"ადამიანს გამბედაობა და სიმტკიცე უნდა ეყოს, თავისი ნამდვილი იდენტობა რომ იპოვოს და იყოს ის, ვინც არის" - დემნა გვასალია

გამარჯვებული

ქართველი დიზაინერი და ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელი 2023 წლის საზაფხულო კოლექციის წარსადგენ განცხადებაში თავის შეხედულებებსა და ხედვაზე საუბრობს.

"ყუთები, იარლიყები და იარლიყმიწებებულს ყუთში მოთავსება მძულს. საზოგადოებაში, ინტერნეტში და, ზოგადად, მსოფლიოში კი ამის გაკეთება უყვართ, რადგან ასე თავს დაცულად გრძნობენ.

ადამიანს გამბედაობა და სიმტკიცე უნდა ეყოს, თავისი ნამდვილი იდენტობა რომ იპოვოს და იყოს ის, ვინც არის. ყოველი დღე ბრძოლაა ამ გამორჩეული იდენტობის დასაცავად. რაც უფრო ცდილობ, საკუთარი თავი იყო, მით მეტად გხვდება სახეში მუშტი. თუმცა, რა მაგარია, რომ ერთი მეორისგან განვსხვავდებით.

შენი ამოცანა დარტყმისა და ძირს დაგდების შემდეგ ფეხზე წამოდგომა და ნამდვილი მეობისკენ სვლის გაგრძელებაა.

მოდას ყუთები და იარლიყები ყველაზე მეტად უყვარს. მდიდრული, არამდიდრული, ქუჩის მოდა, მაღალი მოდა, კარგი, ცუდი, ხმაურის გამომწვევი, პოპულარული, აზრი არ აქვს, არავის ადარდებს. მდიდრული მოდის დახვეწილ, საგანგებო და შესახედავად ძვირფას ყუთში მოქცევა შეზღუდული და დრომოჭმული პრაქტიკაა. მოდაში ინდივიდუალიზმი ჩამოქვეითებულია ფსევდოტენდენციებამდე, რომელთაც იმ დროის რომელიმე ვარსკვლავის "'სთორიში" გაზიარებული პოსტი განსაზღვრავს.

მე კი გადავწყვიტე, სიტყვიერად აღარ ავხსნა ჩემი კოლექციები და დიზაინი, ამის ნაცვლად, მსურს, განწყობა გადმოვცე. მოდა ვიზუალური ხელოვნებაა და მას მხოლოდ სხვისი თვალით დანახვა სჭირდება. საუკეთესო შემთხვევაში, მოდას ვიღაცაზე გასაყიდად "სთორი" არ უნდა დასჭირდეს. ის ან მოგწონს, ან — არა.

ეს შოუ სიმართლის ძიებისა და რეალისტობის ერთგვარი მეტაფორაა. დაე, ყველას მივცეთ საშუალება, იყვნენ ისინი, ვინც არიან. დაე, სიყვარულით დავკავდეთ და არა ომით."

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სევეროდონეცკი
მოკლულია 5 მშვიდობიანი მოქალაქე - რაშისტების სადიმზი დონეცკში

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, ბოლო ერთ დღეში რუსებმა დონეცკის რეგიონში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. "რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 8...

რუსეთ-უკრაინის ომი 1670589212

შოკოლადი
ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 10 და 11 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწ...

საზოგადოება 1670588748

იუსაიდი
საქართველოს ბანკისა და USAID - ის ხელშეწყობით უზბეკეთში ქართული და უცხოური ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ აზიაში ტექნოლოგიური სერვისების ექსპორტის წახალისების მიზნით, საქართველოს ბანკმა და USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ, ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, უზბეკეთში ქართული ICT კომპა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1670588632

თუთბერიძე
„დედებს მო......თ“ - თეა თუთბერიძე

„კმარს“ ყოფილი ლიდერი თეა თუთბერიძე სოცქსელში წერს: „ან გახვალთ და დედებს მო......თ ამათ ყველას პირდაპირი გაგებით თავისი ივანიშვილიანად ისე რომ იმ შუშის კოლბას დაალეწავთ თავზე, ან არა და მერე თქვენი წ...

სოცმედია 1670588394

საბურთალოოო
საბურთალოს რაიონში, ადგილმონაცვლეობის შედეგად, რეკრეაციული სივრცე ეწყობა

თბილისის მერიამ კოსტავას ქუჩაზე, რესტორნების ქსელ „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განახორციელა, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, დედაქა...

საზოგადოება 1670587452

მთაწმინდა
მთაწმინდის რაიონის გამგებელმა 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.   მან ადგილობრივ მოსახლეობასა და სახელმწიფო უწყებებს თანადგომისთვის მადლობა...

საზოგადოება 1670586819