,,ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია: საუკეთესო პრაქტიკა და საქართველოს გამოცდილება“

jaba

გენდერულ თანასწორობაზე, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე ისაუბრა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებთან საჯარო დისკუსიაზე ,,ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია: საუკეთესო პრაქტიკა და საქართველოს გამოცდილება.“ღონისძიება საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერითთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.

დისკუსიაში თსუ სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად მონაწილეობდნენ პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარენინო წილოსანი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი ბაია კვიციანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამგენდერული თანასწორობის მაგალითებზეისაუბრა საქართველოს ისტორიიდან და აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოსთვის აქტუალური თემა უცხო არასდროს ყოფილა საქართველოსთვის. მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია მსგავს საკითხებზე საუბარი როგორც უნივერსიტეტებში, ასევე სკოლებში; აუცილებელია, რომ ახალგაზრდებს ასეთ მწვავე პრობლემებზე სასაუბრო სივრცე ჰქონდეთ, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება არსებული სიტუაციის გაჯანსაღებას.“

ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევ მიზეზ-შედეგობრივ ფაქტორებზე, ასევე ძალადობის პრევენციის საშუალებებსა და ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებზე გაამახვილეს ყურადღება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებმაც სტუდენტებს საქართველოში ამ კუთხით არსებულ რეალობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. დისკუსიის დროს საუბარი შეეხო პრობლემის მოგვარების წარმატებულ საერთაშორისო  მაგალითებზე.

,,მოხარული ვართ, რომ სტუდენტებს ძალიან აინტერესებთ მსგავსი საკითხების განხილვა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ შეკრებილი ახალგაზრდები ცალსახად გმობენ ძალადობას და მზად არიან სიტუაციის გასაუმჯობესებლად გასატარებელ ღონისძიებებში შემდგომი თანამშრომლობისთვის,“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

საჯარო დისკუსიის მსვლელობისას თსუ სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ მათთვის  ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა მსგავს კამპანიებში მონაწილეობა დამასში საკუთარი წვლილის შეტანა.,,ისეთ საკითხებში, როგორიცაა ძალადობა და, კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობა. ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს - საქართველოს პარლამენტს, ასევე სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის. ვფიქრობ,  რომ ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა დავძლიოთ ერთობლივი ძალებით და ამ პროცესში ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ,“ - განაცხადა თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა შოთა მშვენიერაძემ.

საჯარო დისკუსია თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თექვსმეტდღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
"ხალხის ღალატი" და "ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა" - ლატვიის პარლამენტის წევრი რუსულ კანონზე

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოწინააღმდეგეთათვის "ლაგამის ამოდებად...

პოლიტიკა 1713506162

მახალდიანის დედა
„უკვე 4 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა მოგისწრაფეს სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო დე“ – თიკა მახალდიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. თიკა მახალდიანს სჯერა, რომ „მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე...

სოცმედია 1713504727

ჭოლა
ვიდეო - „არა რუსულ კანონს“ - ჭოლა პრემიერის შემდეგ

"არა რუსულ კანონს!" - მსახიობები და ცნობილი რეჟისორები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ.   პრემიერის შემდეგ რეჟისორმა ლევან (ჭოლა) წულაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სოლიდარობა გამოუც...

საზოგადოება 1713504553

ლომჯარია აქციიდან
,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პარლამენტთან, აქციაზე გადაღებულ კადრს გვიზიარებს. ,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!”, -წერს ნინო ლომჯარია. შეგა...

სოცმედია 1713498911

რასა იუკნევიჩიენე
დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი...

პოლიტიკა 1713496347

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
“ირონიულია, რომ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია” – კელი დეგნანის უმწვავესი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელ...

პოლიტიკა 1713496163