გაიხსენეთ, როდის გაიცანით ერთმანეთი… რა გავლენა ექნება პირველი პაემნის თარიღს მომავალ ურთიერთობებზე

paemani

გაიხსენეთ, როდის გაიცანით ერთმანეთი… ვარსკვლავების განლაგება არამარტო ადამიანის თვისებებზე, არამედ რომანტიკული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზეც გვაწვდის ინფორმაციას.

თუკი ნაცნობობა ვერძის პერიოდში შედგა (21 მარტი - 20 აპრილი)

ურთიერთობაში ბევრ კამათს, დაშორება-შერიგების მცდელობებსა და ხმაურიან გარჩევებს ექნება ადგილი ორივე მხრიდან. კომპრომისის გარეშე ამ ურთიერთობას ხანგრძლივი ვადით გაგრძელება არ უწერია.

თუკი ნაცნობობა კუროს პერიოდში შედგა (21 აპრილი - 20 მაისი)

ყურადღება ერთმანეთისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას უნდა მიაქციოთ, როგორც ემოციური, ისე მატერიალური (საჩუქრები, სიურპრიზები) კუთხით.

თუკი ნაცნობობა ტყუპის პერიოდში შედგა (21 მაისი - 21 ივნისი)

წყვილს შორის, პირველ რიგში, მენტალური კონტაქტი იქნება მთავარი. ამიტომ სასურველია, მაქსიმალურად გახსნილი იყვნენ ერთმანეთთან. თუმცა ტყუპის გავლენის გამო, ამ ურთიერთობას ჭორები და ინტრიგებიც საკმარისზე მეტი მოჰყვება და ამისთვის მზად იყავით.

თუკი ნაცნობობა კირჩხიბის პერიოდში შედგა (22 ივნისი - 22 ივლისი)

დიდი შანსია, ნაცნობობა ფლირტიდან მოკლე ხანშივე გადაიზარდოს მენდელსონის მარშით დაგვირგვინებულ საქორწინო ცერემონიალში. მთავარია, წყვილმა არ დაიშუროს მუდმივი ზრუნვა ერთმანეთზე.

თუკი ნაცნობობა ლომის პერიოდში შედგა (23 ივლისი - 22 აგვისტო)

სავარაუდოდ, ეს მოკლევადიანი, მაგრამ დაუვიწყარი „ლავსთორი“ იქნება, რომელსაც თან მოჰყვება სერენადები მთვარის შუქზე, მდიდრული საჩუქრები და სენტიმენტალური აღიარებები სიყვარულში.

თუკი ნაცნობობა ქალწულის პერიოდში შედგა (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

ურთიერთობის მთავარ მოტივად შესაძლოა, ცივი გონებით გათვლილი ქმედებები იქცეს. გამორიცხული არ არის, წყვილი საერთო ინტერესებმა გააერთიანოს, ან სულაც ერთობლივი საოჯახო ბიზნესის წამოწყებას მიჰყონ ხელი.

თუკი ნაცნობობა სასწორის პერიოდში შედგა (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

მოემზადეთ ჭეშმარიტად ლამაზი, ამაღელვებელი და რომანტიკული მომენტებისთვის. სასწორი ხომ ზოდიაქოს მეშვიდე სახლის, ანუ პარტნიორობის სახლის მმართველია. ამიტომ თუკი უხეში და სულსწრაფი არ ხართ, შესაძლოა, ამ პერიოდში დაწყებულმა კავშირმა მყარი და ლამაზი ოჯახი შეგაქმნევინოთ.

თუკი ნაცნობობა მორიელის პერიოდში შედგა (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

ურთიერთობა სავსე იქნება დრამატიზმით, ეჭვიანობის მძაფრი სცენებით და ხმაურიანი სკანდალებით. ნებისმიერ შემთხვევაში, მანამ, სანამ წყვილი საბოლოოდ გაარკვევს ერთმანეთის მიმართ ჭეშმარიტ ზრახვებს, არაერთგზის მოხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში და არცთუ სახარბიელო კუთხით.

თუკი ნაცნობობა მშვილდოსნის პერიოდში შედგა (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ურთიერთობა იქნება ზედაპირული, მაგრამ რომანტიკულ-ავანტიურისტული ელემენტებით სავსე. შესაძლოა, ამ ნაცნობობამ კუბოს კარამდე ერთგული მეუღლე ვერ შეგძინოთ, მაგრამ მთელი ცხოვრება გაგყვებათ ამაღელვებელი და ლამაზი მომენტები.

