განათლება • 1628583480 44
დუბაიში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მომსახურების ცენტრის ოფისი გაიხსნა, რომელიც ემირატებსა და გალფის ქვეყნებს მოემსახურება. ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა გახსნა, რომლის მიზანია, ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო და ტურისტული რესურსის პოპულარიზაცია, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტთა მოზიდვა და ქვეყნის ეკონომიკური რესურსების მხარდაჭერა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მომსახურების ცენტრი ინტენსიურად იმუშავებს, რათა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ასევე მის მოსაზღვრე და გალფის ქვეყნებს მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდოს საქართველოში ცოდნის მიღების შესაძლებლობების შესახებ. ცენტრი დაინტერესებულ პირებს გააცნობს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, სტუდენტური მხარდაჭერის სერვისებს, ონლაინ პლატფორმების საშუალებით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს, ღია კარის დღეებს და ორიენტირებული იქნება, საუკეთესო, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მოზიდვაზე.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი, ვიცე რექტორი საერთაშორისო და სამართლებრივ საკითხებში თეა იმედაძე და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კლინიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ელენე ზურაბიშვილი.
კისრის ტკივილი, დაჭიმულობისა და დაღლილობის შეგრძნება ართულებს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას. როგორც წესი, ეს დისკომფორტი თავისთავად გადის. თუმცა, თუ კისრის ტკივილი გაგრძელდება ოთხი ან ხუთი დღის განმავ...
ჯანმრთელობა • 1702101278
საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 8 დეკემბრის 23:00 საათიდან 10 დეკემბრის 23:00 საათამდე, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შეს...
საზოგადოება • 1702101085
ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების გამო, 9 დეკემბრის 08:00 საათიდან 11 დეკემბრის 08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა ორბელიანის ქუჩაზე, ორბ...
საზოგადოება • 1702100847
გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერის კორუფციული გარიგების წყალობით, „თბილისის განვითარების ფონდმა" გამრეკელის ქუჩაზე სამუშა...
საზოგადოება • 1702100751
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8-9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და შავი ზღვის სანაპირო რაიონებში იქროლებს...
საზოგადოება • 1702100508
კლუბმა „ნდობის სივრცე“ დაიწყო ფსიქოლოგიური თანადგომის პროექტი - იპოვე მეგობარი „ნდობის სივრცეში“. პროექტის ავტორების განმარტებით, APPR-ის მიერ კლუბის დაკვეთით ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ჩვენი ყ...
საზოგადოება • 1702100159
ეს საინტერესოა • 1702063920
9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი