როგორი იქნება ზამთრის პირველი თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ეს საინტერესოა • 1669837920 1400

ვერძი
წლის ბოლო თვეს მოერიდეთ გარშემო მყოფებთან ჩხუბს და საქმეების გარკვევას. დეკემბერში ბევრი საინტერესო შეხვედრა გელოდებათ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. 20 დეკემბერს დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი თქვენს ნიშანში გადმოვა. შეგიძლიათ გაიაროთ ტრენინგი, დაიწყოთ მუშაობა ცნობილ კომპანიაში, უცხოეთში. მოგეცემათ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა, საზღვარგარეთ მოგზაურობის. თუ გამოცდების ჩაბარება ან გასაუბრება გელოდებათ, კარგად მოემზადეთ. ენერგიის პლანეტა მარსი დაგეხმარებათ გააქტიურებაში, მოგემატებათ ოპტიმიზმი და არ გაგიჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება.
კურო
გახშირდება საქმიანი და მეგობრული შეხვედრები. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას საკუთარ თავში უამრავ ახალ თვისებას, ნიჭს აღმოაჩენთ. დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ ოჯახში, ახლობლების გვერდით. მეუღლესთან ერთად მოაგვარეთ საოჯახო ვალდებულებები, შვილების აღზრდასთან დაკავშირებული საკითხები, ფინანსური ვალდებულებები. ყური დაუგდეთ იმ ადამიანის რჩევას, ვისაც უყვარხართ და ვისაც თქვენი კეთილდღეობა სურს. ნოემბერი ის თვეა, როცა გაათმაგებულად უნდა იშრომოთ. იყავით აქტიური და მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები.
ტყუპები
მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეთ. უნდა იბრძოლოთ გამარჯვებისთვის და თუ მოინდომებთ, მიაღწევთ კიდეც. წლის ბოლოს კი კმაყოფილი იქნებით საკუთარი თავით, მიღებული შედეგებით. აქტიურობის პლანეტა მარსი შუა იანვრამდე თქვენს ნიშანიშია და ენერგიის ნაკლებობა არ გემუქრებათ, მაგრამ გაფრთხილდით, რომ არ გადაიწვათ. გაფრთხილდით საჭესთან, არ გირჩევთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებში მონაწილეობას. გააანალიზეთ თითოეული ნაბიჯი, არ გარისკოთ. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი გარშემო მყოფებში. კარგი წელია ბიზნესის დასაწყებად, საქმიანობაში ახალი მიმდინარეობების დასანერგავად. სტაბილური მატერიალური მდგომარეობა რომ შეინარჩუნოთ, ფული არ გაფლანგოთ. თუ ყოველდღიურ შოპინგს არ მოიწყობთ და ფულის შენახვას ისწავლით, დეკემბრის ბოლოსთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას დააგროვებთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. მცირე უსიამოვნება დიდი საფრთხეში რომ არ გადაგეზარდოთ, დროულად ჩაიტარეთ გამოკვლევები.
კირჩხიბი
ერთფეროვანი საქმების შესრულების დროსაც კი გმართებთ დეტალებზე დაკვირვება. რათა არ დაუშვათ შეცდომები. არ გირჩევთ ურთიერთობის დაძბავას კოლეგებთან. უნდა იზრუნოთ ნათესავებზეც. დაეხმაროთ მათ პრობლემების მოგვარებაში. მეტი დრო უნდა დაუთმოთ ჯანმრთელობას. ეს მხოლოდ ხანდაზმულებს არ ეხება, ახალგაზრდებსაც. განსაკუთრებით მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ. ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა, მიმართეთ მკურნალ ექიმს. დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი, იკვებეთ სწორად. კარგი იქნება, თუ სადღესასწაულოდ ზედმეტ კილოგრამებსაც მოიცილებთ. დეკემბერი ის თვეა, როცა გარშემო მყოფებისთვის არ მოგინდებათ გულის გადაშლა, საკუთარ თავზე ლაპარაკი. მოგინდებათ მეტად განმარტოება, სასიამოვნო საქმეების დამოუკიდებლად ან ყველასგან მალულად შესრულება. არ გირჩევთ ზედმეტ აქტიურობას, საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღებას.
ლომი
დეკემბერში თავს შემოქმედ ადამიანად იგრძნობთ. მოგინდებათ ხელოვნებასთნ მეტი კონტაქტი, ხატვა, წერა, მუსიკის შექმნა. ჩვეულებრივ ნივთებსაც კი განსხვავებულად შეხედავთ და აღიქვამთ. თქვენი იდეებითა და ორიგინალური შეხედულებებით მოხვდებით კოლეგებისა და ახლობლების ყურადღების ცენტრში. გირჩევთ გადადოთ ან სხვებს გადააბაროთ საოჯახო ვალდებულებები სამსახურის საქმეები და თავად ხელოვნებაში მოსინჯოთ ძალები. გახშირდება მხიარულ საღამოებზე, წვეულებებზე დასწრების სურვილი; კონცერტებსა და სპექტაკლებზე სიარული. რაც კიდევ უფრო გაგიუმჯობესებთ განწყობას. მაგრამ ალკოჰოლის მიღება, უძილობა და დაუსრულებელი დღესასწაულები შეიძლება უარყოფითად აისახოს თქვენს გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე. უმჯობესია, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ზომიერება დაიცვათ. მოიმატებს ოპტიმიზმი და საკუთარი ნიჭის დემონსტრირების სურვილი. თვის ბოლოს გახშირდება მეგობრული შეკრებები და გირჩევთ, მინიმუმამდე შეამციროთ ურთიერთობების გარკვევა, კამათი და დაპირისპირება გარშემო მყოფებთან.
ქალწული
საახალწლოდ უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. შეფერხების გარეშე რომ იმოქმედოთ, თვის დასაწყისიდან გააქტიურდით. ყოველი დღისთვის შეადგინეთ განრიგი, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ. მოგიწევთ ახლობლებზე ზრუნვა. ბავშვებსა და მეუღლეს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. თქვენ პრაქტიკული ნიშანი ხართ და სახლის მოლამაზებასაც პრაქტიკულად უნდა მიუდგეთ. განაახლეთ მწყობრიდან გამოსული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაგრამ 29 დეკემბრამდე, ამ დღეს თქვენი მფარველი პლანეტა მერკური რეტროგრადულ სვლაში გადადის და მერე ტექნიკის ყიდვას არ გირჩევთ. ახლობლებისთვის საჩუქრებსაც პრაქტიკულობიდან გამომდინარე შეარჩევთ.
