ყველაზე ცუდი ჩვევები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა მოვიშოროთ!

ცუდი ჩვევები

წარმოგიდგენთ ყველაზე ცუდ ჩვევebს, რომლებიც სასწრაფოდ უნდა მოვიშოროთ!

კამათი

კამათი დროის ფუჭი ფლანგვაა. რამდენჯერ შეგიცვლია ვინმეს აზრი კამათისას? სანამ ვინმესთან კამათს გადაწყვეტ, გახსოვდეს, რომ ადამიანების უმეტესობა:

  • უარს ამბობს მიზეზების მოსმენაზე.

  • არ შეიცვლის აზრს, იმის მიუხედავად, რაც არ უნდა თქვა.

  • არ აღიარებენ, რომ შეცდნენ, იმის მიუხედავად, გააცნობიერებენ თუ არა ამას.

"ყველას უნდა მოვწონდე"

გინდა, რომ ყველას მოსწონდე? უამრავი ადამიანი ცდილობს ყველას ასიამოვნოს, ფიქრობს, რომ ეს არის ერთადერთი გზა რომლითაც სხვების მოწონებას დაიმსახურებს, თუმცა, ეს არ მუშაობს.

სხვებისგან მოწონების და დამტკიცების ძიებისას თქვენს ძალას თრგუნავთ. უამრავი “მეგობარი” ამ თვისებებს თქვენზე მანიპულირებისთვის იყენებს. რამდენიმე ქცევა, რომელიც ყურადღების და მოწონების მაძიებელ ადამიანებს ახასიათებთ:

  • ყურადღების მიპყრობის მცდელობები.

  • უფლების თხოვნა, როცა ეს საჭირო არაა.

  • უმიზეზოდ მობოდიშება.ზედმეტად ხმაურიანი საუბარი.

  • ყველაფერზე დათანხმება და ურთიერთგაგების ნებისმიერ ფასად ძიება.

  • ზედმეტად დაინტერესება სხვა ადამიანებსი აზრებით და შეხედულებებით.

  • ისეთი ჩაცმულობა, რაც ყველაზე მეტად მიიპყრობს ყურადღებას.

  • კომპლიმენტებზე ნადირობა.

  • ისეთი ისტორიების მოყოლა საკუთარ თავზე, რითაც კომპლიმენტებს დაიმსახურებ.

  • არასასაცილო რაღაცებზე სიცილი.

  • მცდელობა, იყო ის, ვინც არ ხარ.

სხვების და საკუთარი თავის მოტყუება

რატომ ტყუიან ადამიანები?

  • იმის მისაღებად, რაც სურთ.

  • იმის არ გასაკეთებლად, რაც არ სურთ.

  • პასუხისმგებლობების არ ასაღებად.

  • სიძნელეების თავიდან ასარიდებლად და იმიჯის შესანარჩუნებლად.

  • ადამიანებისთვის გულის ტკენის ასარიდებლად.

  • რათა ჟღერდნენ საინტერესოდ, მნიშვნელოვნად.

  • რათა გაგასულელონ, შენზე ზემოქმედება მოახდინონ.

  • რათა თავი სულელად წარმოაჩინონ.

  • რადგან ეშინიათ და სასჯელის თავიდან არიდება სურთ.

  • სხვისი გრძნობებით სათამაშოდ.

ადამიანები საკუთარ თავებს ატყუებენ ყოველ დღე:

  • მე კარგად ვარ.

  • გული არ მტკენია, უბრალოდ გაბრაზებული ვარ.

  • არ მაინტერესებს სხვები რას იტყვიან. შეუძლიათ მაკრიტიკონ.

  • მნიშვნელობა არ აქვს. უკვე დასრულდა. მასზე აღარ ვფიქრობ.

  • ხვალ გავაკეთებ.

  • ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო.

  • ჩემი ბრალი არაა.

  • ამასთან საერთო არაფერი მაქვს.

  • დამოკიდებული არ ვარ.

  • პრობლემა არ მაქვს.

  • საქმე ფულს არ ეხება.

რჩევა:

საკუთარ თავს ნურაფერს მოატყუებ. ნურც სხვებს.

ტყუილი არაფერს ცვლის, ის არ ჭრის პრობლემებს და არც არაფერს აუმჯობესებს. ისწავლე შეიყვარო სიმართლე, იქნება ის კარგი, ცუდი, საშინელი თუ უხერხული.

