ჯაბა სამუშიას ინიციატივით თსუ სტუდენტებისთვის აუდიო წიგნები იქმნება
განათლება • 1684744435 27

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სახელმძღვანელოების აუდიო ვერსიები შეიქმნება. აღნიშნულთან დაკავშირებით თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკისა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ბიბლიოთეკის წარმომადგენლები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებისთვის,შესაბამისი აპარატურის საშუალებით, შექმნიან აუდიო სახელმძღვანელოებს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება თსუ-ს ყველა სტუდენტისთვის. გახმოვანების პროცესში ჩაერთვებიან მოხალისე სტუდენტები, რომლებიც შესაბამის ჰონორარს მიიღებენ.
თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, გარდა აუდიო სახელმძღვანელოებისა, სმენადაქვეითებული სტუდენტებისთვის იგეგმება ჟესტური ენის გამოყენებით სახელმძღვანელოების ვიდეოჩანაწერების გაკეთება. „ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების ინტეგრაციას საუნივერსიტეტო სივრცეში“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
ინკლუზიური გარემოს გაუმჯობესებისა და ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელის წევრი. 2019 წლიდან თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის კოორდინაციით ხორციელდება პროექტი „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ .
თსუ-ის ბიბლიოთეკაში გახსნილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (უსინათლო) სტუდენტებისთვის განკუთვნილი სამკითხველო კუთხე, რომელიც აღჭურვილია სპეციალური კომპიუტერებით, პრინტერებით, დისკებითა და ბრაილის შრიფტიანი ლიტერატურით.

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე Edison Research-ის კვლევას ეხმაურება და წერს: “მე მგონი ყველა კითხვაზე პასუხია: არა შოვის ტრაგედიის გამეორებასო, არა ფარცხალაძესო, არა ჩარტერულ კრუიზებსო, არა ფასა...
სოცმედია • 1695932700

"ოდესმე აუცილებლად დავჯდები და კვარაცხელიას ერთ თამაშს მაინც ვუყურებ. ფეხბურთს ბოლოს რამდენიმე წლის წინ ვუყურე, ისიც იმის ხათრით, სტუდენტთან ნიძლავი მქონდა დადებული. სტუდენტმა წააგო, თავანი საგნის შე...
სოცმედია • 1695932400

გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში 23 წლის ბიჭი მოკლეს. ახალგაზრდის შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე წერს და ფოტოს ავრცელებს. მისი ინფორმაციითვე, მოკლული ბიჭი ავთო სიხარულიძეა. "გლ...
სოცმედია • 1695931800

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ბესო ლორიას მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ სტატუსს აქვეყნებს: „ბესო ლორია, 2020 წლის 28 სექტემბრის სტატუსი: "შენს ენაზე არ გელაპარაკნენ შენსავე ქვეყანაში. გულის...
სოცმედია • 1695931500

"იარე, ლიზა!" - ციტატა ფილმიდან: "ხშირად შარვალი გვისველდებოდა, ამ დროს წამალი გშველის... როცა მიხვდნენ ამას, მოგვაყარეს და მოგვაყარეს წამალი... ჩვენ გმირები არ ვიყავით..." /ლიზას ქმარი/ პ.ს. დიახ, ჩვ...
სოცმედია • 1695931500

ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ე.წ ოთარის გვარდია ჰქვია, - ამის შესახებ „მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა. „ფარცხალაძე აკონტროლ...
პოლიტიკა • 1695930900