობუსი საცობში დგას თან ეს დიდი ხანია გრძელდება, მძღოლები არ აღებენ კარებს რომ ფეხით მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე ან უბრალოდ...
სოცმედია • 1702066800
ახალგაზრდა თურქ მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, თოკით დააბეს, სასტიკად სცემეს და ღირსების შემლახავი ვიდეო ტელეფონით გადაუღეს. „კურიერის“ ინფორმაციით, თურქეთის ორმა მოქალაქემ, მსხვერპლი სოფელ...
კრიმინალი • 1702066500
სვერდლოვსკის ოლქში, წელიწად-ნახევრის ბავშვი გაიყინა და გარდაიცვალა. ამის შესახებ Ura.ru სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ამბავი 6 დეკემბერს მოხდა, ალაპაევსკის მახლობლად მდებარე ს...
შემთხვევა • 1702066200
თბილისში ოჯახის წევრები 27 წლის ნოდარ ლებანიძეს ეძებენ. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული ახალგაზრდას დამ, ქეთი ლებანიძემ განუცხადა, მისი ძმა სახლიდან გუში...
საზოგადოება • 1702065900
როგორ ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი სწორად — ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვას რჩევები და რეკომენდაციები გადაცემაში „დილა ფორმულაზე.
ეს საინტერესოა • 1702065300
საქართველო, როგორც ჯადოსნური ქვეყანა - CNN-მა ევროპის იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ჯადოსნურია. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო ისეთ ქვეყნებთან ერთა...
საზოგადოება • 1702064744
ეს საინტერესოა • 1702063920
9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი