„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების თანამედროვე გამოწვევები"

განათლება 1664547472    38

თსუ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები, პრაქტიკოსი იურისტები, მეცნიერები და მკვლევრები მსოფლიოს 13 ქვეყნიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საკითხებს განიხილავენ  საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში პირველად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.

კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე,თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია,თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი ირინა ქურდაძე,საერთაშორისო სამართლის ევროპული საზოგადოების (ESIL) პრეზიდენტი პიერ დ’დარჟენტი,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, შსს-ის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ვალენტინა კიმი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტუვა, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი ბესარიონ ბოხაშვილი.

კონფერენცია „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების თანამედროვე გამოწვევები“ ჰიბრიდული ფორმატით მიმდინარეობს. კონფერენციაზე საუბარი იქნება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის როლზე მსოფლიოში, სამართლებრივი მეთოდებით ომისა და კონფლიქტების თავიდან აცილების გზებსა და მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის საშუალებებზე.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ მეცნიერები, მკვლევრები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები და პრაქტიკოსი იურისტები გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, რუმინეთიდან, ინდოეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ნიგერიიდან, სერბეთიდან, სომხეთიდან და საქართველოდან. მათ შორის მოხსენებებით წარსდგებიან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე, თსუ პროფესორი ლადო ჭანტურია, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი მოსამართლე უკრაინიდან, სამართლის დოქტორი, კონფერენციის თანაორგანიზატორი განა იუდკივსკა, რიდინგის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი)  სამართლის სკოლის საერთაშორისო საჯარო სამართლის პროფესორი, სამართლის დოქტორი მარკო მილანოვიჩი, ლივერპულის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი ადამიანის უფლებათა სამართალში, სამართლის დოქტორი კონსტანტინ დესტიარაუ, ვესტმინსტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) საერთაშორისო სამართლის უფროსი ლექტორი, სამართლის დოქტორი მარკო ლონგობარდო, საერთაშორისო სამართლის ევროპული საზოგადოების (ESIL) სამდივნოს წარმომადგენელი, სამართლის დოქტორი ვერონიკა ბილკოვა, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოფილი ვიცე-თავმჯდომარე, კოლუმბიის სამართლის სკოლის (კოლუმბია) წარმომადგენელი სარა კლივლენდი, იერუსალიმის უნივერსიტეტის (ისრაელი) პროფესორი იაელ რონენი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, სამართლის დოქტორი გლებ ბოგუში.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, საერთაშორისო კონფერენცია ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამართლის საკითხების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას და ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარებას. „საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილ ყველა მოხსენებაში ასახულია ის მძიმე სიტუაცია, რაც ჩვენს რეგიონშია შექმნილი, საუბარი ეხება საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტებს და ამ დარღვევის აღმოფხვრის მექანიზმებს. ეს კონფერენცია ძალიან კარგი საშუალებაა ევროპის საერთაშორისო სამართლის საზოგადოებაში არსებული შეხედულებების ერთმანეთთან, ქართველ და უცხოელ კოლეგებთან გასაზიარებლად,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საერთაშორისო სამართლის ევროპული საზოგადოება (ESIL), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასაერთაშორისოდაცვისცენტრი (CPI, საფრანგეთი).

თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ირინა ქურდაძის ინფორმაციით, თსუ ძალიან დიდი მასშტაბის კონფერენციას მასპინძლობს, რადგან ევროპის საერთაშორისო სამართლის საზოგადოება საქართველოში პირველად იმყოფება. „კონფერენციაზე მეცნიერები მთელი მსოფლიოდან ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და ისაუბრებენ რა შეგვიძლია ჩვენ, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებს, გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთ არასტაბილურ მსოფლიოში პრობლემების გადაწყვეტის კონტექსტში სამართლებრივი გზები შევთავაზოთ საზოგადოებას,“ - აღნიშნა ირინა ქურდაძემ.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე განია იუდკივსკა უკრაინიდან. როგორც მან აღნიშნა, ქართველებსა და უკრაინელებს ომის მძიმე გამოცდილება აქვს, ასეთი სახის საერთაშორისო კონფერენციები კი ხელს უწყობს იმ გზების პოვნას, რაც მშვიდობისა და უსაფრთხოების მშენებლობისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. „საქართველოში შესანიშნავი საერთაშორისო სამართლის სკოლა არსებობს. გვსურს, რომ ისინი იყვნენ ევროპული საერთაშორისო სამართლის საზოგადოების ნაწილი. სამწუხაროდ, ქართველები და უკრაინელები ერთნაირ პრობლემებს ვებრძვით, საერთაშორისო სამართალს შეუძლია გაგვცეს პასუხები ომისა და კონფლიქტების თავიდან აცილების გზების შესახებ. მჯერა, რომ მსოფლიო სამართლებრივი საზოგადოების გაერთიანება, დიალოგი, თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ისეთი სისტემის აშენებას, რომელიც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიაა,“ - განაცხადა განია იუდკივსკამ.

