რა ცვლილებებს უნდა ელოდონ ზოდიაქოს ნიშნები იუპიტერი-ურანის შეერთებისას - ასტროლოგის გაფრთხილება

ასტროლოგიური პროგნოზი

"იუპიტერი-ურანის შეერთება - ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები - 17 მარტი - 24 მაისი

პიკი: აპრილის მესამე დეკადაცის კაბადონზე 2024 წლის გაზაფხულზე ნეგატიური ასტროლოგიური ტენდენციების პარალელურად, საკმაოდ დადებითი შეერთებაც არის, რომელზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ.

ეს არის გამარჯვების, წარმატების, კეთილდღეობის პლანეტის - იუპიტერისა და განახლების, რეფორმების, ცვლილებების, რევოლუციისა და „კოლექტიური მეხსიერების“ პლანეტის - ურანის შეერთება. ეს შეერთება მიანიშნებს, რომ როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე, წინ წამოიწევს ცვლილებების ალბათობა.

თუ დავაკვირდებით, თუნდაც საქართველოს პოლიტიკურ ველზე შექმნილ ტენდენციებს, აუცილებლად დავინახავთ, როგორ იცვლება გარკვეული საკითხები და როგორ ფორმირდება დიდი ცვლილებების სცენარი. ამ შეერთების ნეგატიური გამოვლენა იქნება ავანტიურიზმი, რადიკალიზმი და ექსტრემიზმი.

მსგავსი მიდგომები ყველა დონეზე უკუშედეგებს გამოიწვევს. ეს შეერთება კუროს ნიშანშია, ამიტომ ზემოთ აღწერილი ცვლილებები აუცილებლად მიიღებს პრაქტიკულ ფორმას. უფრო მეტიც, ყველა ის ადამიანი, რომელიც ხდება ცვლილების ინიციატორი, მომავლისგან სწორედ რეალურ შედეგებს გამოელის. ამიტომაც უკმაყოფილების ხარისხი მკვეთრად მოიმატებს, თუ ცვლილებები კონკრეტულ, ხელშესახებ რეზულტატს არ მოიტანს.

ცხადია, კუროს ნიშანი თუ რაიმეთი შეიძლება გამოვარჩიოთ, ეს არის მისი ფინანსური „ალღო“, ამიტომ ეს ორთვიანი პერიოდი მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ბიზნესისთვის, კომერციული გარიგებებისთვის და ყველა იმ მოლაპარაკებისთვის თუ შეთანხმებისთვის, რომელშიც ფინანსური ინტერესი დევს. 

2024 წლის გაზაფხულზე მიღწეული ბიზნეს-შეთანხმებები თუ ფინანსური გარიგებები, პირველ შედეგებს დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ, კონკრეტულად კი 2025 წლის მაისისთვის მოიტანს. ამიტომ მოკლევადიანი ამოცანები ისე უნდა იქნეს დასახული, რომ გადამეტებულ რისკზე წასვლა აუცილებელი არ გახდეს.

2024 წლის გაზაფხული (განსაკუთრებით აპრილის მესამე დეკადა და მაისის პირველი დეკადა) სასიკეთო იქნება ახალი ჩვევების ჩამოყალიბებისთვის, ახალი ცოდნის შეძენისთვის, გამოცდების ჩაბარებისთვის, საერთაშორისო კავშირების ჩამოყალიბებისთვის და გამტკიცებისთვის, ასევე მოგზაურობისთვის.

იუპიტერი-ურანის ეს შეერთება ბუნებრივია, პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. განსაკუთრებით კი 4-20 მაისის შუალედში დაბადებული ადამიანებისთვის. მათ ცხოვრებაში დაიწყება ახალი, საინტერესო ცვლილებები და ეს მათი ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება, დამოკიდებული იქნება კონკრეტული ადამიანის პირად ჰოროსკოპში ნატალური მზის პოზიციაზე.

გარდა ამისა, ეს შეერთება ასევე აქტუალური იქნება ლომის, მორიელისა და მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ცხოვრება მათ ცვლილებების განხორციელებისკენ უბიძგებს და ეს ადამიანები რამდენადაც მზად შეხვდებიან ამ ცვლილებებს, იმდენად შეძლებენ სასიკეთო შედეგების მიღებას.

მეტ-ნაკლებად სასიკეთო იქნება ქალწულისა და თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. დანარჩენი ნიშნებისთვის შედარებით ნეიტრალური იქნება“

- წერს ასტროლოგი რამაზ გიგაური.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლარი
ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 23 მაისს

 22 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7259 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9546 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9639 ლარს შეად...

ბიზნესი & ეკონომიკა 1716383570

დაკავება
მეუღლე და მეუღლის დედა თოფიდან გასროლით მოკლა - პოლიციამ რუსთავში მომხდარი 2 ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ფ. ოჯახის...

კრიმინალი 1716383223

რუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირზე, ასევე, რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე გადაადგილება შეიზღუდება

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო და შემდგომ ღონისძიებების პერიოდში,დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. 21 მაისიდან უკვე შეზღუდულია მოძრაობ...

საზოგადოება 1716383064

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 23 მაისს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დაბა...

საზოგადოება 1716381600

კალაძე
კახა კალაძე: საქართველოს შეეშვან, ჩვენ ომი უკვე გამოვლილი გვაქვს და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას არ დავუშვებთ

„მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდა დასაბუთებულ არგუმენტებს და ამის ნაცვლად, ხელში შერჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალი...

პოლიტიკა 1716381015

კალაძე
ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ჩანაცვლდება

კომპანია, რომელიც ვარკეთილში ავარიული შენობის დემონტაჟს განახორციელებს და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას უზრუნველყოფს, უკვე გამოვლენილია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე...

საზოგადოება 1716380908