ქალები თუ მამაკაცები - ვინ გაფრინდება მარსზე პირველი

მარსი

თუ SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელს, მილიარდერ ილონ მასკს დავუჯერებთ,  მარსზე უპილოტო გაფრენა, სავარაუდოდ, 2024 წელს განხორციელდება. მანამდე კი მეცნიერები  მარსზე გასამგზავრებელ ადამიანებს არჩევენ, რაც ადვილი საქმე არ არის. 

ყველაზე გაბედულები უნდა მოემზადონ, რომ წითელ პლანეტამდე მისაღწევად კოსმოსური ხომალდის ვიწრო სივრცეში თვეების გატარება და იმასთან შეგუება მოუწევთ, რომ შეიძლება სახლში ვეღარასდროს დაბრუნდნენ.

ამ ადამიანებს მაღალი დონის მომზადება უნდა ჰქონდეთ გავლილი და სხვადასხვა დარგის პროფესიონალები უნდა იყვნენ.

ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის შუა წლებში NASA-ს ექსპერტები ამტკიცებდნენ, რომ მამაკაც ასტრონავტებთან შედარებით, ქალები მარსზე მისიის უკეთესი კანდიდატები იყვნენ.

  •  ქალებს სხეულის წონა და სიმაღლე ნაკლები აქვთ და ნაკლებ ჟანგბადს და კალორიებს მოიხმარენ, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილს და რესურსებს.

  •  ასევე - ქალებს მამაკაცებთან შედარებით, გულის შეტევის დაბალი რისკი აქვთ და ქალის რეპროდუქციული სისტემა რადიაციის მიმართ უფრო მდგრადია, რაც ნიშნავს, რომ ფრენის განმავლობაში ქალები უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაში იქნებიან.

იმის დასადგენად, როგორი იქნება მარსის მისიის იდეალური ასტრონავტი, მეცნიერებმა შეისწავლეს კოსმოსში ხანგრძლივი ფრენების დროს ჟანგბადის მოსალოდნელი მოხმარება, მთლიანი ენერგიის ხარჯები, ნახშირორჟანგისა და სითბოს გამოყოფა და წყლის მოთხოვნები.

როგორც გაირკვა, მამაკაცების შემთხვევაში ბევრი პარამეტრი საგრძნობლად იზრდება: ენერგიის მოხმარება 30 პროცენტით, ჟანგბადის მოხმარება თითქმის 60 პროცენტით, ნახშირორჟანგის გამომუშავება 60 პროცენტით და სითხის მოთხოვნილება 17 პროცენტით.

ქალებში ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად უკეთესი იყო, მათ შორის - ჟანგბადისა და კვების დაბალი მოთხოვნები.

იმის გათვალისწინებით, რომ ასტრონავტებს სულ მცირე, შვიდი თვე ფრენა მოუწევთ და ერთადერთი სადგური, სადაც მარაგის შევსება შეიძლება, ჩვენი პლანეტიდან 265 მილიონ კმ-ზე მეტი მანძილით არის დაშორებული, ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც ენერგოეფექტურობას ზრდის, მნიშვნელოვანია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სადღობელაშვილი
“ცდილობენ სხვა პატიმრების სახელით ციხიდან დორბლიანი მიშა გამოიყვანონ!” – ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:   იაგო ხვიჩის და მეგრელიშვილის ამნისტიის კანონი სრულიად ერგება სააკაშვილს! ამ ავანტიურისტული და პროვოკაციული ნაბიჭით ეს გაყიდულები ცდილობენ სხვა პატიმრების ს...

სოცმედია 1709150936

ზურაბიშვილი ივანიშვილი
“ეს ოლიგარქიის დასასრულს ნიშნავს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის თქვა:   “ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში და...

პოლიტიკა 1709150882

დაკარგული მამაკაცი
დიდ დიღომში 37 წლის მამაკაცს ეძებენ

დიდ დიღომში 37 წლის დავით ბერაიას ეძებენ.     ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.   „ყურს ქვევით აქვს საკმაოდ დიდად "13". სავარაუდოდ, იქნება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, სახლში არ ყოფილა რამდენიმე დ...

საზოგადოება 1709150793

მოკლული გოგო
"დასახიჩრებული იყოო, ამბობენ... ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში, წი­ნუ­ბან­ში მოკ­ლულ 21 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილს ხე­ლე­ბი მავ­თუ­ლით ჰქონ­და შეკ­რუ­ლი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ად­...

კრიმინალი 1709150631

თაგარტი
გალტ & თაგარტმა  საქართველოში სეკურიტიზაციის პერსპექტივებზე კონფერენციას უმასპინძლა

გალტ & თაგარტმა,  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საინვესტიციო ფონდებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709150529

ავტობუსები
2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად სხვადასხვა მარშრუტზე გავა

2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მისი თქმით,...

საზოგადოება 1709150372