კომპიუტერული ლოგიკის საშემოდგომო სამიტი (CLAS 2022) თსუ-ში

თსუ

მსოფლიოს 200 უნივერსიტეტის წარმომადგენელი 300 მეცნიერი მონაწილეობს კომპიუტერული ლოგიკის საშემოდგომო სამიტში (CLAS 2022), რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს. თსუ  ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის და კურტ გიოდელის საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით გამართული ღონისძიება აერთიანებს ექვს კონფერენციას, სამ სეზონურ სკოლას და ერთ ვორქშოფს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, უნივერსიტეტში იმართება ყველაზე დიდი თავყრილობა იმ სპეციალისტებისა, რომლებიც მუშაობენ მათემატიკურ ლოგიკაში. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც ჩვენი მეცნიერებისთვის, მკვლევრებისთვის, ასევე, მთელი მსოფლიოს მეცნიერებისთვის, რომლებიც მუშაობენ სამომავლო ტექნოლოგიებზე. რა თქმა უნდა, ფანტასტიკური შესაძლებლობაა ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომ დაინახონ თუ რა მიმართულებით განვითარდება ეს დარგი უახლოეს მომავალში.“

სამიტში შემავალი კონფერენციები და სკოლები კომპიუტერული ლოგიკის, თეორიული კომპიუტერული მეცნიერებების და კომპიუტერული მათემატიკის სხვადასხვა მიმართულების წამყვანი ტრადიციული ღონისძიებებია, რომლებიც მრავალი წელია, ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. მათ შორის: ინტელექტუალური კომპიუტერული მათემატიკის მე-15 საერთაშორისო კონფერენცია; დეკლარაციული პროგრამირების პრინციპებისა და პრაქტიკის 24-ე საერთაშორისო სიმპოზიუმი; ლოგიკაზე დაფუძნებული პროგრამათა სინთეზის და გარდაქმნის 32-ე საერთაშორისო სიმპოზიუმი; პროგრამათა აგების მათემატიკის მე-14 საერთაშორისო კონფერენცია;  გამოთვლების თეორიული ასპექტების მე-19 საერთაშორისო კოლოკვიუმი; გაშვების ვერიფიკაციის 22-ე საერთაშორისო კონფერენცია; გადაწერის მე-13 საერთაშორისო სკოლა;

გამოთვლების თეორიული ასპექტების საერთაშორისო კოლოკვიუმის საზაფხულო სკოლა;

თბილისის მე-16 საერთაშორისო სკოლა ლოგიკასა და ენაში; ციფრულ დამტკიცებათა ევროპული კვლევითი ქსელის EuroProofNet-ის ვორქშოფი დამტკიცებების დიდი ბიბლიოთეკების შემუშავებაზე, მომსახურებაზე, რეფაქტორიზაციასა და ძებნაზე.

„ეს შეხვედრა შესანიშნავი შესაძლებლობაა ადამიანებისთვის მსოფლიოს ყველა რეგიონიდან, რომ შეიკრიბონ და განიხილონ მეცნიერების ის საკითხები და ძირითადი მიმართულებები, როგორიცაა ლოგიკა, ენა და მასთან დაკავშირებული თემები. იმ ადამიანებს შორის, რომლებიც პროგრესზე ფიქრობენ, აუცილებელია მსოფლიოში არსებული ტექნოლოგიის ძირითად ფორმებზე ინფორმაციის გაცვლა. ეს არის შესაძლებლობა, რომ გავერთიანდეთ, გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა, იდეები და ვისწავლოთ ერთმანეთისგან,“- აღნიშნა თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორმა ნახუმ დერშოვიცმა.

კომპიუტერული ლოგიკის საშემოდგომო სამიტში მომხსენებელთა და პროგრამული კომიტეტების წევრთა სახით ჩართულია 300‐მდე მეცნიერი მსოფლიოს 35 ქვეყნის 200‐ზე მეტი უნივერსიტეტიდან. სეზონურ სკოლებზე მოწვეული არიან ლექტორები ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტებიდან, ხოლო დამსწრეები არიან როგორც უცხოელი, ასევე ქართველი სტუდენტები. სამიტის ორგანიზებაში უცხოელ მეცნიერებთან ერთად ჩართულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

„კომპიუტერული ლოგიკის შემოდგომის სამიტი აერთიანებს 6 საერთაშორისო კონფერენციას და სამ სეზონურ სკოლას. ეს კონფერენციები 30 წელზე მეტია ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და სარგებლობენ მაღალი რეიტინგით. წელს ის ფაქტი, რომ ეს კონფერენცია ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხაზს უსვამს იმას, რომ კონფერენციების კომიტეტის წევრები ენდობიან ქართველ მეცნიერებს და ისინი დათანხმდენენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდეს ეს კონფერენციები. აღსანიშნავია, რომ მაგალითად ერთ-ერთი კონფერენცია, რომელიც არის ამ სამიტის ნაწილი, მომავალ წელს ტარდება კემბრიჯის უნივერსიტეტში,“-განაცხადა თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ბესიკ დუნდუამ.