„თვითონ თემა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის თანაფარდობა, განსაკუთრებით საომარი ვითარების დროს საქართველოსთვის აქტუალურია, იმიტომ რომ საქართველო თვითონ იყო მსხვერპლი ამ საერთაშორისო აგრესიის. აქედან გამომდინარე, საკითხები, რომლებიც გვექნება მსჯელობა, სამომავლოდ არამხოლოდ მეცნიერებისთვის, არამედ საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იქნება, უარესად სასარგებლო და საინტერესო,“- განაცხადა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ ლადო ჭანტურიამ. მისივე თქმით, უნივერსიტეტი პირველ რიგში სამეცნიერო დაწესებულებაა, ამიტომ მეცნიერული დისკუსიებისთვის ადგილის გამოყოფა და ამ დისკუსიების ორგანიზება, წარმოაჩენს უნივერსიტეტს, როგორც ერთ-ერთ ლიდერს მთელ მსოფლიოში და მისასალმებელია, რომ ამ ფორუმს ევროპული უნივერსიტეტების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენლები და მაღალი რანგის ექსპერტები ესწრებიან.

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია მიიჩნევს, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების  საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების საკითხებზე მსჯელობა აკადემიურ სივრცეში შედგეს, რადგან ეს ფორუმი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას მომავალში და ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მსჯელობას, განსაკუთრებით კონფლიქტის დროს, ეს თემატიკაც მნიშვნელოვანია სწორედ დღევანდელი რეალობების გათვალისწინებით და მსოფლიოში არსებული სიტუაციების გათვალისწინებით.“

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან განსაკუთრებით საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან. „მემორანდუმის ფარგლებში, არაერთი კურსი გვქონდა დაგეგმილი.  და განვახორციელეთ, მომავალშიც ვგეგმავთ. განსაკუთრებით, საერთაშორისო სამართლის თემაზე. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მსგავსი კონფერენციების მოწყობა და ისეთი სპეციალისტების, გამოცდილი ექსპერტების, პრაქტიკოსების ჩართულობა, როგორიც დღეს ამ კონფერენციაზე არიან წარმოდგენილი. ვფიქრობ, ეს კონფერენცია ძალიან ნაყოფიერი იქნება, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის,  ასევე ამ კონფერენციაში მონაწილე ყველა პირისათვის.“-დასძინა მინისტრის მოადგილემ.

კონფერენცია ორდღიანია და ეძღვნება  საერთაშორისო სამართლის სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოსის, პროფესორ ლევან ალექსიძის ხსოვნას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჯამბულათ ხოფერია
კიევში ჯამბულათ ხოფერიას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

უკრაინაში გმირულად დაღუპულ ჯამბულათ ხოფერიას კიევში დღეს თანამებრძოლები გამოემშვიდობებიან. სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გაიმართება, ამის შემდეგ კი ქართველ მებრძოლს სამშობლ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1670061035

სააკაშვილი ალასანია
„ჯდომის სურვილიც არ აქვს, იწვა და იმ წოლის დროსაც იყო უსიცოცხლოდ ძალიან“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილთან პალატაში ამ წუთებში მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია იმყოფება. მან კლინიკაში შესვლამდე "მთავარი არხის" მიერ ამერიკელი ექიმის, დევიდ სმიტის დასკვნაზე ისა...

პოლიტიკა 1670059307

საბერძნეთის პოლიცია
შემზარავი დანაშაული - რისთვის დააკავეს საბერძნეთში ქართველი ქალი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ათენში 31 წლის ქართველი ქალი დააკავა. საქართველოს მოქალაქე ძებნილი იყო. ის ათენში იტალიიდან გაიქცა. ბერძნული მედიის ცნობით, ახალგაზრდა ქალს იტალიაში ჩადენილ დანაშ...

კრიმინალი 1670056335

კრიმინალი
84 წლის ქალს ბასრი საგნით ყელზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს - რა მოხდა ოზურგეთში

ოზურგეთში, 84 წლის ქალი, ყელზე მრავლობითი დაზიანებებით საკუთარ საწოლში იპოვეს. "ტვ პირველის" ინფორმაციით ქალს ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. შემთხვევა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც ამ დროი...

კრიმინალი 1670055714

ღარიბაშვილი
„სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს“ - რას ამბობს პრემიერი შშმ პირებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოში კონსტიტუციურ დონეზე განისაზღ...

პოლიტიკა 1670055468

აქცია
„ოცნების“ ოფისთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან

"მიშა უნდა გადარჩეს!" - დღეს,  15:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, "ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციას საქარათველოს სხვადასხვა რეგიო...

პოლიტიკა 1670054343