ჯაბა სამუშია მედიცინის ფაკულტეტის პირველკურსელებს შეხვდა

განათლება 1696257903    231

სამუშია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია მედიცინის ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს შეხვდა და უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ისტორიაზე, სასწავლო პროცესზე, სტუდენტურ სერვისებსა და შესაძლებლობებზე, ასევე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.

 

რექტორის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს  საკუთარი საუნივერსიტეტო კლინიკა ექნება. “საქართველოში პირველი სამედიცინო სკოლა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ტრადიცია სამედიცინო მიმართულებით და იმისათვის, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. სამედიცინო ფაკულტეტის გუნდთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საუნივერსიტეტო კლინიკა შევიძინოთ, რომელიც იქნება პრაქტიკის მთავარი ბაზა და რომელიც დაგეხმარებათ გამოიმუშაოთ ის მთავარი უნარები, რომელიც მთავარია მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

სტუდენტებთან შეხვედრისას რექტორმა ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის მიზნებსა და ღირებულებებზე. ასევე, ისაუბრა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე, სტიპენდიებსა და სტუდენტურ პროექტებზე.

რექტორის თქმით, უახლოეს მომავალში დაიწყება მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო კორპუსების რეაბილიტაცია და  სტუდენტური სივრცეების კეთილმოწყობა.

 

შეხვედრას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ბიწკინაშვილი და ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრანსპორტი
"ავტობუსის მძღოლის ტყვეობაში?!" - რას წერს "ჩემი ქალაქი მკლავს"

"ავტობუსის მძღოლის ტყვეობაში?! ბევრმა თქვენგანმა მოგვწერეთ რომ როდესაც ავტობუსი საცობში დგას თან ეს დიდი ხანია გრძელდება, მძღოლები არ აღებენ კარებს რომ ფეხით მიხვიდეთ დანიშნულების ადგილამდე ან უბრალოდ...

სოცმედია 1702066800

პოლიცია
სცემეს, ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს, ვიდეო გადაუღეს და მანქანის გადაფორმება აიძულეს - უმძიმესი დანაშაული ციხისძირში (ვიდეო)

ახალგაზრდა თურქ მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, თოკით დააბეს, სასტიკად სცემეს და ღირსების შემლახავი ვიდეო ტელეფონით გადაუღეს. „კურიერის“ ინფორმაციით, თურქეთის ორმა მოქალაქემ, მსხვერპლი სოფელ...

კრიმინალი 1702066500

ყინვა
ტრაგედია რუსეთში - წლინახევრის ბიჭუნამ დახურული კარი ვეღარ გააღო და დერეფანში გაიყინა

სვერდლოვსკის ოლქში, წელიწად-ნახევრის ბავშვი გაიყინა და გარდაიცვალა. ამის შესახებ Ura.ru სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ამბავი 6 დეკემბერს მოხდა, ალაპაევსკის მახლობლად მდებარე ს...

შემთხვევა 1702066200

ეძებენ
ოჯახის წევრები 27 წლის ნოდარ ლებანიძეს ეძებენ

თბი­ლის­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი 27 წლის ნო­დარ ლე­ბა­ნი­ძეს ეძე­ბენ. რო­გორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდას დამ, ქეთი ლე­ბა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მისი ძმა სახ­ლი­დან გუ­ში...

საზოგადოება 1702065900

ახალი წელი საათი
როგორ ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი სწორად — ეზოთერიკოსის რჩევები (ვიდეო)

როგორ ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი სწორად — ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვას რჩევები და რეკომენდაციები გადაცემაში „დილა ფორმულაზე.

ეს საინტერესოა 1702065300

საქართველო ნაძვისხე
საქართველო, როგორც ჯადოსნური ქვეყანა - CNN-მა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა საახალწლოდ განსაკუთრებით ჯადოსნურია

საქართველო, როგორც ჯადოსნური ქვეყანა - CNN-მა ევროპის იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ჯადოსნურია. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო ისეთ ქვეყნებთან ერთა...

საზოგადოება 1702064744