მემორანდუმი თსუ-სა და შპს. „ლაბ“-ს შორის
განათლება • 1653463710 21

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს ერთ-ერთ წამყვან კომპანია „ლაბ“-ში სასწავლო და პრაქტიკულ მოსამზადებელ კურსს გაივლიან. ამის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და შ.პ.ს „ლაბ“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა კაჭიურმა მოაწერეს ხელი.
კომპანია „ლაბ“-ი 20-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის, მათ შორის: Microsoft, Cisco, DELL , HPE, NetApp, VMware, Fortinet, Lenovo, HP Inc. და სხვა საერთაშორისო კორპორაციების ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორია საქართველოში. თანამშრომლობის ფარგლებში თსუ სტუდენტები მონაწილეობა მიიღებენ კომპანიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და ტექნოლოგიების სფეროს პოულარიზაციაში.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ძალიან დიდი რაოდენობით პროფესიონალი მზადდება. დარწმუნებულები ვართ,რომ როგორც კომპიუტერულ მეცნიერებებზე, ისე სხვა მიმართულებებითაც შევთავაზებთ სტუდენტებს ჩვენს პოტენციურ დამსაქმებლებს. სტუდენტებს ექნებათ საშუალება სტაჟირება გაიარონ და შემდგომ ჰქონდეთ დასაქმების პერსპექტივა,”- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
კომპანიის აღმასრულებები დირექტორი ანა კაჭიურის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია თსუ-ს სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით გამტკიცება.
„ჩვენ გვინდა,რომ ის თეორია, რომელსაც მშვენივრად აწვდის თსუ სტუდენტებს, გავამყაროთ კიდევ უფრო მეტად პრაქტიკითა და ჩვენი ცოდნით. ეს მემორანდუმი მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის და ასევე IT ბაზრისთვის. დღეს ტექნოლოგიები არის ძალიან მნიშვნელოვანი დარგი, არსებობს უამრავი სხვადასხვა პროფესია,რომელიც საკმაოდ საინტერესო და მაღალანაზღაურებადია. ასე რომ გვინდა მივიქციოთ სტუდენტების ყურადღება და დავეხმაროთ მათ, გავაცნოთ რეალური პრაქტიკა,“- აღნიშნა ანა კაჭიურმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკული მომზადების გარდა, ჩაერთვებიან საერთო ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში, კონფერენციებში, მიიღებენ მონაწილეობას ტრენინგების, საჯარო ლექციების ორგანიზებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ელ ივლისს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში +22, +27 გრადუსი იქნება. აღმოსავლ...
საზოგადოება • 1656647632

რომ ჰკითხო, თავმოყვარე კაცი ვარო გეტყვის და ადამიანის გვერდით გაყვანა და ყურში დედის გინების ჩაჩურჩულება, პროვოკაციის გარდა, რა არაკაცობა, ჩმორობა და სიბინძურეა, ალბათ ახსნაც არ სჭირდება - ამის შესახე...
სოცმედია • 1656647544

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი გარდაცვლილ ძმას დაბადების დღეს ულოცავს და სოცქსელში წერს: „დღეს ჩემი კოტეს დაბადების დღეა. 50 წლის... ღმერთს სამოთხეს ვთხოვ შენთვის.“
სოცმედია • 1656647107

აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას,” – აღნიშნული განცხადებაში. შეგა...
პოლიტიკა • 1656614479

"ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა, ანრი ოხანაშვილის მხრიდან ვატო წერეთელზე თავდასხმას ეხმაურება და მას ბინძურ პროვოკაცის უწოდებს. ზარქუა, სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე და წინასწარ და...
პოლიტიკა • 1656614316

3 წლის ნინა კოღოშვილს სასწრაფოდ ჩვენი დახმარება სჭირდება. ბავშვი სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ გერმანიაში. ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო, როდესაც პატარა ნინას საყლაპავ მილზე #სიმსივნე დაუდგინდა. თურქეთში...
საზოგადოება • 1656614061