"ძლიერდება ვნება და სექსუალური  მოთხოვნილებები... არასასურველი პერიოდია ქორწინების დასაგეგმად..." - ასტროლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

სექსი

"ხვალ თბილისის დროით 22:51 ზე ვენერა ტოვებს თავისი მმართველობის ნიშანს- სასწორს და მორიელის ზოდიაქოში გადადის. ეს მისი გაძევების ტერიტორიაა, რაც იმას ნიშნავს რომ  აქ უჭირს თავის გამოვლენა და ცოტა არაადექვატურადაც კი იქცევა.

მორიელი ვნებიანი,  იდუმალი და  პროვოკაციული ნიშანია. ვენერას  აქ მოძრაობის პერიოდი  გამორჩეულია ხოლმე  მაღალი ემოციურობით. ადამიანები ბევრად უფრო ადვილად ღიზიანდებიან  და ხშირად  ნებისმიერი წვრილმანის დრამატიზირებას ახდენენ...

ამავდროულად ძლიერდება ვნება და სექსუალური  მოთხოვნილებები, რასაც ფონად სდევდეს მესაკუთრული გრძნობები და ეჭვიანობა. გრძნობები იმდენად შეიძლება მოზღვავდნენ, რომ  პიროვნებას გაუჭირდეს მათი  კონტროლი. ადრენალინის მოთხოვნილება მატულობს, თანაც  როგორც ცნობილია - აკრძალული ხილი  უფრო გემრიელია,  და  ადამიანები თითქოს ნებით ეძებენ ხიფათს და თავგადასავალს. იზრდება შემთხვევითი ურთიერთობების რიცხვი, შედეგად კი მატულობს  ‘’ვენერიანული ‘’ დაავადებების და არასასურველი ფეხმძიმობების რისკიც.

არასასურველი პერიოდია ქორწინების დასაგეგმად. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას! ამ დროს  დაწყებული ურთიერთობები ძირითადად ემყარება ვნებას და  როგორც კი ლტოლვა ნელდება, კავშირებიც ირღვევა ხოლმე.  მეორე არცთუ უკეთეს ვარიანტში- ამ დროს ადამიანებს პარტნიორისაგან  მატერიალური სარგებლის მიღების სურვილი ამოძრავებთ.

ვენერას ტრანზიტი მორიელში  საკმაოდ არაერთგვაროვანი დროა  უძრავი ქონების შესაძენად, ინვესტიციის ჩასადებად  რაიმე სახის ერთობლივ ბიზნესში, ფულის გასასესხებლად თუ კრედიტის  ასაღებად. აქ ყველა დეტალს აწონ-დაწონვა და საფუძვლიანი შესწავლა უნდა, რადგან ერთის მხრივ მორიელი კი გახლავთ ბიზნესისა და კრედიტების თემაზე პასუხისმგებელი, მაგრამ თავად ვენერა აქ კომფორტულად ვერ გრძნობს თავს. ამიტომ დაწვრილებით უნდა გაირკვეს ყველა დეტალი, ვიდრე რაიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდეთ.

ამ პერიოდის ძირითადი რეკომენდაციები იქნება: 

1. ეცადეთ არ აკრიტიკოთ ახლობლები, პატივისცემით მოეპყარით მათ გრძნობებს.

2. ნუ მიიღებთ უცაბედ და მკვეთრ გადაწყვეტილებებს.

3. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას

4. ნაკლები ფლანგეთ.

5. ყური უგდეთ საკუთარ ინტუიციას.

იმისათვის, რომ დამოუკიდებლად განსაზღვროთ, რას მოგიტანთ ვენერას  ინგრესია, შეხედეთ თქვენს პირად რუკას, ნახეთ, რომელი სახლში ხვდება მორიელის პირველი გრადუსები, სწორედ იმ სახლის თემები გაგიაქტიურდებათ ახლა, შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრანფორმაციებიც კი დაგეწყოთ. ვერ ვიტყვი რომ ეს ვენერასთვის ძალიან კარგი მდგომარეობა იყოს, თუმცა გამართლებას ზოგიერთ ჩვენგანს მაინც მოუტანს .ცხადია ეს ისინი იქნებით ვისაც ვენერა, მზე, ასცენდენტი ან დესცენდენტი მორიელში გყავთ. აგრეთვე წლის და მიწის სხვა ვენერების და მზის პატრონებსაც, გარდა კუროებისა.  რაში გამოიხატება ეს? სასიყვარულო და ფინანსურ წარმატებებში".

- წერს ასტრო;ოგი ხათუნა ნოელი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სადღობელაშვილი
“ცდილობენ სხვა პატიმრების სახელით ციხიდან დორბლიანი მიშა გამოიყვანონ!” – ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:   იაგო ხვიჩის და მეგრელიშვილის ამნისტიის კანონი სრულიად ერგება სააკაშვილს! ამ ავანტიურისტული და პროვოკაციული ნაბიჭით ეს გაყიდულები ცდილობენ სხვა პატიმრების ს...

სოცმედია 1709150936

ზურაბიშვილი ივანიშვილი
“ეს ოლიგარქიის დასასრულს ნიშნავს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის თქვა:   “ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში და...

პოლიტიკა 1709150882

დაკარგული მამაკაცი
დიდ დიღომში 37 წლის მამაკაცს ეძებენ

დიდ დიღომში 37 წლის დავით ბერაიას ეძებენ.     ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.   „ყურს ქვევით აქვს საკმაოდ დიდად "13". სავარაუდოდ, იქნება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, სახლში არ ყოფილა რამდენიმე დ...

საზოგადოება 1709150793

მოკლული გოგო
"დასახიჩრებული იყოო, ამბობენ... ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში, წი­ნუ­ბან­ში მოკ­ლულ 21 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილს ხე­ლე­ბი მავ­თუ­ლით ჰქონ­და შეკ­რუ­ლი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ად­...

კრიმინალი 1709150631

თაგარტი
გალტ & თაგარტმა  საქართველოში სეკურიტიზაციის პერსპექტივებზე კონფერენციას უმასპინძლა

გალტ & თაგარტმა,  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საინვესტიციო ფონდებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709150529

ავტობუსები
2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად სხვადასხვა მარშრუტზე გავა

2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მისი თქმით,...

საზოგადოება 1709150372