“გულწრფელობა კეთილგონიერების წიგნის პირველი თავია.” – ტომას ჯეფერსონი. 

თავდაცვის მექანიზმები

პატივი დასდე საკუთარ თავსაც და სხვებსაც, რომ:

  • თუ ცდები – აღიარე.

  • თუ შეცდომა დაუშვი – აღიარე.

  • თუ ყველაფერი აურიე – აღიარე.

არაფერია იმაზე უარესი, იყო ადამიანთან, რომელიც არასდროს იღებს პასუხისმგებლობებს, არასდროს აღიარებს თავის შეცდომებს და ყველაფერზე აქვს გამართლება.

გავრცელებული თავდაცვითი მექანიზმებია:

  • თავის მსხვერპლად წარმოჩენა.

  • აგრესია. აგრესიული ქცევა, იმისათვის, რომ თემა შეცვალონ და მარტო დაგტოვონ.

  • სხვაზე გადაბრალება

  • თემის შეცვლა. 

  • უარყოფა. 

  • მობოდიშება/რაციონალიზაცია. ‘მოვიტყუე, რადგან ასე იყო საჭირო.’

  • პროექტირება. ‘მე ასეთი არ ვარ.’

ზოგიერთი ადამიანი იმდენად არამტკიცეა, რომ სხვებისგან არცერთი ფორმის კრიტიკის მიღება არ შეუძლია.

“თუ ვინმე გეტყვის, რომ ვიღაც შენზე ცუდს საუბრობს, თავს ნუ იმართლებ შენ გამო ნათქვამისთვის, არამედ უპასუხე:

“მან არ იცოდა ჩემი სხვა შეცდომების შესახებ, თორემ მხოლოდ ამათ არ ახსენებდა.” – ეპიქტეტუსი (ძვ.წ 100)

დროის ფლანგვა

“დღეს ხარ ყველაზე ასაკოვანი, ვიდრე ოდესმე ყოფილხარ და ყველაზე ახალგაზრდა, ვიდრე ოდესმე იქნები.” – ელეანორ რუზველტი.

შენი ცხოვრების უკეთესისკენ შეცვლა თუ გსურს, დროის ფლანგვას მოეშვი.

  • უპასუხე ტელეფონს, მაშინ როცა ის დარეკავს.

  • უპასუხე მეილს, მაშინ როცა მოვა.

  • დაიპყარი შესაძლებლობა, როგორც კი გამოჩნდება.

  • ნუ იფიქრებ მასზე. ნუ ისაუბრებ. უბრალოდ გამოიყენე.

  • ნუ დაელოდები შემდეგ წელს.

  • ნუ დაელოდები შემდეგ თვეს.

  • ნუ დაელოდები შემდეგ კვირას.

  • ნუ დაელოდები ხვალინდელ დღეს.

  • ნურც საღამოს.

ადამიანების უმეტესობა ფლანგავენ საკუთარ ცხოვრებებს. ცხოვრობენ მომავლის წარმოსახვით დღის იმედად, რომელიც ოდესღაც დადგება და იმ დღეს იმას გააკეთებენ, რისი გაკეთებაც სურთ. დროს ვერ დაიბრუნებ. ვერ დაიბრუნებ ერთ დღესაც კი. როცა დრო გადის, ის სამუდამოდ წარსულს ებარება.

არაპუნქტუალურობა, არასანდოობა და არასაიმედოობა

დღევანდელ დროს, უამრავი ადამიანი არაორგანიზებული, არასაიმედო და არასანდოა.

სიტყვები და დაპირებები არაფერს ნიშნავს. არაფერზე ნაკლებს.

ნუ იქნები ერთ-ერთი მათგანი.

თუ იტყვი, რომ რაღაცას გააკეთებ – გააკეთე.

თუ დაპირდება – ნუ დაივიწყებ.

უბრალოდ ნუ დაარღვევ პირობას, ნუ გააცდენ შეხვედრას – ეს უპატივცემულობის გამომჟღავნებაა სხვების მიმართ.

პატივი ეცი სხვების დროს. იყავი საიმედო. სანდო.

ყველა სახის დამოკიდებულება (ადიქცია)

ცხოვრების მანძილზე უამრავ რამეზე ვყოფილვარ დამოკიდებული: შესაძლო ადიქციებია:

  • ალკოჰოლი

  • ყავა

  • სიგარეტი

  • შოკოლადი.

