ჯაბა სამუშიამ კადისის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა
განათლება • 1694751751 31

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კადისის (ესპანეთი) უნივერსიტეტში ქართულ-ესპანური თანამშრომლობის ცენტრები დაარსდება. ამის შესახებ თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, კადისის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა რაფაელ ხიმენეს კასტანედამ და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებმა ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე, ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, თსუ-სა და კადისის უნივერსიტეტში დაარსდება ქართულ-ესპანური თანამშრომლობის ცენტრი. ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კადისის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას მისცემს დეტალურად შეისწავლონ უნივერსიტეტებში არსებული კვლევითი მიმართულებები და იმუშაონ საერთო პროექტებზე.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ესპანური და ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის სწავლებას, პოპულარიზაციას პარტნიორ უნივერსიტეტებში. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რაც გვაქვს და რაც გვინდა, რომ განვითარდეს ჩვენს უნივერსიტეტებს შორის. აღნიშნული მემორანდუმები ურთიერთობის მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს. თუმცა, შესაძლებელია, რომ ჩვენ უფრო გავაფართოოთ თანამშრომლობა ქართულ-ესპანური სამეცნიერო ხიდის დაარსებით, საერთო კონფერენციების, სიმპოზიუმების ჩატარებით, რომლითაც უფრო დავაახლოებთ ქართველ და ესპანელ მეცნიერებს“,-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
კადისის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა რაფაელ ხიმენეს კასტანედამ მადლობა გადაუხადა თსუ რექტორს მასპინძლობისთვის. „ჩვენი უნივერსიტეტი ღიაა ამ თანამშრომლობისთვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტრატეგიული პარტნიორია ჩვენთვის. გვსურს თანამშრომლობა სხვადასხვა კუთხით, მათ შორის საერთო პროექტების განხორციელების, ერთობლივი სიმპოზიუმებისა და კონფერენციების ჩატარების მიმართულებით“, - განაცხადა რაფაელ ხიმენეს კასტანედამ.

საქართველოს ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” კიდევ ერთი ნაკადის გადამზადების პროცესს აგრძელებს. მისი მიზანი,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695897141

ეს ნამცეცა გოგო ლიკა მოსაშვილია თელავის რაიონიდან ოპერაციისთვის ემზადება. 2700 ლარი სჭირდება სასწრაფოდ. დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულ...
საზოგადოება • 1695895320

ლიკა ტოკლიკიშვილის პირველი განმარტება ხმაურიანი კინოჩვენების შემდეგ - ფილმ "იარე ლიზას" სცენარისტი ფიქრობს, რომ მისი თვალით დანახულ რეალობაში პრობლემა არ არსებობს. ტოკლიკიშვილი მაყურებლის რეაქციას "ა...
საზოგადოება • 1695895231

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილებას - საპროტესტო ბანერებზე/მაისურზე წარწერა"ირაყლის" გამო დაკავებული უფლებადამცველების მიმართ ადმინი...
პოლიტიკა • 1695894881

ჟურალისტი თენგო გოგოტიშვილი სოცქსელში წერს: "ეს არის ტყუილი და ნარატივი"(ქოცი დეპუტატი ბექა დავითულიანი).ამ ღლეს "ნარატივი" ცუდი სიტყვა ჰგონია“
სოცმედია • 1695894739

ჩვენ არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ მართლა გვიყვარს ქართველი ხალხი, როგორც, ფაქტობრივად, ამიერკავკასიის ყველა ერი. ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ის...
პოლიტიკა • 1695894633