ჯაბა სამუშიამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საზღვაო სამართლის სფეროში

განათლება 1695817369    121

ჯაბა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის (International Maritime Law Institute -IMLI) დირექტორმა, პროფესორმა ნორმან მარტინეს გუტიერესმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, კაპიტანმა მურთაზ დევაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულება  მოიცავს მხარეებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას, საერთაშორისო საზღვაო სამართლის სფეროში ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობასა და ცოდნის გაზიარებას.

თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობა უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მომტანია, ამიტომ თანადგომა, ცოდნის გაზიარება მისასალმებელია. „თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც. საზღვარო სამართლის სფეროს განვითარება საქართველოში დამოუკიდებლობის შემდგომ დაიწყო და ამ ინსტიტუტის გამოცდილება ჩვენთვის არის გზამკვლევი, რომ ჩვენმა სტუდენტებმა სრულყოფილი და თანამედროვე ცოდნა მიიღონ,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის (International Maritime Law Institute -IMLI) დირექტორმა, პროფესორმა ნორმან მარტინეს გუტიერესმა აღნიშნა, რომ მემორანდუმი ნაყოფიერი თანამშრომლობის დასაწყისი იქნება: „საზღვარო სამართალი საქართველოსთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, რომ მემორანდუმის საფუძველზე, ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ. იმედი გვაქვს, თანამშრომლობა მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს საერთაშორისო საზღვაო სამართლის განვითარებაში ორივე მხარისთვის.“ - განაცხადა ნორმან მარტინეს გუტიერესმა.

ღონისძიებას თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ირინე ქურდაძე, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თანამშრომლობის მიზანია საერთაშორისო საზღვაო სამართალში გამოცდილების გაძლიერება, ცოდნის გავრცელება, ერთობლივი აკადემიური ტრენინგების, კვლევების გამართვა და პარტნიორობის გაღრმავება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოთარ ფარცხალაძე
რისთვის ჩამოვიდა ოთარ ფარცხალაძე თბილისში

ოთარ ფარცხალაძე თბილისშია. ჟურნალისტებმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი აეროპორტის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ფარცხალაძეს იქ დაცვის 2 მანქანა ელოდებოდა, რომლებმაც ფარცხალაძე თბილის...

პოლიტიკა 1701719429

სახ
"ბედნიერი ამბები გვაქვს... ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა... ვუყიდეთ საცხოვრებელი სახლი" - აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

„ბედნიერი ამბები გვაქვს და თან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ. ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა და არ შეუშვა სახლში არავინ, სწორედ იმიტომ, რომ ავად არიან და ქუჩაში სძინა...

სოცმედია 1701719400

მეგი გოცირიძე
"ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწვევს…” – რას წერს მეგი გოცირიძე

"მიშას წინააღმდეგ, რომ დაირაზმნენ ევსაქები და გროშებად შეისყიდეს აქტივისტები, ვინც მათ გაჰყვა, ახლა კედლიდან-კედელზე რომ დაწანწალებენ და მელიას გმობენ მიშას გამო, ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწ...

სოცმედია 1701719370

აერ
საქართველოდან გასტროლზე წასული ანსამბლის 9 წევრი მიუნხენის აეროპორტში ჩარჩა

საქართველოდან უცხოეთში, გასტროლზე წასული ანსამბლის 9 წევრი მიუნხენის აეროპორტში ჩარჩა, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. როგორც გამოცემას სტუდია “ვარსკვლავების” ხელმძღვანელმა,...

საზოგადოება 1701719100

გია ხუხაშვილი
"ელექტორალური თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია უკვე გაყოფილია..." - გია ხუხაშვილი

„პროცესი, რაც მიმდინარეობს კანონზომიერია. კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს არ დაწყებულა. მეტსაც გეტყვით, ელექტორალური თვალსაზრისით ეს პარტია დიდი ხანია უკვე გაყოფილია...“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმ...

პოლიტიკა 1701719068

ვანო ნადირაძე
"დღესდღეობით უკვე გვაქვს ოპერატიული პლაცდარმი რამდენიმე ადგილას" - რას წერს ვანო ნადირაძე

"მოკლედ დავწერ, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის ოლქში ტაქტიკური პლაცდარმი შექმნიდან უკვე გადავედით ოპერატიულ პლაცდარმზე. აქამდე იყო ტაქტიკური პლაცდარმი, მუშაობდნენ სიღრმეში დაზვერვის ჯგუფები საა...

სოცმედია 1701718740