ჯაბა სამუშია SDSU-ის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო

თსუ- SDSU

თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU)  მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის ახალ ეტაპს დაესწრო.  ღონისძიებაზე საუბარი შეეხო პარტნიორი უნივერსიტეტების ცნობადობის ამაღლების აუცილებლობას და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ SDSU -ისა და თსუ-ის საერთო მრავალფეროვანი მიმდინარე პროგრამების  შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქართველი კურსდამთავრებულების წარმატებას.

“ჩვენს პროგრამებს ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერება (ქართული, ინგლისური) მიღებული აქვთ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია. ასევე, აშშ-ის ქიმიკოსთა საზოგადოების (ACS) აკრედიტაცია ქიმია-ბიოქიმიის მიმართულებით. მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, თუ რა დოზით არიან დაინტერესებული ქართველი სტუდენტები ჩვენი საერთო პროგრამებით. ამაზე მეტყველებს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც მაღალია კონკურენციის ინდექსიც. აღსანიშნავია წარმატებული კურსდამთავრებულების მიღწევებიც. მათი უმრავლესობა დასაქმებულია და ისინი ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტები არიან დასაქმების ბაზარზე. ვისურვებდით, რომ გარდა არსებული პროგრამებისა, თანამშრომლობა გავაგრძელოთ სხვა პროგრამებითაც,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის თქმით, საქართველო გამოთქვამს მზაობას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააგრძელოს  თანამშრომლობა, რათა შენარჩუნდეს პროექტის დადებითი შედეგები.“ჩვენი პარტნიორობის საფუძველზე, გვაქვს არაერთი აკრედიტებული პროგრამა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას, ჩადებული რესურსისთვისა და ინვესტიციისთვის, რადგან სწორედ მათი დახმარებით ვითარდება უმაღლესი განათლება ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ერთად საქართველოში. ჩვენ  აქტიურად ვმუშაობთ უმაღლესი განათლების მიმართულებით,  ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან. ჩვენმა ურთიერთობამ დაამტკიცა, რომ განათლებას საზღვრები არ აქვს. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კვლავ არის მზად, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში  გავაგრძელოთ თანამშრომლობა,” - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ SDSU-ის პარტნიორი უნივერსიტეტების- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებიც.

 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში 2014 წლიდან ფუნქციონირებს და სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო პროგრამებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით. აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან თანამშრომლობით, როგორც მეორე კომპაქტის ერთ-ერთი ნაწილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხუხაშვილი
„ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა.1. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია აღიარებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი.გა...

პოლიტიკა 1721189573

ქალთა ნაკრები
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ირის ანტმანის გუნდმა ლიეტუვის ნაკრების სტუმრად, მინიმალური ანგარიშ...

სპორტი 1721188625

კოიძე
ვიდეო: „უაიმე, ჩვენი მადო რა დღეშია... ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია“

ბლოგერი დომენიკ მანგოუაიმე ჩვენი მადო რა დღეშია თურმე    დიდი არაფერი მადონა რას ფიქრობს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია.  

სოცმედია 1721188545

ზარქუა
„190 მეტრზე როგორ აიტანა თინეიჯერმა იარაღი და ისროლა 7-ჯერ? - ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ ჩვენც შევეცდებით, არგუმენტირებულად ვუპასუხოთ“ - ირაკლი ზარქუა

190 მეტრზე თინეიჯერმა როგორ აიტანა იარაღი და როგორ ისროლა 7-ჯერ, ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ უკვე ჩვენც შევეცდებით, რომ არგუმენტირებულად ვუპასუხოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნ...

პოლიტიკა 1721187422

ხაზრაძე და ცოლი
„იმ უბაფთო, მაღალ გოგოს, ირინა ხიდეშელს და მე დღეს უკვე ხუთი შვილი გვყავს“ - მამუკა ხაზარაძის სიყვარულის ამბავი

მამუკა ხაზარაძე თავისი წიგნიდან ,,ფეისბუქზე” კიდევ ერთ ნაწყვეტს აქვეყნებს:ყველაზე მაღალი გოგო მეხუთე კლასში თანაკლასელ ბიჭებში ყველაზე დაბალი ვიყავი. დილაობით სკოლაში დილის გამამხნევებელი ვარჯიშები ტა...

სოცმედია 1721186996

ნანუკა ჟორჟოლიანი
,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს? რატომ ვქენით ეს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ოლიმპიელების ჩაცმულობას სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს: ,,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს 😔 რატომ ვქენით ეს:( ფეხბურთელების “შეფუთვაზე” ვინც იზრუნა მათთვის რომ მი...

სოცმედია 1721186765