თუკი ნაცნობობა თხის რქის პერიოდში შედგა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)

სავარაუდოდ, მისი საფუძველი გარიგება ან ოჯახებს შორის სიმპათია-პატივისცემა იქნება. წყვილმა დამოუკიდებლადაც რომ გაიცნოს ერთმანეთი, მათ საბოლოო დაოჯახებაში მაინც დიდ როლს ითამაშებს მათივე გარემოცვა, უფრო სწორად - სანათესავო წრე და ოჯახის წევრები.

თუკი ნაცნობობა მერწყულის პერიოდში შედგა (20 იანვარი - 19 თებერვალი)

ეს ურთიერთობა არაორდინარული და შესაძლოა, ძალზე კომიკური მოვლენებით იყოს სავსე. გამორიცხული არ არის, პირველ პაემანზევე რომელიმე პარტნიორმა ფეხი იღრძოს, რესტორანში თევზის ფხა გაეჩხიროს ყელში ან რამე მსგავსი გაუთვალისწინებელი დაემართოს, რაც ურთიერთობას ერთობ სახალისოს (თუმცა არცთუ უსაფრთხოს) გახდის.

თუკი თქვენი ნაცნობობა თევზების პერიოდს დაემთხვა (20 თებერვალი - 20 მარტი)

ეს იქნება ემოციური ურთიერთობების დასაწყისი, რომლის განვითარებაც ორივე მხარის მონდომებასა და ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე იქნება დამოკიდებული. შესაძლოა, ამ ურთიერთობამ ყველაფერი მოგიტანოთ - რომანტიკული აღმაფრენით დაწყებული, მძაფრი დეპრესიით დამთავრებული. მოკლედ, ურთიერთობაში ბევრ კამათს, დაშორება-შერიგების მცდელობებსა და ხმაურიან გარჩევებს ექნება ადგილი ორივე მხრიდან.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხოშტარია ხარება
„ხარაზიშვილმა დაადასტურა, რომ სპეცრაზმი მოქალაქეებს სცემს; გამოიკითხოს და ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები“ - საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გდდ-ის ხელმძღვანელის, "ხარებას" დღევანდელ კომენტარებსა და მუქარას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ხარაზიშვილმა დღეს დაადასტურა, რომ...

პოლიტიკა 1716900461

ვიქტორ ჯაფარიძე
„სტალინს რომ აგინებთ, სტალინმა თქვა - შვილები მშობლებზე პასუხს არ აგებენ. რა დაიწყეთ ბავშვებით ვაჭრობა“ - ვიქტორ ჯაფარიძე

„ვინ ხართ? სტალინს რომ აგინებთ, სტალინმა თქვა თავის დროზე - შვილები მშობლებზე პასუხს არ აგებენ, იმაზე უარესები გამოდიხართ," - ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს საპარლამენტო უმრავლე...

პოლიტიკა 1716900257

ირაკლი ოქრუაშვილი
„დღეს საღამოს კრემლში “ჩვენს” სადღეგრძელოს დალევენ“ – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი: „დღეს საღამოს კრემლში “ჩვენს” სადღეგრძელოს დალევენ: За возвращение блудного сына.“

სოცმედია 1716900149

დავით ზურაბიშვილი
„უნდა ახლა იმ კაცს ამხელა შარი?“ - ვისზე საუბრობს დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი სოცქსელში წერს: სასაცილოდ ნამდვილად არა გვაქვს საქმე მაგრამ ცოტა კი მეცინება იმაზე, რომ ახლა თუ ვინმეს არ უნდა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა, პირველ რიგში საკონსტიტუციო სასამა...

სოცმედია 1716900041

კორკოტი პარლამენტთნა
"კორკოტი", სანთლები და ტკბილეული პარლამენტთან - საკურთხი "ქართული ოცნებისთვის"

"კორკოტი", სანთლები და ტკბილეული პარლამენტთან - აქტივისტებმა "ქართული ოცნებისთვის" საკანონმდებლო ორგანოსთან საკურთხი მიიტანეს. პარლამენტში ახლა რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვ...

პოლიტიკა 1716898470

ყოფილი მოსამართლე
„დამემუქრნენ, რომ თუ ივანიშვილისთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, ტვინს გამასხმევინებდნენ“ - ყოფილი მოსამართლე

ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. როგორც მან "პირველებს" განუცხადა, იყო შემთხვევები, როცა მას სასამართლო კლანი კონკრეტული გადაწყვეტილებების გამო დაუპირისპირდა და დაემუქ...

პოლიტიკა 1716897589