სასწორი
დეკემბერი თქვენთვის სასიამოვნო მოულოდნელობების თვეა. ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ მოგვარებება. გელოდებათ დაფასება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მოგეცემათ საშუალება, რომ ახლობლები ძვირფასი საჩუქრებით გაანებივროთ; დღესასწაულს ამაღლებულ განწყობაზე შეხვდეთ. დაგეგმეთ წვეულებები და მეგობრებთან შეხვედრები. დეკემბერში მეტი მზრუნველობა გმართებთ ნათესავების, მეგობრების და კოლეგების მიმართ. თუ ვინმესთან გაბუტული იყავით, ახლა უნდა შეურიგდეთ. ურთიერთობა უნდა გაუმჯობესოთ პარტნიორებთანაც. მოგეცემათ შესაძლებლობა ჩაერთოთ ახალ პროექტებში, განახორციელოთ ახალი იდეები. კარგი იქნება, თუ ჩაეწერებით ახალ სასწავლო კურსებზე.
მორიელი
წლის ბოლოს სიჩქარეს უნდა მოუმატოთ, რომ განახორციელოთ ყველა ჩანაფიქრი, დაასრულოთ დაწყებული საქმეები. ახლა ის დროა, როცა დაღლილ კონკურენტებს თქვენი კრეატიულობით უნდა აჯობოთ. მოგეცემათ წინსვლის, დაწინაურების, პირადი ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობა. ნუ დაივიწყებთ საოჯახო ვალდებულებებს და ნათესავებს. მათ თქვენი მზრუნველობა სჭირდებათ. აქტიური, მოძრავი და ენერგიული ხართ. მომართული ხართ საბრძოლველად. გახშირდება კომუნიკაცია და ეცადეთ, არაფერი გამოგრჩეთ, ჩაინიშნეთ უმნიშვნელო დეტალიც კი, რომ დიდ უსიამოვნებაში არ გადაგეზარდოთ. დაასრულეთ ყველა დაწყებული პროექტი, მოაწესრიგეთ ურთიერთობა თქვენზე განაწყენებულ ახლობლებთან. იყავით ყურადღებით მიღებული ინფორმაციისადმი.
მშვილდოსანი
მიზნების განხორციელების, სურვილების ასრულების თვე დაგიდგათ. საუკეთესო პერიოდია თვითრეალიზებისთვის. ყველა ნაბიჯი გაანალიზებული და გათვლილი უნდა გქონდეთ. იყავით მომართული, რომ აისრულოთ სურვილები, გახდეთ მეტად წარმატებული. ეს საქმიანი სფეროსაც ეხება და პირად ურთიერთობებსაც. მეტად უნდა მოინდომოთ და ცოტა უფრო მეტად უნდა გაისარჯოთ, რომ დაასრულოთ დაგეგმილი საქმეები. დაიმსახუროთ კოლეგებისა და ახლობლების პატივისცემა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. მცირე უსიამოვნებებს სწრაფად მოაგვარებთ. დაისახეთ ამბიციური გეგმები, მიზნები, ყველაფერი გამოგივათ, თუ მოისურვებთ.
თხის რქა
თქვენი გადაღლილობა და უხასიათობა გარშემო მყოფებისთვისაც შესამჩნევია. წლის ბოლომდე არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ. დაასრულეთ უკვე დაწყებული საქმეები. მეტი დრო დაუთმეთ საჩუქრების შეძენას, დღესასწაულის მომზადებას, ნათესავებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და მათთვის ოჯახური შეხვედრების მიწყობას. გადახედეთ განვლილი 11 თვეს, რას მიაღწიეთ, რისი გაკეთება გსურდათ?.. თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ კარგი შედეგი გაქვთ. მეტი დრო გაატარეთ განმარტოებით, პასიურად დაისვენეთ. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე, ჯანმრთელობაზე. არ გირჩევთ პრეტენზიულობას ახლობლების მიმართ. მოერიდეთ მათთან უსიამოვნებას.
მერწყული
დეკემბრში განავითარებთ ურთიერთობას ახლო მეგობრებთან, ასევე გააძლიერებთ კონტაქტებს როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროში. ნებისმიერ კომპანიაში ყურადღების ცენტრში იქნებით, მოიმატებს დაინტერესება თქვენი პერსონისადმი. აგრეთვე მოიმატებს ოპტიმიზმი და უკეთესი მომავლის იმედი ჩაგესახებათ. დეკემბრის ბოლო დეკადაში შეიძლება გამოვლინდეს ფაქტი, რომელსაც წარსულში თავს არიდებდით, არ გინდოდათ მისი აფიშირება. გირჩევთ, სიმშვიდე და გამძლეობა გამოავლინოთ. მარსის გავლენით მოიმატებს აქტიურობა დ აზარტი. გირჩევთ, მოერიდოთ სარისკო ქმედებებს და აზარტულ თამაშებს. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან, დაგეგმეთ მათთან ერთად მოგზაურობა.
თევზები
ნაყოფიერი და წარმატებული თვე გელოდებათ. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. დასახულ მიზნებს იოლად განახორციელებთ, დროულად დაასრულებთ დაწყებულ პროექტებს. დეკემბერში ცოტა უნდა გარისკოთ, თუ მოგება გსურთ. გააქტიურდით, წარმატება თქვენს მხარესაა. თუ პირადი ბიზნესის მფლობელი ხართ, მიიღებთ სარფიან შემოთავაზებას, მოგებას. თუ ოფისის თანამშრომელი ხართ, გელოდებათ შექება კარგად შესრულებული საქმისთვის, დაწინაურება. გამონახავთ ახალ ბიზნესპარტნიორებს, გააფორმებთ თქვენთვის მნიშვნელოვან კონტრაქტებს, რაც გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას. პირად ცხოვრებაშიც გელოდებათ საინტერესო მოვლენები, მაგრამ კარიერა უფრო მნიშვნელოვანი გახდება თქვენთვის. დეკემბერი დაგამახსოვრებთ თავს, როგორც წლის ერთ-ერთი აქტიური თვე. თქვენი მოსაგვარებელი გახდება საოჯახო ვალდებულებებიც. ოჯახის წევრებთან არ გირჩევთ კონფლიქტს, მათთვის შენიშვნების მიცემას და რჩევების - როცა არ გეკითხებიან.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 31 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამ...
საზოგადოება • 1675099680

