სიცივის მუდმივი შეგრძნება, შესაძლოა, სხვა პრობლემების მაჩვენებელი იყოს

სიცივის შეგრძნება

შემოდგომის თბილი დღეა, მზე ანათებს, მაგრამ მაინც გცივათ. ამ დროს გარშემო მყოფები მსგავს შეგრძნებას არ განიცდიან, და თქვენ საკუთარ თავს უსვამთ კითხვას - რატომ ვარ ასეთი "მცივანა“?

ექიმები აცხადებენ, რომ სიცივის მუდმივი შეგრძნება, ხშირად სხვა პრობლემის მაჩვენებელი შეიძლება იყოს.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, ეს სტატია მიზნად არ ისახავს დიაგნოზის დასმას. ჩვენი რეკომენდაციაა, ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, აუცილებლად გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

 

სხეულის ტემპერატურის რეგულირებაში ისეთი ფაქტორები თამაშობენ როლს, როგორებიცაა სხეულის წონა, ჯანმრთელობის არსებული პრობლემები, სქესი და ასაკი. ძალიან ხშირად, უიმედობის განცდამ ან შიშმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების შევიწროება და შედეგად, სიცივის შეგრძნება. ხოლო ხშირ შემთხვევებში ზოგიერთი მედიკამენტი ან თერაპია ხდება სიცივის შეგრძნების მიზეზი...

1. სხეულის მცირე წონა

ცხიმი არის სხეულის იზოლაციის მექანიზმი. თუ თქვენ ძალიან გამხდარი ადამიანი ხართ, მაშინ თქვენი სხეული უფრო სწრაფად კარგავს სითბოს. სწორედ ამიტომ, ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ისეთ კვებით დარღვევებს, როგორიცაა ნერვული ანორექსია, ჩვეულებრივ უჩივიან სიცივის შეგრძნებას.

2. სისხლის ცუდი მიმოქცევა

სისხლის მიმოქცევის პრობლემები, როგორც წესი, ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების სიმპტომებია, როგორიცაა სიმსუქნე და დიაბეტი. დიაბეტის შემთხვევაში, სისხლის ცუდმა მიმოქცევამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვული დაზიანება, რაც იწვევს ფეხებში სიცივის შეგრძნებას.

3. მედიკამენტები და თერაპია

ბეტა-ბლოკატორების მსგავსი მედიკამენტები მოქმედებს გულის მუშაობის სიჩქარეზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის მიწოდებაზე.

4. ვიტამინი B-12-ის დეფიციტი

თუ თქვენ მუდმივად გცივათ, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენ არ გაქვთ საკმარისი რაოდენობის B12 ვიტამინი. ეს ვიტამინი სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობასა და შესაბამისად, ჟანგბადის გადაადგილებაზეა პასუხისმგებელი. სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა საყოველთაოდ ცნობილია როგორც ანემია.

5. ჰიპოთირეოზი

ასევე ცნობილია როგორც "არააქტიური ფარისებრი ჯირკვალი". ამ დროს თქვენი ფარისებრი ჯირკვალი არ გამოიმუშავებს საკმარისად მნიშვნელოვან ჰორმონებს.

6. რეინოს დაავადება

ეს დაავადება ავიწროებს მცირე არტერიებს, რითაც ზღუდავს სისხლის ნაკადის გადაადგილებას.

7. პერიფერიული არტერიის დაავადება (PAD)

PAD–ით დაავადებულ ადამიანს ფეხებსა და ხელებში არ მიეწოდება სისხლის საკმარისი რაოდენობა.

8. სქესი

კვლევამ აჩვენა, რომ ქალები უფრო მეტად განიცდიან სიცივის გრძნობას, ვიდრე მამაკაცები. მიზეზი კი განსხვავებული მეტაბოლური პროცესებია. მაგალითად, მენსტრუალური ციკლის გარკვეულ ფაზაში, ესტროგენი ამცირებს სხეულის ტემპერატურას.

9. ძილის/დასვენების ნაკლებობა

სიცივის შეგრძნება არასრულფასოვანმა ძილმაც შეიძლება გამოიწვიოს. თუ თქვენი ორგანიზმი ვერ ახერხებს დასვენებას, თავად ვერ იღდგენს ძალებს, ის სტრესში ვარდება და სხეული სითბოს კარგავს.

10. ასაკი გემატებათ

მართალია, ქალები მენოპაუზის დროს ხშირად განიცდიან ცხელებებს და სხეულის ტემპერატურის მომატებას, მას შემდეგ, რაც მათი ორგანიზმი პოსტმენოპაუზის პერიოდთან ადაპტაციას გაივლის, ისინი უფრო ხშირად შეიგრძნობენ სიცივეს.

ასაკის მატებასთან ერთად მამაკაცებსაც ეუფლებათ სიცივის შეგრძნება - ისინი კარგავენ კუნთოვან მასას, რომელიც მათ სითბოს შენარჩუნებაში ეხმარებოდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიწისძვრა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, თოქათში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა.  მედიის ცნობით, ბიძგები ადგილობრივებისთვის საკმაოდ საგრძნობი იყო, თუმცა, ამას მნიშვნელოვანი ზიანი არ უნდა გამოეწვი...

შემთხვევა 1713471840

გიორგი ფოფხაძე
"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატ@აკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში..." - გიორგი ფოფხაძე

"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატრაკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში... მიდით ბიძიკო, ახალგაზრდებო, გინდა საყურით იარეთ, გინდა გაჩეჩილი თმებით და გინდა თავგადაპარსულმა.....

სოცმედია 1713471720

გარდა
"მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო ნიკა" - ქუთაისში, 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ქუთაისში 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. ახალგაზრდა ბიჭს გული გაუჩერდა. „გარდაიცვალა დედისერთა ემიგრანტის შვილი გლოვობს ჩემი ქუთაისი სა...

სოცმედია 1713471120

თეონა ცხომელიძე
"ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის იმ კანონს" - თეონა ცხომელიძე

"მოკლედ დღეს სადაც გადავამოწმე აქცია არ იყო დაგეგმილი, უცებ ეს ბავშვები მივიდნენ, ჭავჭავაძეც ააფრიალეს, რუსთაველიც გადაკეტეს და სიტყვითაც გამოდიან. ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის...

სოცმედია 1713470640

გია ხუხაშვილი
“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი" - გია ხუხაშვილი

“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი: ნორმალურ ბიზნესს, რომელსაც აქტივები ოფშორულ ზონებში აქვს განთავსებული, მათი საქართველოში ტრანსფერის არანაირი მოტივაცია არა აქვს. ასეთი მოტივა...

სოცმედია 1713470100

ნინო ჯანგირაშვილი
"ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე" - ნინო ჯანგირაშვილი

"ვუსმენ ქოცებს პარლამენტში, როგორ აპრავებენ ივანიშვილის ფულის გათეთრების კანონს. ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე, წარმოუდგენელია. მთავარი ტყუილი, რაც გააზეპირებინეს მონებს: რა...

სოცმედია 1713469800