განათლება • 1635763015 35
მუნიციპალური პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი და მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება. პროგრამის მიზანი თბილისში მცხოვრები მოქალაქეების პროფესიული მომზადება/გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობაა.
პროგრამა ოთხ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით ხორციელდება და მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიისა და ინფორმაციის ტექნოლოგიის სფეროებში, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული კურსების შეთავაზებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მათ დასაქმებას ითვალისწინებს.
პროგრამის პარტნიორი კოლეჯებია:
1. „იკაროსი“
2. „მერმისი“
3. „სპექტრი“
4. გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი
დაინტერესებული მოქალაქეების ელექტრონული რეგისტრაცია პირველ ნოემბერს იწყება და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, თბილისის მერიის ვებგვერდზე: www.Tbilisi.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge. სასწავლო პროცესი დაიწყება 20 ნოემბერს.
პროფესიული სპეციალობები
კოლეჯი „სპექტრი“
1. ამზომველ- გეოდეზისტი;
2. შემდუღებელი;
3. სანტექნიკისა და გათბობა-წყალმომარაგების სისტემების მემონტაჟე;
4. ელექტრიკოსი;
5. კონდიცირების სისტემის მემონტაჟე;
6. სხვადასხვა მასალის დამუშავება თანამედროვე CAM პროგრამების გამოყენებით, 3 D მოდელირება და რთული მრავალკომპონენტიანი ნაკეთობების პროექტირება 2 ჯგუფი 30 მსმენელი;
7. მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერის, სატვირთველის და ჰიდრავლიკური ექსკავატორის) ოპერატორი;
გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი
1. ტანსაცმლის დიზაინი და კერვა;
2. ავტომობილის შემკეთებელი ელექტროტექნიკოსი;
3. ინფორმაციის ტექნოლოგია;
4. კომპიუტერული გრაფიკოსი (რასტრული გამოსახულების შექმნა და დამუშავება);
5. კომპიუტერული ქსელისა და სისტემების ტექნიკოსი;
6. სალაროს ოპერაციების განხორციელებისას საეჭვო და დაზიანებული (ეროვნული, უცხოური) ვალუტის გამოვლენა და მათი დამცავი ნიშნების ამოცნობა;
7. სალაროს ოპერაციების განხორციელება;
8. მსუბუქი ავტომობილის დიაგნოსტირება;
კოლეჯი „მერმისი“
1. ტყავის აქსესუარების კერვა;
2. მზარეული;
3. ქალის ტანსაცმლის კონსტრუირება;
4. კომპიუტერული გრაფიკული პროგრამები რიცხვითი პროგრამული
დანადგარებისთვის;
5. ძრავის კვების სისტემის დიაგნოსტიკა და სერვისი;
კოლეჯი „იკაროსი“
1. კონდიტერი (პურ-ფუნთუშეული);
2. საკონდიტრო ნაწარმის მომზადება;
3. საიუველირო საქმის მასალათმცოდნეობა (ძვირფასი ქვების და ლითონების გარჩევა და შეფასება);
4. მებაღე დეკორატორი;
5. კვებისა და სასმელების მომსახურება (F&B);
6. მზარეული - კერძების მომზადების ტექნოლოგია;
7. კონდიტერი (საკონდიტრო დიზაინი-შოკოლადი-კარამელი-მარციპანი);
8. მზარეული (ქართული სამზარეულო);
9. დასუფთავების მომსახურების უზრუნველყოფა;
10. ყასაბი - ხორცის დამუშავება და ხორცპროდუქტების მომზადება;
11. თევზის გადამუშავება და თევზის პროდუქტების მომზადება;
12. ტორტების ცხობა, გაფორმება;
13. ესთეტიკური კოსმეტოლოგია;
14. კინოლოგის ასისტენტი;
15. ვეტერინარ-ასისტენტი;
პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები:
· თბილისში რეგისტრაცია
· მინიმალური ასაკი: 18 წელი
პროგრამა 2018 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებშიც, 2018-2020 წლებში 4 500-ზე მეტი მოქალაქე გადამზადდა. მათგან უკვე დასაქმებულია 3 400-ზე მეტი მოქალაქე (დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია).
აღნიშნულ პროგრამაში წლის ბოლომდე დამატებით, 1 000-მდე მოქალაქე ჩაერთვება.
უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა, რომ 20 000-მდე გატაცებულიდან უკრაინამ რუსეთიდან 387 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. მისივე თქმით, გატაცებული ბავშვების უმეტესობა ობოლი ან მშობლის მზრუნვ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1702102427
ჟურნალისტი რაულ ქირია სოცქსელში წერს: „გუშინ საღამოს უცნობმი პირი ჩემს მეუღლეს Nino ს თავს დაესხა და მანქანიდან გასტაცა საფულე სახლთან, სადაც კამერებმა დააფიქსირა აღნიშნული ფაქტი. პირი იდენტიფიცირებულ...
სოცმედია • 1702102207
მსახიობმა ანკა ვასაძემ „რადიო ფორტუნას“ კითხვებს უპასუხა და ოჯახის შესახებ ისაუბრა. „რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლოა ცნობილი ოჯახის ყოლა, თუმცა მე ზედმეტი მომდიოდა, რადგან ძალიან ვუფრთხილდები ოჯ...
საზოგადოება • 1702102133
„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის მიერ „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ხაბეიშვილი იყო და ვაშაძე დაასვეს თავზე“, „სტრატეგ...
პოლიტიკა • 1702101948
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ „ევროკომისიის ისტორიული რეკომენდაცია საქართ...
პოლიტიკა • 1702101814
საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს - STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მომ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1702101625
ეს საინტერესოა • 1702063920
9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი