ჯაბა სამუშიამ  „თსუ ახალგაზრდული ფორუმი ანაკლია 2023“ გახსნა

განათლება 1695023045    37

თსუ ანაკლია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 200-ზე მეტი სტუდენტი ხუთ დღეს გაატარებს ანაკლიაში  სტუდენტურ ბანაკში, რომელიც რექტორმა, აკადემიკოსმა  ჯაბა სამუშიამ გახსნა. პროექტი „თსუ ახალგაზრდული ფორუმი ანაკლია 2023“ ახალგაზრდული სააგენტოს მხარდაჭერით იმართება და სტუდენტებისთვის სხვადასხვა სახის აქტივობას ითვალისწინებს.

 

პროექტის ფარგლებში თსუ შვიდივე ფაკულტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში, მოუსმენენ საჯარო ლექციებს. პირველი საჯარო ლექცია თემაზე „სამხედრო ხელოვნება ძველ საქართველოში“ სტუდენტებს რექტორმა ჯაბა სამუშიამ წაუკითხა. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალგაზრდული სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ჩვენი სტუდენტებისთვის. ეს არის ძალიან კარგი საშუალება, რომ ახალგაზრდებმა თან დაისვენონ და თან მიიღონ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, მოუსმინონ ლექციებს, მიიღონ მონაწილეობა ვორკშოპებში, გაიცნონ ერთმანეთი, დამეგობრდნენ, ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში, ინტელექტუალურ თამაშებში,“- განაცხადა თსუ რექტორმა.

 

„აქ ძალიან კარგი შესაძლებლობაა სხვა ფაკულტეტის სტუდენტების გაცნობის, მათთან დაახლოების. ჯერ-ჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ. ასევე, ვარ კიდევ ბევრი საინტერესო ამბისა და აქტივობის მოლოდინში“- განაცხადა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა მარიამ ჩხეიძემ.

 

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის ლერი ხარატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ არაფორმალურ გარემოში განიტვირთონ და  ამავე დროს, მიიღონ ისეთ აქტივობებში მონაწილეობა, რომელიც არის როგორც საგანმანათლებლო, ასევე გასართობი ხასიათის.

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლის ნინო ოხანაშვილის თქმით, ახალგაზრდობის სააგენტო ხუთი დღის მანძილზე მასპინძლობს თსუ-ს ახალგაზრდულ ფორუმს, სადაც 200 სტუდენტი მიიღებს ინფორმაციას, გაიღრმავებს ცოდნას მოხალისეობის შესახებ და შეიძენს უნარებს, რომელიც მათ დაეხმარება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

„თსუ ახალგაზრდული ფორუმი ანაკლია 2023“ სპორტულ ტურნირებსა და ინტელექტუალურ თამაშებში გამარჯვებულთა დაჯილდოებით 20 სექტემბერს  დასრულდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქბანკი ქალები
საქართველოს ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ გრძელდება

საქართველოს ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” კიდევ ერთი ნაკადის გადამზადების პროცესს აგრძელებს. მისი მიზანი,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1695897141

ლიკა
პატარა ლიკამ დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულად ემართება კრუნჩხვა, ოპერაციის ჩასატარებლად მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ეს ნამცეცა გოგო ლიკა მოსაშვილია თელავის რაიონიდან ოპერაციისთვის ემზადება. 2700 ლარი სჭირდება სასწრაფოდ. დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულ...

საზოგადოება 1695895320

ირე ლიზა
„იარე ლიზას“ სცენარისტის პირველი კომენტარი სკანდალური ჩვენების შემდეგ

ლიკა ტოკლიკიშვილის პირველი განმარტება ხმაურიანი კინოჩვენების შემდეგ - ფილმ "იარე ლიზას"  სცენარისტი ფიქრობს, რომ მისი თვალით დანახულ რეალობაში პრობლემა არ არსებობს. ტოკლიკიშვილი მაყურებლის რეაქციას "ა...

საზოგადოება 1695895231

შეაწუხე ირაყლი
"ირაყლის" გამო უფლებადამცველების და აქტივისტების დაჯარიმება უკანონოა - SJC

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილებას - საპროტესტო ბანერებზე/მაისურზე წარწერა"ირაყლის" გამო დაკავებული უფლებადამცველების მიმართ ადმინი...

პოლიტიკა 1695894881

გოგოტიშვილი
„ამ ღლეს "ნარატივი" ცუდი სიტყვა ჰგონია“- „ოცნების“ რომელ დეპუტატზე საუბრობს თენგო გოგოტიშვილი

ჟურალისტი თენგო გოგოტიშვილი სოცქსელში წერს: "ეს არის ტყუილი და ნარატივი"(ქოცი დეპუტატი ბექა დავითულიანი).ამ ღლეს "ნარატივი" ცუდი სიტყვა ჰგონია“ 

სოცმედია 1695894739

ლავროვი
„მართლა გვიყვარს ქართველი ხალხი“ - ლავროვი

ჩვენ არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ მართლა გვიყვარს ქართველი ხალხი, როგორც, ფაქტობრივად, ამიერკავკასიის ყველა ერი. ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ის...

პოლიტიკა 1695894633