რა განცხადებას ავრცელებს განათლების მინისტრი

განათლება 1663220360    163

განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

დღეს, 15 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. მინდა, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება.

განსაკუთრებით ვულოცავ ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას ჩვენს პატარებს – პირველკლასელებს. მათ დღეს პირველად შეაღეს საკლასო ოთახის კარი, სადაც თითოეულ მოსწავლეს უსაფრთხო, მეგობრული და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო დახვდათ.

მსურს, გულითადად მივულოცო ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს – მათ, ვინც თავისი პროფესიონალიზმითა და თავდაუზოგავი შრომით ერთგულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის მომავალზე ზრუნვას.

ჭეშმარიტად განათლებული თაობა საქართველოს წინსვლისა და განვითარების მყარი საფუძველია. მჯერა, ჩვენი ახალგაზრდები სკოლაში მიღებული ცოდნის რეალიზებითა და განსაკუთრებული შესაძლებლობებით კიდევ არაერთხელ ასახელებენ სამშობლოს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.კიდევ ერთხელ გილოცავთ, ყველას წარმატებულ, ნაყოფიერ და მშვიდობიან სასწავლო წელს გისურვებთ!“ - აცხადებს მინისტრი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჟვანია
ნახეთ, როგორ ულოცავს ნინო ჟვანია ზურაბ ჟვანიას 59 წლის იუბილეს

ზურაბ ჟვანიას ქვრივი, ნინო ჟვანია მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს.

სოცმედია 1670585374

პუტინი
„დასავლეთმა უკრაინა საკუთარ კოლონიად გადააქცია“ - პუტინი

პუტინის მტკიცებით, დასავლეთმა უკრაინა საკუთარ "კოლონიად" გადააქცია, ხოლო უკრაინელებს "საზარბაზნე ხორცად" იყენებს. ამის შესახებ მან დსთ-სა და შანხაის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გაგზავნი...

პოლიტიკა 1670585193

არადეკლარირებული ოქრო
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და თანხა გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, ა.ტ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის,...

კრიმინალი 1670585033

სანთლები
,,ამ სიტყვების დაწერის ძალაც არ მაქვს“ - ვინ არის ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, რომელიც 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ისტორიკოსი, ლექტორი და პედაგოგი იოსებ ალიმბარაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გარადცვლილის ახლობლები ავრცელებენ. ალიმბარაშვილი 2010 წლიდან გორის სახელმწიფო უნივერსიტ...

საზოგადოება 1670582947

ახალი
Ritter Sport – ფერებით გამოხატული ჯადოსნური გემოები

ნამდვილი შოკოლადის გემო, კვადრატული ფორმა და ცისარტყელაზე უფრო ფერადი – ეს Ritter Sport-ის მთავარი მახასიათებლებია, ბრენდის, რომელსაც მსოფლიოს ყველა კუთხეში იცნობენ და რომელიც ყველას განსაკუთრებით უყვ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1670582407

გლუკსმანი სააკაშვილი
„ვაპირებთ მობილიზებას, რათა მიშა ევროპულ ჰოსპიტალში გადაიყვანონ“ - ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი

ვაპირებთ თუ არა ციხეში სიკვდილის ნება მივცეთ ადამიანს, რომელიც პუტინის ნომერ პირველი მტერი იყო? - ამ კითხვით იწყებს საკუთარ წერილს ფრანგი ევროპარლამენტარი, რაფაელ გლუკსმანი. წერილი ევროპელმა პოლიტიკოს...

პოლიტიკა 1670582238