სამეცნიერო კონფერენცია "ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები"

განათლება 1634129880    51

თსუ

ასზე მეტი მეცნიერი საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან და უნივერსიტეტიდან ესწრება მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას "ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები", რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს ენათმეცნიერების, ლიტერატურის, ფოლკლორის, ისტორიის, კულტურის კვლევების და სხვა სამეცნიერო სექციები, ასევე, მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის.

კონფერენციის მონაწილეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე მიესალმა და წარმატებები უსურვა: „თსუ-სთვის დიდი პატივია ამ საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობა. ტრადიციულად, თსუ იყო ადგილი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა აფხაზური და ოსური ენების შესწავლას და მათზე ზრუნვას. ერთ-ერთი პირველი ბრძანება, რომელიც ივანე ჯავახიშვილმა, როგორც უნივერსიტეტის რექტორმა გამოსცა, ეხებოდა აფხაზური და ოსური ენების გაძლიერებას. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო კონფერენცია უკვე ჩვეულ რეჟიმში გაიმართება.“

„კონფერენცია კიდევ ერთი დასტურია ჩვენი მზაობისა, რომ სამეცნიერო-კვლევითი და საგანამნათლებლო მიმართულებით ხელს ვუწვდით ოს კოლეგებს და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ სურვილს ვითანამშრომლოთ საერთო სამეცნიერო პროექტების ერთად განხორციელებაში,  ასევე კულტურული ღონისძიებების, კონფერენციების დაგეგმვაში. დარწმუნებული ვართ, რომ ეს კონფერენცია თავის წვლილს შეიტანს ამ ორი ერის  ურთიერთობების აღდგენასა და გაღრმავებაში,“- აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა.

თსუ რექტორის მოადგილის ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, „მსგავსი შინაარსის კონფერენცია აუცილებელია არა მხოლოდ სამეცნიერო თვალსაზრისით, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მასში ჩართული არიან მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.“ 

კონფერენციაზე, რომელიც შერეული ფორმატით მიმდინარეობს, მოხსენებებს წაიკითხავენ მეცნიერები ჩრდილოეთ კავკასიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, შვედეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვ. კორონავირუსის საფრთხეებთან დაკავშირებით კონფერენცია იმართება შერეულ ფორმატში და მისი

მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. 

„ქართულ-ოსური ურთიერთობები ჰარმონიულად და ტრადიციულად ვითარდებოდა საუკუნეების განმავლობაში. ამ მეგობარი ხალხების გათიშვის ფონზე განათლებისა და კულტურის გზა, ყველაზე უფრო პერსპექტიული ინიციატივა აღმოჩნდა და არ არის გასაკვირი, რომ კონფერენციაზე საქართველოს უნივერსიტეტების წარმმომადგენლებთან ერთად მონაწილეები ჩამოვიდნენ სამხრეთ კავკასიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან. კონფერენციაზე დასასწრებლად, ბევრმა ისეთი ბარიერი გადალახა, რომ შეიძლება სათავგადასავლო მემუარებიც კი დაიწეროს,“- აღნიშნა თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა ნაირა ბეპიევმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ორთოპედიული ქამარი
როდის უნდა გამოვიყენოთ წელის ორთოპედიული ქამრები

მთელ მსოფლიოში წელის პრობლემები უამრავ ადამიანს აწუხებს. წელის პრობლემების გამომწვევი მიზეზები ხშირად დაკავშირებულია როგორც ცხოვრების წესთან, ასევე სხვადასხვა დაავადებასა და პათოლოგიასთან. ამ დროს საკ...

ჯანმრთელობა 1702101450

კისრის ტკივილი
რამ შეიძლება გამოიწვიოს კისრის ტკივილი

კისრის ტკივილი, დაჭიმულობისა და დაღლილობის შეგრძნება ართულებს  ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას. როგორც წესი, ეს დისკომფორტი თავისთავად გადის. თუმცა, თუ კისრის ტკივილი გაგრძელდება ოთხი ან ხუთი დღის განმავ...

ჯანმრთელობა 1702101278

ორბელიანის სასახლე
მოსამზადებელი სამუშაოებისა და საახალწლო ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება შეიზღუდება

საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 8 დეკემბრის 23:00 საათიდან 10 დეკემბრის 23:00 საათამდე, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შეს...

საზოგადოება 1702101085

გზა
ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების  გამო, გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების  გამო, 9 დეკემბრის 08:00 საათიდან  11 დეკემბრის  08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.   შეზღუდვა ორბელიანის ქუჩაზე, ორბ...

საზოგადოება 1702100847

მერია
თბილისის მერიის განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერის კორუფციული გარიგების წყალობით, „თბილისის განვითარების ფონდმა" გამრეკელის ქუჩაზე სამუშა...

საზოგადოება 1702100751

ამინდი
"თოვლი, წვიმა და ქარი..." - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8-9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და შავი ზღვის სანაპირო რაიონებში იქროლებს...

საზოგადოება 1702100508