3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროპროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, ძველი სტერეოტიპებისგან გათავისუფლდეთ, რომლებიც ნებისმიერ საქმეში ხელს გიშლით. ეს დღე მამაც, რევოლუციურად განწყობილ ვერძებს მშვენიერ შესაძლებლობებს სთავაზობს. დროა, მიხვდეთ, რომ კონსერვატიული გზები სათქვენო არ არის - ცხოვრება ვერძისგან ახალ იდეებს, შთაგონებას და კრეატივს ელის.

კურო

მთელ დღეს თქვენი აზრით მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევას დაუთმობთ. ეს შეიძლება პირად ურთიერთობას ან სამსახურებრივ პრობლემას ეხებოდეს. ურთიერთობების გარკვევისა და სიმართლის ძიების პროცესში შეგიძლია ნებისმიერი ადამიანი წყობიდან გამოიყვანოთ, თუმცა მეორე დღეს არაფერი გემახსოვრებათ.

ტყუპები

მთელ დღეს საკუთარ შეცდომებზე ფიქრში გაატარებთ. შესაძლოა, ამის კეთება სწორედ ამ შეცდომების შედეგებმა ან დეჟავუს განცდამ გაიძულოთ. გახსოვდეთ, რომ ახალ შეცდომებს მხოლოდ ძველი შეცდომების გაანალიზებით აიცილებთ. მოგეხსენებათ, რომ გამოცდილება ფასდაუდებელი რამ არის.

კირჩხიბი

ამ დღეს შინაგანი კონფლიქტის განცდა არ გტოვებთ. სავარაუდოდ, რაღაც ისეთის გაკეთება გიწევთ, რაც არ მოგწონთ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ გრძნობებში გარკვევა სცადოთ. თუ შინაგან წინააღმდეგობას ვერ უმკლავდებით, გირჩევთ, საკუთარი ეჭვები საყვარელ ადამიანებს გაუზიაროთ.

ლომი

ამ დღეს გარშემომყოფთა კრიტიკული შენიშვნების ატანა მოგიწევთ. ამის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ურთიერთობები მაქსიმალურად შეამციროთ, განსაკუთრებით ადამიანებთან, რომლებზეც დამოკიდებული ხართ. მაგალითად, უფროსებთან. თუ ამას ვერ ახერხებთ, ისე იმოქმედეთ, რომ ვერავინ ვერაფერში შეგედავოთ. ნუ ეცდებით ყურადღების მიქცევას - შეიძლება სიტუაცია თქვენ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს.

ქალწული

მიმდინარე საქმეებში სირთულეებს არ უნდა ელოდოთ. ეს არ ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გარშემო მყოფთა კრისტალური პატიოსნების იმედად იყოთ, თუმცა ფარულ ხაფანგებს და მოტყუებას არ უნდა ელოდოთ. ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებებისა და გარიგებებისთვის – ვარსკვლავები თქვენთვის სასარგებლო შედეგს გპირდებიან.

სასწორი

დროა, თქვენს სამომავლო გეგმებს გადახედოთ - იქნებ შეცდომა დაუშვით და არასწორი გზა აირჩიეთ? გირჩევთ, დროდადრო საკუთარი ქმედებები გააანალიზოთ და რეალობას მოარგოთ. ეს ილუზიებისგან გაგათავისუფლებთ, რომლებიც წინსვლასა და განვითარებაში ხელს გიშლით.

მორიელი

ამ დღეს ვიღაცისთვის საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე ანგარიშის ჩაბარება მოგიწევთ. ეს როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს, მოთმინება უნდა გამოიჩინოთ და თავი ხელში აიყვანოთ. თუ მაკონტროლებლებთან დავას წამოიწყებთ, ეს პროცესი ძალიან დიდხანს გაგრძელდება.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენი დიპლომატიური უნარების სრულად გამოჩენა მოგიწევთ. საკითხი, რომელზედაც ახლა ფიქრობთ, ზედმეტად დელიკატურია, რომ პირდაპირ გააჟღეროთ. თუ გარშემო მყოფთა გრძნობებს არ გაუფრთხილდით, შეიძლება საკუთარ თავს უამრავი პრობლემა შეუქმნათ და ნებისმიერი მოლაპარაკება ჩაშალოთ. ადამიანების გაგებისა და კეთილგანწყობის მოპოვებას მხოლოდ მაქსიმალური მოთმინებისა და ტაქტის გამოვლენით შეძლებთ.