  • ნარკოტიკები.

  • Facebook.

  • Instagram.

  • ინტერნეტი.

  • “ჯანქ ფუდი”.

  • ფილმები.

  • პორნო.

  • შაქარი.

  • ტელევიზორი.

  • ვიდეო და აზარტული თამაშები.

  • მოსაწევი.

  • სხვების აზრი.

რაც არ უნდა იყოს, შენ ის უნდა დაძლიო. და ყველაზე კარგი მეთოდი რაც ვიცი, მისი კარგი ჩვევით ჩანაცვლებაა.

თუ აუცილებლად უნდა იყო რამეზე დამოკიდებული, იყავი კარგ რამეზე.

“ადიქცია იწყება ტკივილით და მთავრდება ტკივილით.” – ეკჰარტ ტოლლე.

სხვების შეცვლის მცდელობა

დაივიწყე სხვების შეცვლის სურვილი.

ეს შეუძლებელია.

არ გჯერა?

შეგიცვლია ერთი ადამიანი მაინც?

რათქმაუნდა არა.

  • შენ ვერ შეცვლი:

  • შენს მშობლებს.

  • შენს შვილებს.

  • შენს პარტნიორს.

  • შენს მეუღლეს.

  • შენს ოჯახს.

  • შენს მეგობრებს.

  • ვერავის შეცვლი.

ადამიანები ისეთები არიან როგორებიც არიან. მათ ვერ შეცვლი. ისევე, როგორც ვერ შეგცვლიან ისინი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გოკა გაბაშვილი
„სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი 42 წელი, 10 თვე და 13 დღე... დარასელიადან - კვეკვესკირამდე“ - გოკა გაბაშვილი

გოკა გაბაშვილი სოცქსელში წერს: ,,აუ კარგით რა! - გეყოფათ ეს ეიფორია! რა მოხდა ამისთანა” - ს განწყობის სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი:15 658 დღე!42 წელი, 10 თვე და 13 დღე დარასელი...

სოცმედია 1711641685

სევასტოპილი თვთმფრინავი
სევასტოპოლში რუსებმა სავარაუდოდ, თავისივე Су-35 ჩამოაგდეს

ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლის რაიონში რუსული სამხედრო თვითმფრინავი Су-35  ჩამოაგდეს. ინფორმაციას ადგილობრივი Telegram-ის არხები ავრცელებენ. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია და ზღ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1711641588

მგელი
ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა

პრეტენდენტების არარსებობის გამო, საქართველოში ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა. შეგახსებეთ, რომ ტურის და მგლის პოპულაციების არეალის, რიცხოვნობის შეფასებისა და კლიმატის ცვლილების ფონზე მათი...

საზოგადოება 1711640472

ახალგზრდა მეტროში
საგანგაშო ვიდეო - „სანამ რამე უბედურება არ მოხდება მანამდე ვუყუროთ ამას ასე მშვიდად?“

სოციალურ ქსელში უკვე მეორედ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მგზავრი მეტროს მოძრავი მატარებლის კარს აღებს და ვაგონიდან ვაგონში გადაადგილდება. ფეისბუქის ჯგუფში „ჩემი ქალაქი მკლავს“ მორიგი ასეთი ვიდეო ვრცელდებ...

სოცმედია 1711640047

სოფო ნიჟარაძე ალისკა
„დაამუღამა ჩიპოლინოს სკუტერი და თავისუფლად დადის“ – სოფო ნიჟარაძე პატარა ალისკაზე

სოფო ნიჟარაძე საზოგადოებას ხშირად უზიარებს ალისკა სააკაშვილის ვიდეოებს. ახლაც შვილის მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ დადის ალისკა სკუტერით. „დაამუღამა ჩიპოლინოს სკუტერი და თავისუფლად დადის,...

სოცმედია 1711639722

ბიძინა
„წავა თუ არა ბიძინა არჩევნებით“ – დავით ზურაბიშვილი

გამოცემა პუბლიკა აქვეყნებს პოლიტოლოგ, დავით ზურაბიშვილის წერილს სათაურით, წავა თუ არა ბიძინა არჩევნებით? სხვადასხვა ვარიაციით ხშირად შემხვედრია მოსაზრება, რომ ბიძინა არჩევნებით არ წავა, ძალაუფლებას არ...

პოლიტიკა 1711639621