ასეთი მკვეთრი ფოტოები არასდროს ყოფილა - NASA-ს "იუნონას" მისიის მიერ გადაღებული იუპიტერის ულამაზესი ფოტოები
ეს საინტერესოა • 1642793869 502

ეს ულამაზესი ფოტოები NASA იუნონას (JUNO) მისიის მიერ JunoCam-ის მეშვეობით არის გადაღებული, მასზე მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტა, გაზის გიგანტი იუპიტერია აღბეჭდილი, რომლის მასაც დანარჩენი პლანეტების მასების ჯამს ორჯერ აღემატება.
ეს ფოტოები 2019 წლის 12 სექტემბერს არის გადაღებული, როდესაც "იუნონამ" იუპიტერს 22-ედ ჩაუარა.
"იუნონა" (ინგლ. Juno) — NASA-ს კოსმოსური ხომალდია, რომელიც მოგზაურობს იუპიტერის ორბიტაზე. იგი კანავერალის კონცხის საავიაციო სადგურიდან 2011 წლის 5 აგვისტოს გაუშვეს.
იუნონა იუპიტერის ორბიტაზე გავიდა 2016 წლის 4 ივლისს.კოსმოსური ხომალდი ამჟამად არის იუპიტერის პოლარულ ორბიტაზე. მის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს იუპიტერის აგებულების შესწავლა, გრავიტაციული, მაგნიტური ველისა და პოლარული მაგნეტოსფეროს კვლევა. იუნონა ასევე ეძებს პასუხებს კითხვებზე თუ, როგორ ჩამოყალიბდა პლანეტა, ამის კვლევა ხდება ქვიანობის, ატმოსფეროში წყლის შემცველობის შესწავლით, მასის გადანაწილების დადგენით, ქარების შესწავლით, რომელთა სიჩქარე საშუალოდ 618 კილომეტრია საათში.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ პავი...
საზოგადოება • 1653552153

ლიეტუვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. "გულწრფელად ვუ...
პოლიტიკა • 1653551948

პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ქალი, 27 წლის ანა ყალიჩავაა. ირკვევა, რომ მას თემო ლამაზოღლიმ ყელი გამოჭრა და კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა. ქალი მანამდე შველას საქართველოდან ითხოვდა, თუმცა...
კრიმინალი • 1653551435

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავიეცკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მან შესაბამისი წერილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნა: "პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, გთხოვთ, მი...
პოლიტიკა • 1653551163

"საფარის" ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას ინფორმაციით, ზუგდიდელმა ქალმა, რომელიც პოლონეთში ქმარმა მოკლა, გარდაცვალებამდე ორგანიზაციას დახმარების თხოვნით მიმართა. ქალი ყვებოდა, რომ ქმარი მასზე ფიზიკურად...
სოცმედია • 1653551061

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილი მან პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნა. ერდოღანის თქმით, თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც...
პოლიტიკა • 1653550982