თხის რქა

ნუ ეცდებით სახიფათო თამაშის წამოწყებას, რადგან შეიძლება წააგოთ. საიდუმლო, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდით, შეიძლება ყველაზე უხერხულ მომენტში, მოულოდნელად გამჟღავნდეს. თუ დასამალი არაფერი გაქვთ, ვარსკვლავები მშვიდ და ჰარმონიულ დღეს გპირდებიან, დანარჩენ თხის რქებს კი ნერვიულობა მოუწევთ.

მერწყული

ნებით თუ უნებლიეთ, შეიძლება დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლისა და მომრიგებლის როლი შეასრულოთ. შექმნილი ვითარება იდეალურისგან შორსაა - გარშემო მყოფებმა, მათ შორის ახლობლებმა, შეიძლება ერთმანეთს ბრალდებები და პრეტენზიები წაუყენონ. მათი შერიგება ადვილი არ იქნება, მაგრამ გადაწყვიტეთ, რომ უნდა სცადოთ.

თევზები

იმისთვის, რომ წინ წახვიდეთ, უნდა შეჩერდეთ, საკუთარი ქმედებები შეაფასოთ და მოსალოდნელი შეცდომები დაინახოთ. შესაძლოა,ეს დამოუკიდებლად გააკეთოთ, შესაძლოა, ვიღაც სხვაც დაგეხმაროთ. გახსოვდეთ, რომ კონსტრუქციული კრიტიკა სასარგებლოა და ეცადეთ, მშვიდად აიტანოთ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კუპრაძე სასამართლო
ირაკლი კუპრაძის სასამართლო პროცესი გადაიდო

სასამართლო პროცესი  გადაიდო. შს სამინისტროს  აქციაზე დაკავებული ლელოს გენერალური მდივნის წინააღმდეგ მტკიცებულებები  ჯერ არ შეუგროვებია და დრო ითხოვა.   მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება

პოლიტიკა 1713452760

სახელმწიფო დეპარტამენტი
„ღრმად იმედგაცრუებულები ვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირებით“ - სახდეპის მეცხრე განცხადება

რუსულ კანონთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პრესსპიკერის, მეთიუ მილერის მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც "ოცნების" მიერ დაინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა მოხსენიებულია, როგორც "...

პოლიტიკა 1713451762

უკრაინა საქართველო
„რუსიფიკაცია და არა მითური "უკრაინიზაციაა" რეალური საფრთხე საქართველოსთვის“ - უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს "უცხო გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებული შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავებით. "მოვუწოდებთ ყველა დაინტერ...

პოლიტიკა 1713451231

პოლიტიკოსები
„არ მივიღებთ რუსულ კანონს, არ გავრუსდებით! რუსებს ჰგონიათ, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით!“ - ნიკა მელია

"განსხვავებული ასაკისა და შეხედულების ადამიანი, იდგა როგორც ერთი, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე.აღფრთოვანებულები ვართ ყველა,  ვისაც გვინდა ევროპა და სწუხს ყველა, ვისაც უნდა რუსეთში წაგვ...

პოლიტიკა 1713450763

სალომე ზურაბიშვილი
"პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია" - პრეზიდენტის ინტერვიუ TV5 Monde-თან

"ადგილი აქვს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ საპირისპიროდ იმ სამხედრო ომისა, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს... პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია," - ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომ...

პოლიტიკა 1713450634

თორნიკე გოგრიჭიანი
 „მომავლის ინერცია და ერთობა ბევრად ძლიერია, ვიდრე რუსული სახადი“ - თორნიკე გოგრიჭიანი

მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც მმართველი პარტიის მიერ ხელმეორედ ინიციირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოჰყვა, სოციალურ პლატფორმა instag...

სოცმედია 1713448973