უნიკალური მოვლენა - NASA დედამიწისკენ მომავალ ასტეროიდს კოსმოსური რაკეტით გაანადგურებს

ასტერიოდის განადგურება

24 ნოემბერს გრინვიჩის დროით დილის 6 საათსა და 21 წუთზე აშშ-ის კოსმოსური ძალების ვანდენბერგის ბაზიდან სტარტს აიღებს SpaceX Falcon რაკეტა, რომელიც კოსმოსში გაიყვანს ხომალდ Dart-ს. მას ისტორიული, უნიკალური  მისია აკისრია - საცდელი ექსპერიმენტის სახით, იგი 2022 წლის 26 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში უნდა შეეჯახოს 780 მეტრის დიამეტრის ასტეროიდ დიდიმოსის თანამგზავრს, 163 მეტრიან ასტეროიდ დიმორფოსს და მას ტრაექტორია შეაცვლევინოს. აღნიშნული ასტეროიდები დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.

ეს არის დედამიწის კოსმოსური დაცვის სისტემის პირველი ოპერაცია, რომელმაც მეცნიერებს უნდა დაანახვოს, შესაძლებელი იქნება თუ არა მომავალში ამ ხერხით თავიდან აიცილონ დედამიწისკენ მომავალი სახიფათო ასტეროიდების შეჯახება ჩვენს პლანეტასთან, რამაც კატასტროფული შედეგები, მათ შორის ყველა სულიერი არსების განადგურება შეიძლება გამოიწვიოს. 

"ეს არის პირველი ნაბიჯი, რეალური გამოცდა მეთოდის, რომლითაც ჩვენ მომავალში შევძლებთ სახიფათო შეჯახებები ავიცილოთ თავიდან. მან უნდა გვაჩვენოს, გვაქვს თუ არა მის ტექნიკური შესაძლებლობები," - აცხადებენ მეცნიერები.

შეჯახებამდე 10 დღით ადრე Dart-ს მოსცილდება მინიატურული თანამგზავრი Light Italian CubeSat, რომელიც შეჯახების მომენტს და მის ძალას დააფიქსირებს და მონაცემებს დედამიწაზე გამოაგზავნის, რათა მეცნიერებმა გამოითვალონ, თუ რამდენად შეცვალა შეჯახებამ Dimorphos-ის ორბიტა.

ხოლო 2024 წლის ნოემბერში ევროპული კოსმოსური სააგენტოს ხომალდი Hera კვლავ ეწვევა აღნიშნული ასტეროიდების სისტემას და დეტალურ ანალიზს ჩაატარებს ექსპერიმენტის ეფექტურობასთან დაკავშირებით, შეისწავლის კრატერის ფორმას, რომელიც Dart-მა დატოვა დიმორფუსზე. 

მეცნიერები აცხადებენ, რომ რეალური საფრთხის შემთხვევაში მხოლოდ ამ მეთოდზე დაყრდნობა არ იქნება საკმარისი, თუმცა Dart-ის მისია პატარა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება არმაგედონის თავიდან ასაცილებლად.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გვასალია
„მეშინია და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მიყურებს“ - ვისი პორტრეტი უკიდია კაბინეტში დემნა გვასალიას

დიზაინერი დემნა გვასალია სოციალურ ქსელში ბალენსიაგაზე წერს: „ეს ზაფხული ესპანეთში გავატარე. კრისტობალ ბალენსიაგას მშობლიურ ქალაქში, გეტარიაშიც ვიყავი. მისი პირველი სალონი ვნახე და ადგილი, სადაც გაიზარ...

სოცმედია 1643173437

შუშანა
აქციაზე "დროას" აქტივისტზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

აქციაზე "დროას" აქტივისტ შუშანა მაცაბერიძეზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუ...

სამართალი 1643138387

მარგველაშვილი
სულ მცირე - უკრაინის მხარდაჭერა და პუტინისთვის აგრესორის წოდება მორალური ტესტია - მარგველაშვილი

"მორალური ტესტი უკრაინაზე: სულ მცირე - უკრაინის მხარდაჭერა და პუტინისთვის აგრესორის წოდება" , - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, სოციალურ ქსელში წერს: "მორალური ტესტი უკრა...

პოლიტიკა 1643138209

კელი დეგნანი
რუსეთისგან განსხვავებით, აშშ, ევროპა და საქართველო თავისუფლების ხედვას იზიარებენ - დეგნანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: "რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა არ შემ...

პოლიტიკა 1643132148

დეგნანი
ჭავჭავაძემ ცხადყო, რომ ევროინტეგრაცია თავსებადია საქართველოს ტრადიციებთან - დეგნანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: "საქართველოს ევროპული ფესვები ღრმა და ძლიერია, მკაფიო გეზით...

პოლიტიკა 1643130395

აქცია
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - მოქალაქეები შშმ მოზარდზე ძალადობას აპროტესტებენ

აქცია თბილისში - ამ წუთებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციელების მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ.  მოქალაქეები ძალადობრივ სისტემას აპროტესტებენ და დამნაშავეები...

საზოგადოება 1643127007