რა აწუხებს და რა მიზნები აქვს ყველაზე მაღალ ქალს მსოფლიოში

ეს საინტერესოა 1656818160    1190

ყველაზე მაღალი ქალი

25 წლის რუმეისა გელგი ამჟამად ცოცხლებს შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქალია - მისი სიმაღლე 215,6  სანტიმეტრია (2021 წლის ბოლოს მონაცემებით). გარდა ყველაზე მაღალი ქალის ტიტულისა, იგი რამდენიმე რეკორდს ფლობს.

  • 2014 წელს, 17 წლის ასაკში, იგი მსოფლიოს ყველაზე მაღალ მოზარდ გოგონად დაასახელეს - მისი სიმაღლე 213,6 სმ იყო.
  • მას ქალებს შორის ყველაზე გრძელი თითი აქვს (11,2 სმ),
  • მისი ხელების სიგრძე 24,9 სმ-ია (მარჯვენა) და 24,2 სმ-ია (მარცხენა), რაც ქალებს შორის რეკორდული მაჩვენმებელია.
  • ასევე მას ქალებს შორის ყველაზე გრძელი ზურგი აქვს - 59,9 სმ.

რუმეისას სიმაღლე იშვიათი გენეტიკური მუტაციის "დამსახურებაა", რომელსაც უივერის სინდრომი ეწოდება. იგი სხეულის სწრაფ ზრდას იწვევს, ასევე ზღუდავს სახსრების მოძრაობას და ასუსტებს ძვლებს.

5 წლის ასაკში მან ორი რთული ოპერაცია გადაიტანა, რის შემდეგადაც შეძლო ფეხზე დადგომა, დთუმცა სპეციალური საშუალებებით გადაადგილდებოდა. 

დაავადებასა და უჩვეულო სიმაღლეს რუმეისასთვის მიზნების განხორციელებაში ხელი არ შეუძლია. მას არ შეეძლო სკოლაში სიარული, მაგრამ სრულყოფილი განათლება მიიღო სახლში. 

მას ძალიან იზიდავდა ტექნოლოგიური სფეროები, ამიტომაც ვებსაიტების დამზადება და დიზაინი შეისწავლა. გარდა ამისა იგი ადვოკატი და მკვლევარია. 

აღსანიშნავია, რომ ცოცხალთაგან ყველაზე მაღალი მამაკაცი და შესაბამისად ყველაზე მაღალი ადამიანი ასევე თურქეთის მოქალაქე, წარმოშობით ქურთი სულტან კიოსენია, რომლის სიმაღლეც 251 სმ-ია.

რაც შეეხება ყველაზე მაღალ ქალს მსოფლიოს ისტორიაში...

დოკუმენტურად დაფიქსირებულია, რომ ამ ტიტულს ჰოლანდიელი ტრეინტიე კეევერი ფლობს. იგი 1616 წლის 16 იანვარს დაიბადა და 1633 წლის 2 ივლისს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მისი სიმაღლე 254—257 სანტიმეტრი იყო. ის 17 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გაქირავება
რა რუსები, თქვენ არ ინდობთ თქვენს ერს... როგორც ჩამოვედი თბილისში, ისე ვბრუნდები უკან - რას წერს პირველკურსელი სტუდენტი

პირველკურსელი სტუდენტი, ნინიკო დვალი თბილისში გასაქირავებელი ბინების სიძვირესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს: "ესეიგი, ვიწვალე, ვიშრომე იმისთვის, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, ცხოვრების ახალ...

სოცმედია 1660159852

ასტროპროგნოზი
11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი გადაწყვეტილების მიღებისას ნუ იჩქარებთ, კარგად დაფიქრდით მის შედეგებზე. პროფესიულ საქმიანობაში განვითარების კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ. ფინანსური კუთხით იღბლიანი დღე გაქვთ. მეგობრებთან ერთად უფ...

ეს საინტერესოა 1660159125

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 11 აგვისტოს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მ...

საზოგადოება 1660157119

კახოვკას ხიდი
გამანადგურებელი დარტყმა რაშისტებს - უკრაინელებმა კახოვკას ხიდს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკას ხიდს დაარტყეს - ინფორმაციას ხერსონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ჰესის მახლობლად მდებარე ხიდი მნიშვნელოვანი იყო ოკუპანტებისთვის ლოჯისტიკურად - დარტყმა იყო...

რუსეთ-უკრაინის ომი 1660150800

დაპირისპირება
ყოფილი დეპუტატისა და პოლიციის მაღალჩინოსნის დაპირისპირება ახალქალაქის ცენტრში

დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში ერთმანეთს სოფელ კუმურდოს ყოფილი დეპუტატი, აშოტ საარიანი და პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, ანდრანიკ პ...

სამართალი 1660150631

რუსი მამაო ქათმები
ეს ვიდეო აუცილებლად ნახეთ - რუსმა მღვდელმთავარმა ქათმები დალოცა

უკრაინის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარმა, ოდესელმა მიტროპოლიტმა აგათანგელოზმა ეპარქიის საქათმე მოინახულა და ქათმები დალოცა.  

მსოფლიო 1660147344