რეგიონში პირველი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები პროფესიულ განათლებაში თსუ-ში ამოქმედდა
განათლება • 1685718854 60

ამიერკავკასიაში პირველად, პროფესიული განათლების მიმართულებით ახალი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „პროფესიულ განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ და სადოქტორო პროგრამა „პროფესიული განთლება“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ამოქმედდა.
პროგრამები პროფესიული განათლების მიმართულებით მკვლევრების მომზადებაზეა ორიენტირებული.
სამაგისტრო პროგრამის „პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა რუსუდან სანაძემ პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა გერმანელი კოლეგების ჩართულობა მომზადების პროცესში. მისი თქმით, სტუდენტებს თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ გერმანიაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა ექნებათ. პროგრამების მხარდამჭერია გერმანული ორგანიზაცია (GIZ) და გერმანიის ფედერალური სამინისტრო. რუსუდან სანაძის განცხადებით, რადგან პროგრამები ინგლისურენოვანია, მასზე სწავლა არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ სტუდენტებსაც შეეძლებათ.
ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, სტუდენტები, გერმანელი სპეციალისტები ესწრებოდნენ.
პროგრამები შექმნილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ,,კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ და მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტის „პროფესიული განათლება და შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ (VoCasian) პროექტების მხარდაჭერით.

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში გაუჩინარებული, 29 წლის ვანიკო ღარიბაშვილი იპოვეს. ამ ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს. “ვიპოვეთ მადლობა და დიდება უფალს პირველ რიგში, არ ვიცი როგორ და რანაირად მაგრამ თქვენ ა...
სოცმედია • 1696019100

“ჩვენი შვილების სისხლს არ დაგაღვრევინებთ! მადლობა ბიჭებო! ძალიან მაგრად მუშაობს სუს-ი! არ აგარევინებთ,არა!!!! ხალხი მთავრობის მხარეს დგას!!!!” წერს ლალი მოროშკინა.
სოცმედია • 1696018800

"რიგითი ქოცტროლი მეკითხება ქოც სააგენტოს კომენტარში - 9 წელი სად იყავით სისხლისმსმელი ნაცები და თქვენი სააკაშვილიო და პასუხი დავაკოპირე: ----სად ვიყავით და სახელმწიფოს ვაშენებდით, მიშას ვედექით გვერდი...
სოცმედია • 1696018500

დეკანოზი თეიმურაზ ქორიძე მართვით სუნთქვაზეა. გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ფილტვების პრობლემის გამო მდგომარეობა დაუმძიმდა. "უმორჩილესად გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ უძლურებაში მყოფი მ...
საზოგადოება • 1696018200

გია სურამელაშვილმა ყოფილ შეყვარებულს მორიგი მიმართვა მიუძღვნა. @giasuramelashvili0 #ფორიუზეა? #გლობალ🌍 ♬ original sound - Gia Suramelashvili
სოცმედია • 1696017900

"#სუფთაჰაერიჩემიუფლებაა უდაბნოს მტვერი არ გეგონოთ, თბილისია ჭავჭავაძის 47 ნომერი, სახლის დემონტაჟი. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია" წერს მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლაცს" და ვიდეოს ავრცელებს.
სოცმედია • 1696017300