ჯაბა სამუშიამ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თსუ - სან დიეგო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თემაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს მიერ ორგანიზებული კონფერენციის  პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

 

სიტყვით გამოსვლისას თსუ რექტორმა  უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ საერთაშორისო პროგრამებსა და უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული  საერთაშორისო პროგრამებისა თუ პროექტების განხორციელებაში. ინტერნაციონალიზაციის პროცესის  ხელშეწყობისთვის ბოლო წლებში თსუ-ის 400-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი მონაწილეობდა გაცვლით პროგრამაში ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.

 

,,ინტერნაციონალიზაციის პროცესი უნივერსიტეტებს აძლევს სრულიად ახალ შესაძლებლობებს,  ახალ მიმართულებებს, რომელიც ცვლის უმაღლესი სკოლის ფილოსოფიას. ამ თანამშრომლობის სასიკეთო შედეგები უკვე საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და მეტად  ვიზრუნოთ საერთო პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაზე. ჩემთვის საამაყოა, რომ თსუ-ის პროგრამები პირველი იყო, რომლებმაც ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია მიიღო. მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო აქტიურად გაიმართება მსგავსი სახის კონფერენციები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი საერთო პროგრამებისა და თანამშრომლობის განვითარებას“ -განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თამარ ჭელიძემ გააკეთა მოხსენება „ინტერნაციონალიზაციის სტატუსი და მიზანი თსუ-ში“, რომელშიც უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაზე, ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უნივერსიტეტებთან არსებულ გაცვლით პროგრამებზე ისაუბრა; განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ სასწავლო პროგრამებზე: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერება (ქართული, ინგლისური), ასევე, თსუ-ს საბაკალავრო პროგრამა “ქიმია“, პირველი პროგრამა საქართველოში, რომელმაც ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) სერტიფიცირება მიიღო.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა უილიამ ტონგმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ჰალა მადანატმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა სკოლის დეკანმა ჯეფრი რობერტსმა, თბილისის სახელმწიფო, ილიას სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების რექტორებმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამერიკისა და ევროპის 200-მდე უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. ამ ეტაპზე უნივერსიტეტში  23 ინგლისურენოვანი პროგრამა ხორციელდება, რომლებიც შემუშავებულია უცხოელ პარტნიორებთან ერთად.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ცაჰკნა
"მე საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ მჯერა" - მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ მას საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ სჯერა. მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ საბჭოზე საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ, საუბა...

პოლიტიკა 1733239998

სუჯაშვილი
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის პოსტზე გელა გელაძემ შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.   რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი, უცნობია, ასევე ი...

პოლიტიკა 1733238950

ვოლსკი
"არ დაუტოვებია არაფერი, ნუ მოიგონეთ რაღაცა. ხარაშო, კაი“ - ვოლსკი ღარიბაშვილზე

"თუ შინაურულად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ ოფიციალურად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ პროვოკაციის მიზნით მეკითხები, კიდევ გეუბნები, არ დაუტოვებია არაფერი. ანუ სამივე შემთხვევაში არა......

პოლიტიკა 1733238244

პიროტექნიკა
საქართველოს მასშტაბით პიროტექნიკის მაღაზიები დაიხურა

საქართველოს მასშტაბით პიროტექნიკის მაღაზიები დაიხურა. ობიექტებში, რომლებიც პიროტექნიკით ვაჭრობდნენ, შემოსავლების სამსახური, გუშინ, შევიდა და აღწერა დაიწყო. ფეიერვერკები ამოიღეს იმ მაღაზიებიდანაც, სადა...

საზოგადოება 1733238163

პრეზიდენტი საკონსტიტუციო
„საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს თავის თავს გამოუტანა განაჩენი“ - პრეზიდენტი

საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს თავის თავს გამოუტანა განაჩენი - ამის შესახებ ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, იმედი,...

პოლიტიკა 1733238056

სააკაშვილი
„გამაოგნებელია და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება“ - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოცქსელში წერს: გამაოგნებელია და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება რომელსაც გადაჭარბების გარეშე მთელი მსოფლიო სულგანაბული ადევნებს თვალყურს.ის ბევრად აღემატება ბ...

პოლიტიკა 1733231137