ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა

განათლება 1695811715    105

ჯაბა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა, რომელშიც 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობს, მათ შორის: დიდი ბრიტანეთიდან,  უკრაინიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან, ყაზახეთიდან, ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან; აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი,პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მე-16 საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის თემაა „სოციალისტური რეალიზმის ეპოქა ლიტერატურასა და ხელოვნებაში“თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) თანამონაწილეობით იმართება.

თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიმოიხილა სოციალისტური რეალიზმის ეპოქის მოვლენები ლიტერატურისა და ხელოვნების მიმართულებით. მან ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელს შესთავაზა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით,  გამოსცეს ანთოლოგია სოციალისტური რეალიზმის ეპოქის ლიტერატურაზე. „სოციალისტური რეალიზმი არის ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი, ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენი საზოგადოება ცხოვრობდა“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

სიმპოზიუმი ინტერდისციპლინური ხასიათისაა. მასში მონაწილეობას იღებენ არა მარტო ლიტერატურის, არამედ თეატრისა და კინოს მკვლევრები, ასევე - ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, ფილოსოფოსები. ღონისძიების მიზანია სოციალისტური ეპოქის მწერლობისა და ხელოვნების ძირითადი და დარგობრივი ტენდენციების შეფასება.

„სოციალისტური რეალიზმი არის ყველაზე გვიანდელი კულტურული გამოცდილება არა მარტო საქართველოსი, არამედ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ სოციალისტური იდეოლოგიის ზეგავლენის ქვეშ. ვფიქრობ, ვალდებული ვართ გადავხედოთ, გადავსინჯოთ და ჩამოვაყალიბოთ ის ძირითადი დასკვნები, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ პერიოდის კვლევის დროს არა მარტო ლიტერატურაში, არამედ სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა ირმა რატიანმა.

28, 29 სექტემბერს სიმპოზიუმის სამეცნიერო სესიები მუშაობას  განაგრძობს  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები: მრგვალი მაგიდა  „ხელოვნება და სოციალისტური რეალიზმი“, ხელოვნებათმცოდნეების -  თეო ხატიაშვილისა და გოგი გვახარიას მოდერატორობით; დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში თანამედროვე ქართველი ავტორების მონაწილეობით, სახელწოდებით „მწერლები მწერლობის შესახებ“, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მანანა კვაჭანტირაძისა და ფილოლოგიის დოქტორის ადა ნემსაძის მოდერატორობით. მონაწილეობენ: ბექა ქურხული, გაგა ნახუცრიშვილი, კატო ჯავახიშვილი, რეზო თაბუკაშვილი და სხვ; შეხვედრა რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელ მწერალ და კინორეჟისორ ნანა ექვთიმიშვილთან. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საბურთალო
საბურთალო“ აჭარაზე ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ საქართველოს თასის ფინალთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის. კლუბში აცხადებენ, რომ ფინალამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვას საზოგადოებაში არაერთგვაროვან...

საზოგადოება 1701716999

მერაბ მეტრეველი
"ეს ხუმრობა ჩემს ბავშვობაში ბათუმში ძლაიან გავრცელებული იყო" - რას წერს მერაბ მეტრეველი

"ეს ხუმრობა ჩემს ბავშვობაში ბათუმში ძლაიან გავრცელებული იყო: "აჭარა აჭარლებს, კოწიები ჩოლოქს იქით!" "კოწიებს" აჭარლები გურულებს ეძახიან და ეს ხუმრობა დაახლოებით იგივე შინაარასს ატარებს, რასაც თბილისელ...

სოცმედია 1701716649

ავარია
ტრაგედია გორში - ახალგაზრდა კაცს მანქანა დაეჯახა

გორში მანქანა ახალგაზრდა კაცს დაეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, დაზარალებულის დასახმარებლად ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია, თავდა...

შემთხვევა 1701716378

დათო ოქიტაშვილი
„ესაა ისტორიული ფოტო“ - ვისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს დათო ოქიტაშვილი

საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოცქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ესაა ისტორიული ფოტა ქალბატონნანის კონცერტიდან რომელიც ჩემი ორგანიზებით ჩატარდა  ასე დაოწყო ჩვენი დიდი მეგ...

სოცმედია 1701699996

ფარცხალაძე
რა მიზნით ჩამოვიდა ფარცხალაძე საქართველოში - ახალი დეტალები

არსებული ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოში მოსკოვიდან ჩამოფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მისი გამოსვლის დრო ავიაკომპანია "აზიმუტის" დაფრენის დროს [16:00] ე...

პოლიტიკა 1701699536

წითლიძე
"ენმ არ არის სახელ-გვარებზე ჩამოკიდებული პარტია" - ანი წითლიძე ბათუმში წევრების წასვლაზე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე ბათუმში პარტიის რამდენიმე წევრის წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ენმ "სახელ-გვარებზე ჩამოკიდებული" პარტია არ არის. "მე არ მგონია, რომ აჭარაში ეს წასულები, მ...

პოლიტიკა 1701698359