ჯაბა სამუშია აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

განათლება 1695912444    33

თსუ-აზერბაიჯანი2

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის (SCRA) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო კავშირების განვითარებაზე, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

 

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში მონაწილეობა მიიღო ყველა იმ ეროვნების წარმომადგენელმა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ საუკუნის წინ. ჩვენ საუკუნეების მანძილზე გვაქვს ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანელ ერთან. ის ვიზიტები, რომლებიც ჩემი რექტორობის პერიოდში განხორციელდა მაძლევს იმის იმედს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება. უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის განათლების მინისტრი, წამყვანი უნივერსიტეტების რექტორები და თქვენი ვიზიტით კიდევ უფრო ვაფართოებთ ამ ძალიან მეგობრულ წრეს“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

რექტორმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა რელიგიური ტოლერანტობისა და კავკასიის ერთიანობის საკითხებს. „ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიური ტოლერანტობა, ეს იყო ჩვენი ქვეყნის და თბილისის სავიზიტო ბარათი. დღესაც, საქართველოში ასობით მეჩეთია იმ რეგიონებში, სადაც ჩვენი აზერბაიჯანულენოვანი  მოქალაქეები სახლობენ და ასევე, არის ქართული ეკლესიები საინგილოს ტერიტორიაზე, სადაც ქართველები სახლობენ. ეს არის ნიშანი, რომ ჩვენი ურთიერთობები აუცილებლად უნდა განმტკიცდეს და ერთიან კავკასიაზე ვიფიქროთ. ერთიანი კავკასია არის უდიდესი ძალა მსოფლიო პოლიტიკაში. ერთად უნდა ვიყოთ და ერთად შევქმნათ ძალიან დიდი კულტურა“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის (SCRA) თავმჯდომარემ მუბარიზ გურბანლიმ ყურადღება გაამახვილა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. „თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან და დარწმუნებული ვარ, ის ერთობლივი პროექტები, რომლებიც ეხება კავკასიის ისტორიას, საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება კავკასიის მომავლისთვის. ჩვენ შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა არის უდიდესი ღირებულება და  იმედია, ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება“,- აღნიშნა მუბარიზ გურბანლიმ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის, კავკასიის მუსლიმთა საბჭოს, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საქართველოს მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიური თემის, წმინდა ნინოს ეკლესიის საქართველოს მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიური თემის წარმომადგენლები.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დათო ოქიტაშვილი
„ესაა ისტორიული ფოტო“ - ვისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს დათო ოქიტაშვილი

საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოცქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ესაა ისტორიული ფოტა ქალბატონნანის კონცერტიდან რომელიც ჩემი ორგანიზებით ჩატარდა  ასე დაოწყო ჩვენი დიდი მეგ...

სოცმედია 1701699996

ფარცხალაძე
რა მიზნით ჩამოვიდა ფარცხალაძე საქართველოში - ახალი დეტალები

არსებული ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოში მოსკოვიდან ჩამოფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მისი გამოსვლის დრო ავიაკომპანია "აზიმუტის" დაფრენის დროს [16:00] ე...

პოლიტიკა 1701699536

წითლიძე
"ენმ არ არის სახელ-გვარებზე ჩამოკიდებული პარტია" - ანი წითლიძე ბათუმში წევრების წასვლაზე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე ბათუმში პარტიის რამდენიმე წევრის წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ენმ "სახელ-გვარებზე ჩამოკიდებული" პარტია არ არის. "მე არ მგონია, რომ აჭარაში ეს წასულები, მ...

პოლიტიკა 1701698359

მიწისძვრა
თურქეთში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიღრმე კი 9 კმ, ხოლო მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, ქალაქ გემლიკში, ბურსას პროვინციაში იყო.   ცნობილია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მ...

მსოფლიო 1701697949

ხერსონი
არის მსხვერპლი - რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში საბავშვო ბაღი დაბომბეს

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი და მისი შემოგარენი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაუწიეს. "რუსეთის საოკუპაციო ძალების...

რუსეთ-უკრაინის ომი 1701697525

ხანძარი
ნაფარეულში ტყე იწვის

ხანძარია თელავის მუნიციპალიტეტში - ცეცხლი სოფელ ნაფარეულის ტყეს უკიდია. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, თუმცა ადგილობრივებმა კვამლი ცოტა ხნის წინ შენიშნეს და შესაბამის...

საზოგადოება 1701697366