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ტიკტოკზე გამოჩნდა. „არ გეგონათ ხომ, ტიკტოკზეც რომ მნახავდით. გამოიწერეთ ჩემი არხი - წინ საინტერესო ამბები და ვიდეოები გელოდებათ,“ - ასე მიმართა პოლიტი...
სოცმედია • 1675094860

პაკისტანის ქალაქ პეშავარში მეჩეთზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა. თავდასხმა მეჩეთზე იმ დროს მოხდა, როდესაც ის მომლოცველებით იყო სავსე. აფეთქების შედეგად...
მსოფლიო • 1675091969

"ვტოვებ ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც ვტოვებ პოლიტსაბჭოს თვითონ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში...
პოლიტიკა • 1675091339

ავეჯის მაღაზია წყვილებს საწოლების გამძლეობის შესამოწმებლად 1000$ დოლარს სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, წყვილებს საწოლის გამძლეობის გამოცდა და საკუთარი...
ეს საინტერესოა • 1675090556

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია: “ნაციონალებს ახალი თავმჯდომარე ყავთ! “ კაცი”, რომელმაც საკუთარი გოიმობის, უტვინობის, მდაბიობის გადასაფარად, დედასა და ძმაზე გადაიტანა აქცენტები.“ კაცს” უთხრეს, რომ ა...
სოცმედია • 1675089931