მილიარდერები, რომელთა ავტომობილებიც მათ ფინანსურ შესაძლებლობებს არ შეესაბამება

საჭე

სიმდიდრე ხშირ შემთხვევაში ფუფუნებასთან ასოცირდება, თუმცა, არსებობენ მილიარდერები, რომლებიც Lamborghini-ს, Rolls-Royce-ს ან Bentley-ს, "ჩვეულებრივ" ავტომობილებს ამჯობინებენ

1. ჯეფ ბეზოსი - Honda Accord

ჯეფ ბეზოსი კომპანია Amazon.com-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. Forbes მის ქონებას 131 მილიარდ დოლარად აფასებს, თუმცა წლებია მილიარდერი 1996 წლის Honda Accord-ით გადაადგილდება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბეზოსის ავტოფარეხში ადგილი Lamborghini Veneno, Bugatti Veyron Mansory და Pininfarina Sergio - თვისაც გამოინახა. სხვათა შორის, ამერიკელი მილიარდერის ოცნება ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებაა. შარშან ბეზოსის მიერ დაფინანსებულმა სტარტაპმა Alto Labs, რომლის მიზანიც ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებაა, ფუნქციონირება ოფიციალურად დაიწყო.

2. ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი - Toyota Prius

ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი საძიებო სისტემა Google-ის დამფუძნებლები არიან. პეიჯის ქონება 67,1, ხოლო ბრინის ქონება 68 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბიზნესპარტნიორებს პირადი მოხმარებისთვის ერთი და იგივე - Toyota Prius -ის მოდელის მანქანები ჰყავთ. ბიზნესმენები აქტიურად არიან ჩართულები სივრცის შემსწავლელი კომპანიების საქმიანობაში, “მფრინავი მანქანების“ და მაღალტექნოლოგიური თვითმფრინავების შექმნაში.

3. მარკ ცუკერბერგი - Honda Fit

მარკ ცუკერბერგი სოციალური ქსელის Facebook დამფუძნებელია. Forbes-ი მის ქონებას 104 მილიარდ დოლარად აფასებს. მარკი, ძირითადად, Honda Fit-ით გადაადგილდება, თუმცა მის ავტოფარეხში Volkswagen Golf GTI და Acura TSX შეგიძლიათ ნახოთ.

4. ილონ მასკი - Tesla Model S

ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი, SpaceX-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და წამყვანი დიზაინერი, აგრეთვე Tesla, Inc.-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი როგორც საკუთარი ბიზნესის ნამდვილი მხარდამჭერი, Tesla Model S -ის მარკის ავტომობილს მართავს. Forbes მის ქონებას 185 მილიარდ დოლარად აფასებს. მილიარდერის ავტოფარეხში Tesla Model X და Tesla Model 3 ავტომობილებსაც ნახავთ.

5. ბილ გეითსი - Porsche 959

ბილ გეითსი Microsoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. Forbes მის ქონებას 119,1 მილიარდ დოლარად აფასებს. ბიზნესმენს ავტომობილებში ყველაზე მეტად პორშე მოსწონს და ამ მანქანების დიდი კოლექცია აქვს. კოლექციაში ყველაზე გამორჩეულია სპორტული მანქანა Porsche 959.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძ
კახა კალაძე: ამ ქვეყანაში რადიკალიზმს და ბოროტებას მომავალი არ აქვს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რეალობასაა აცდენილი, როდესაც აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გასაღებს აღნიშნული პარ...

პოლიტიკა 1686040445

IDFI
რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში - IDFI-ის კვლევა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევას "რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში": "კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ" უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორი...

პოლიტიკა 1686040313

მესხის სტადიონი
კახა კალაძე: მეამაყება, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდება ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, დღეს, თბილისის მერი მიხეილ მესხის სახელობის განახლებულ სტადიონზე იმყო...

საზოგადოება 1686040098

კალაძე ახალი ახალი
კახა კალაძე: ცინცაძის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა ინვესტორს სასამართლომ აღუდგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტა ცინცაძის ქუჩის N58ა-ში მიმდინარე მშენებლობის დეტალები და განაცხადა, რომ მერიის მიერ გაუქმებული სამშენებლო ნებართვა სასამართლომ აღადგინა,...

საზოგადოება 1686039705

დაკავება
ყოფილი მეუღლე თოკით გაგუდა და ხევში გადააგდო - დამნაშავე დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. ოჯახის წევრი...

კრიმინალი 1686039598

ლაშა ფარულავა
„კადიროველები რომ უპრობლემოდ გადაადგილდებიან ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებელია ლილუაშვილი, ამიტომ, ის უნდა მოვიდეს პარლამენტში და კონკრეტულ კითხვებს გასცეს პასუხი“ - ლაშა ფარულავა

„კადიროველები რომ უპრობლემოდ გადაადგილდებიან ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებელია ლილუაშვილი, ამიტომ, ის უნდა მოვიდეს პარლამენტში და კონკრეტულ კითხვებს გასცეს პასუხი.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძ...

პოლიტიკა 1686039432