9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროპროგნოზი

ვერძი

რთული და დაძაბული დღე გელით. წვრილმანი უსიამოვნებები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. მოთმინება გამოიჩინეთ და შეეცადეთ, გარშემო მყოფები თქვენი შენიშვნებით არ გაანაწყენოთ. გირჩევთ დინებას მიჰყვეთ - პრობლემები არც ისე სერიოზულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საღამოს, სუფთა ჰაერზე გასეირნება სიმშვიდეს დაგიბრუნებთ.

კურო

დატვირთული დღისთვის უნდა მოემზადოთ. სავარაუდოდ, სხვების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება და ლიდერის თვისებების გამოვლენა მოგიწევთ. ურთიერთობებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი სიტყვები არასწორად გაიგოს და უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

ტყუპები

მშვიდი და ემოციურად ნეიტრალური დღეა. ბოლო დღეებში დაგროვილი დაღლილობა თავს იჩენს, ამიტომ გირჩევთ, ეს დღე სახლში გაატაროთ საყვარელი საქმე აკეთოთ ან უბრალოდ, გამოიძინოთ. საღამოს ვარსკვლავები გარემოს შეცვლას და გასართობად წასვლას გირჩევენ.

კირჩხიბი

მოემზადეთ ქაოსური მოვლენებისთვის, რომელთა კონტროლი ძნელი იქნება, თუმცა თუ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვებით და სიტუაციას ობიქტურად შეაფასებთ, სირთულეების გადალახვა გაგიადვილდებათ. საღამოს შეიძლება ძველ ნაცნობს შეხვდეთ ან მნიშვნელოვანი ამბავი გაიგოთ.

ლომი

ფინანსური ოპერაციებისთვის არახელსაყრელი დღეა. ამ დღეს თქვენმა ქმედებებმა შეიძლება გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოიწვიოს, ამიტომ თუ აუცილებელი არაა, საფულეს ნუ გახსნით. დააკვირდით თქვენს გარშემო განვითარებულ მოვლენებს - თუ სწორ დასკვნებს გამოიტანთ, მომავალში ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან.

ქალწული

ამ დღეს ყურადღების ცენტრში იქნებით და უამრავ პრობლემას მოაგვარებთ. პრობლემებისადმი ლოგიკური მიდგომა ნაკლებად ეფექტური იქნება, ამიტომ ინტუიციას უნდა ენდოთ. ამ დღეს თავში ბევრი ახალი იდეა მოგივათ და უახლოეს მომავალში მათი განხორციელების საშუალებაც მოგეცემათ.

სასწორი

მიმართეთ თქვენი ენერგია ოჯახური პრობლემების გადაჭრის და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. რთულ სიტუაციაში მყოფ უფროს ნათესავებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. მსხვილი ტექნიკის ან ტელეფონის ყიდვა სამომავლოდ გადადეთ. სავარაუდოდ, ამ დღეს შეძენილი ნივთი იმედს გაგიცრუებთ.

მორიელი

ემოციურად რთული და დაძაბული დღეა. ოჯახში ან ახლო მეგობრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გაუგებრობები. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საქმიან ქაღალდებზე ან მნიშვნელოვანი დოკუმენტებზე ხელმოწერისგან თავი შეიკავოთ. ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ, ამიტომ შესაძლოა მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვათ.

მშვილდოსანი

მშვიდი და ყოველმხრივ სასიამოვნო დღეა. ახლობელ ადამიანებს თქვენი ყურადღება სჭირდებათ. თუ მარტოხელა ხართ, ეცადეთ, ვარსკვლავები საინტერესო ნაცნობობას გპირდებიან. სიტუაციას სწორად აფასებთ, კარგად გესმით რა გსურთ და იცით, სასურველს როგორ მიაღწიოთ. შორეული ნათესავებისგან მიიღებთ ცნობას, რომელსაც დიდი ხანია ელოდით.

თხის რქა

შეიძლება რთულ, უეცრად წარმოქმნილ პრობლემებთან გამკლავება მოგიწიოთ. კონფლიქტურ სიტუაციებში სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ და საკუთარი პოზიციები დაიცვათ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველი ნახევრისთვის დაგეგმოთ, საღამო კი დასვენებასა და სასიამოვნო ურთიერთობებს მიუძღვნათ.

მერწყული

ამ დღეს რამე მნიშვნელოვანი საქმე არ უნდა დაგეგმოთ - შეიძლება გარემოებები შეიცვალოს და ინტუიციურად მოქმედება მოგიწიოთ. არ ინერვიულოთ, თუ გეგმების შეცვლა მოგიწიათ. ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ ამ დღის შედეგები გაგახარებთ. სასურველია, საკუთარ ფიქრებთან განმარტოვდეთ და ასე რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ.

თევზები

ამ დღეს მცირე ძალისხმევით შეიძლება უდიდეს წარმატებას მიაღწიოთ. შრომისმოყვარე და მონდომებული ადამიანი ხართ, რაც დაგეხმარებათ შესანიშნავი შედეგი მიიღოთ იქ, სადაც სხვებმა ვერ შეძლეს. პირად ცხოვრებაში შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ - სიტუაციას სწორად აფასებთ, კარგად გესმით, რა გსურთ. შორეული ნათესავებისგან მიიღებთ ცნობას, რომელსაც დიდი ხანია ელოდით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სადღობელაშვილი
“ცდილობენ სხვა პატიმრების სახელით ციხიდან დორბლიანი მიშა გამოიყვანონ!” – ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:   იაგო ხვიჩის და მეგრელიშვილის ამნისტიის კანონი სრულიად ერგება სააკაშვილს! ამ ავანტიურისტული და პროვოკაციული ნაბიჭით ეს გაყიდულები ცდილობენ სხვა პატიმრების ს...

სოცმედია 1709150936

ზურაბიშვილი ივანიშვილი
“ეს ოლიგარქიის დასასრულს ნიშნავს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის თქვა:   “ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში და...

პოლიტიკა 1709150882

დაკარგული მამაკაცი
დიდ დიღომში 37 წლის მამაკაცს ეძებენ

დიდ დიღომში 37 წლის დავით ბერაიას ეძებენ.     ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.   „ყურს ქვევით აქვს საკმაოდ დიდად "13". სავარაუდოდ, იქნება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, სახლში არ ყოფილა რამდენიმე დ...

საზოგადოება 1709150793

მოკლული გოგო
"დასახიჩრებული იყოო, ამბობენ... ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში, წი­ნუ­ბან­ში მოკ­ლულ 21 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილს ხე­ლე­ბი მავ­თუ­ლით ჰქონ­და შეკ­რუ­ლი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ად­...

კრიმინალი 1709150631

თაგარტი
გალტ & თაგარტმა  საქართველოში სეკურიტიზაციის პერსპექტივებზე კონფერენციას უმასპინძლა

გალტ & თაგარტმა,  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საინვესტიციო ფონდებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709150529

ავტობუსები
2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად სხვადასხვა მარშრუტზე გავა

2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მისი თქმით,...

საზოგადოება 1709150372