მაღალრეიტინგულ პირველსემესტრელთა დაჯილდოება

განათლება 1636545318    84

თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდივე  ფაკულტეტზე  ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული ბაკალავრიატის და მაგისტრატურის  ყველაზე მაღალრეიტინგული  პირველსემესტრელი სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ფაკულტეტების დეკანებმა პლანშეტებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. თსუ რექტორმა სტუდენტებს მადლობა გადაუხადა თსუ-ის არჩევისთვის, წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ COVID-19-ის პანდემია მალე დასრულდება და სტუდენტები დაუბრუნდებიან სააუდიტორიო მეცადინეობებს. 

2021 წელს, საქართველოს მასშტაბით არასახელოვნებო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს  შორის რეიტინგით პირველი მარიამ შენგელია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების სტუდენტია. „დარწმუნებული ვარ, რომ თსუ-ში ჩაბარება კარგი გადაწყვეტილებაა. დღეს უნივერსიტეტმა სიმბოლური საჩუქრები გადმოგვცა, რაც ჩემთვის სიურპრიზი იყო.  გამიხარდა რექტორის და დეკანების გაცნობა და მიხარია, რომ უნივერსიტეტი ასეთ მოტივაციას აძლევს პირველსემესტრელებს,“- აღნიშნა მარიამ შენგელიამ. 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის ყველაზე მაღალრეიტინგული პირველსემესტრელი სტუდენტი ნინო გეგენავა გახდა, რომელიც ოთხი წლის წინ ბაკალავრებს შორისაც ფაკულტეტზე პირველ ადგილს იკავებდა. ნინო  სწავლას მაგისტრატურის საფეხურზე  თარგმანთმოცდნეობისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების მიმართულებით განაგრძობს. „პირველ რიგში, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამდენი ხნის შემდეგ, დავბრუნდი უნივერსიტეტში, მენატრებოდა და ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, აკადემიურ სივრცეში. მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ ჩემი შრომა, რომელიც ჩავდე ამ გამოცდისთვის მზადებაში, დაფასდა. ჩემი მოლოდინები ფაკულტეტთან დაკავშირებით, საბაკალავრო პერიოდმა უკვე გაამართლა და დარწმუნებული ვარ, რომ სამაგისტრო პროგრამაც ამჟამინდელ მოლოდინებს გაამართლებს,“- აღნიშნა ნინო გეგენავამ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, წელს თსუ-ში 5 200 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ქვეყნის მასშტაბით, ყოველი მესამე გრანტოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.  თსუ-ში სწავლების სამივე საფეხურზე 240-მდე აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს. უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 22 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გზა
ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების  გამო, გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების  გამო, 9 დეკემბრის 08:00 საათიდან  11 დეკემბრის  08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.   შეზღუდვა ორბელიანის ქუჩაზე, ორბ...

საზოგადოება 1702100847

მერია
თბილისის მერიის განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერის კორუფციული გარიგების წყალობით, „თბილისის განვითარების ფონდმა" გამრეკელის ქუჩაზე სამუშა...

საზოგადოება 1702100751

ამინდი
"თოვლი, წვიმა და ქარი..." - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8-9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და შავი ზღვის სანაპირო რაიონებში იქროლებს...

საზოგადოება 1702100508

ნდობის სივრცე
ფსიქოლოგიური თანადგომის პროექტი: იპოვე მეგობარი „ნდობის სივრცეში“

კლუბმა „ნდობის სივრცე“ დაიწყო ფსიქოლოგიური თანადგომის პროექტი - იპოვე მეგობარი „ნდობის სივრცეში“. პროექტის ავტორების განმარტებით, APPR-ის მიერ კლუბის დაკვეთით ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ჩვენი ყ...

საზოგადოება 1702100159

"დამითმია ბურთი და მოედანი “ბლოგერებისთვის”, ალბათ, მისახვედრია ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი" - დერმატოლოგი ზაზა თელია "ფეისბუქს" აუქმებს
“ამ ქვეყანაში ექიმობის სურვილი დაგეკარგება ადამიანს” – ზაზა თელია  

დერმატო-ვენეროლოგი, “მტკიცებითი მედიცინის ცენტრის” ექიმი, ზაზა თელია:   თბილისში დაახლოებით 1 500 000 ადამიანი ცხოვრობსსტატისტიკურად ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ადამიანს სჭირდება დერმატოლოგის კონსულ...

სოცმედია 1702100045

დეკანოიძე
“პირველად მე გავუშვი პოლიციიდან და...“ – ხატია დეკანოიძე  

ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოსა და უკრაინაში, ხატია დეკანოიძე: დღეს, კომენტარი მთხოვეს და გავიხსენე, რომ პირველად კივა მე გავუშვი პოლიციიდან და ძალიან დიდი ხანი სასამართლოშიც ჰქონდა პროცესი ჩემს წინ...

სოცმედია 1702099764