ჯაბა სამუშია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

განათლება 1695911532    29

თსუ- ირანი1

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მაჰმუდ ადიბსა და საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

შეხვედრაზე საუბარი ქართულ-ირანულ ურთიერთობებს ისტორიულ კონტექსტში, ასევე, ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის საერთო საგანმანათლებლო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებს შეეხო.

 

თსუ რექტორის თქმით, უნივერსიტეტი განსაკუთრებულად ზრუნავს ირანული ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლასა და განვითარებაზე საქართველოში. „ჩვენ ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს, რომ ის ურთიერთობები, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო ჩვენ ქვეყნებს შორის, კიდევ უფრო გაღრმავდეს. ჩვენი უნივერსიტეტი ხელს უწყობს ირანისტიკის მიმართულების განვითარებას; ვზრდით თაობას, რომელიც დაინტერესებულია ირანის ისტორიის, კულტურისა და  ენის შესწავლით. გვსურს, გაცვლითი პროგრამების გაძლიერებით, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა აკადემიური კუთხით,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თავის მხრივ, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში მაჰმუდ ადიბმა იმ ისტორიულ გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქართულ და ირანულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებობს.

 

ელჩმა გამოთქვა სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტ სტუდენტსა და პროფესორ-მასწავლებელს მიეცეს შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამების საშუალებით გაიღრმაოს ცოდნა. „ძალიან ვაფასებთ იმ ინტერესსა და სამეცნიერო საქმიანობას, რომელიც ირანული კულტურისა და სპარსული ენის შესწავლის მიმართულებით მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ძალიან ბევრი თქვენი კურსდამთავრებულია დასაქმებული ჩვენთან საელჩოში, სხვადასხვა პოზიციაზე და ამ ტრადიციას აუცილებლად გავაგრძელებთ. ასევე, გვსურს თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შევიმუშაოთ გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამები სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის, მეცნიერებისა და პროფესორებისთვის. “ -აღნიშნა მაჰმუდ ადიბმა.

 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თსუ-სა და ირანის ისლამური რესპუბლიკის წამყვან უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლუკა კურტანიძე
ლუკა კურტანიძის ყრილობაზე არშეშვებას ფორმალობა ვერ გაამართლებს - ოლიმპიური კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „ჩვენთვის, ისევე როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ცნობილი გახდა ერთი უსიამოვნო და დ...

სპორტი 1701721800

ღოღობერიძე
"ნუ ხარჯავთ ამაში ფულს, არ გჭირდებათ... - რა მიმართვას ავრცელებს გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რა იწვევს ყველაზე ხშირად კიდურებში დაბუჟების შეგრძნებას და რამდენად რეალურია კორონავირუსის დროს ამ ნიშნებით თრომბოზის განვითარების ვარაუდი: "ბოლო პერიოდში ხელებში დ...

საზოგადოება 1701721500

ამინდი
როგორი ამინდი იქნება 7 დეკემბრამდე - ნახეთ, განახლებული პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. „4 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 5-7 დეკემბერს ქვე...

საზოგადოება 1701721140

ოთარ ფარცხალაძე
რისთვის ჩამოვიდა ოთარ ფარცხალაძე თბილისში

ოთარ ფარცხალაძე თბილისშია. ჟურნალისტებმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი აეროპორტის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ფარცხალაძეს იქ დაცვის 2 მანქანა ელოდებოდა, რომლებმაც ფარცხალაძე თბილის...

პოლიტიკა 1701719429

სახ
"ბედნიერი ამბები გვაქვს... ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა... ვუყიდეთ საცხოვრებელი სახლი" - აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

„ბედნიერი ამბები გვაქვს და თან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ. ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა და არ შეუშვა სახლში არავინ, სწორედ იმიტომ, რომ ავად არიან და ქუჩაში სძინა...

სოცმედია 1701719400

მეგი გოცირიძე
"ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწვევს…” – რას წერს მეგი გოცირიძე

"მიშას წინააღმდეგ, რომ დაირაზმნენ ევსაქები და გროშებად შეისყიდეს აქტივისტები, ვინც მათ გაჰყვა, ახლა კედლიდან-კედელზე რომ დაწანწალებენ და მელიას გმობენ მიშას გამო, ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწ...

სოცმედია 1701719370