სამიტში შემავალ კონფერენციებს და სკოლებს საკმაოდ დიდი ხნის ტრადიცია აქვთ, მაგრამ მათი ისეთი კოლოკაცია ერთიანი ქოლგის ქვეშ, როგორსაც CLAS გვთავაზობს, პირველად ხდება. ეს საშუალებას მისცემს მასში მონაწილე მეცნიერებს მოკლე პერიოდის განმავლობაში შეხვდნენ, თავიანთი შედეგები გააცნონ და იდეები გაუზიარონ კომპიუტერული მეცნიერებების, ლოგიკის და მათემატიკის სხვადასხვა ქვედარგში მომუშავე ბევრ კოლეგას. სამიტი მნიშვნელოვანია ქართველი მეცნიერებისთვისაც, რომელთაც შეეძლებათ ადგილზე გაეცნონ მოწინავე კვლევებს კომპიუტერულ ლოგიკაში, გაიცნონ და საქმიანი ურთიერთობა დაამყარონ წამყვან სპეციალისტებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამიტის როლი ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის, რომელთაც კონფერენციების გარდა, სეზონურ სკოლებში მონაწილეობითაც შეუძლიათ თავიანთი ცოდნის და კომპეტენციის გაღრმავება და ცნობილ ექსპერტებთან პირადი ურთიერთობების დამყარება. ის ფაქტი, რომ ამ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კონფერენციებისა და სკოლების მმართველი კომიტეტები დათანხმდნენ მათ საქართველოში ჩატარებას, მიუთითებს იმ ნდობასა და ავტორიტეტზე, რითაც სამიტის საორგანიზაციო კომიტეტში შემავალი ქართველი მეცნიერები სარგებლობენ უცხოელ კოლეგებს შორის.

სამიტის სპონსორები არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Amazon Web Services, AnyDesk, Runtime Verification Inc და Springer. სამიტის ფარგლებში „შპრინგერი” მოაწყობს თავისი წიგნების გამოფენა-გაყიდვას, მათი წარმომადგენელი კი გეგმავს ქართველ მეცნიერებთან შეხვედრას საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემათა თანამედროვე მიმართულებების საკითხზე. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიუ იორკი თავის დაწვა
ნიუ იორკის სასამართლოსთან, ტრამპის პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა

ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კაცი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდე...

მსოფლიო 1713597680

სტუდენტი
სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, კობახიძის ლექციაზე არ შეუშვეს

ირაკლი კობახიძის სტუდენტი ლექციაზე არ შეუშვეს. ახალგაზრდას, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, სალექციო აუდიტორის კარიი ჩაუკეტეს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტს...

პოლიტიკა 1713596794

ნათია ფანჯიკიძე
„ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ?“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში ვიდეოს აქვეყნებს და სოცქსელში წერს: „ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ? როგორ შევძელით? სამი ვერსია მაქვს - არც ისე ცუდები ვართ, როგორც ხშირად გვეჩვენე...

სოცმედია 1713596625

ლავროვი
„შვეიცარია ღიად მტრული ქვეყანაა“ - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შვეიცარია უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო კონფერენციას ვერ უმასპინძლებს, რადგან ის ნეიტრალური ქვეყნიდან „ღიად მტრულ სახელმწიფოდ“...

მსოფლიო 1713596491

გამომცემლები
"დაუშვებლად მიგვაჩნია იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები" - გამომცემელთა ასოციაცია

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ თავისუფალი, ცივილი...

პოლიტიკა 1713594042

მასწვლებელი
„რა ვუთხრა ხვალ ბავშვებს? ასე უხერხულად არასდროს ვყოფილვარ“ – მასწავლებელი რუსულ კანონზე

 მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი მელორ ცქვიტაია ფეისბუქში რუსული კანონს ეხიანება და წერს: „თითქმის სამი ათეული წელია მასწავლებელი ვარ! ასე უხერხულად...

საზოგადოება 1713593827