საქართველოს ბანკის 2022 წლის სტიპენდიანტი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აეროკოსმოსური ინჟინერიის მიმართულებით ისწავლის

საქბანკი

საქართველოს ბაკი განათლების ხელშეწყობას და აღნიშნული მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. წლევანდელი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის საქართველოს ბანკის სტიპენდიანტი უკვე ცნობილია.

ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გიორგი გვასალია Texas A&M University-ში გაემგზავრება. ის სწავლას აშშ-ში აეროკოსმოსური ინჟინერიის 2 წლიან სამაგისტრო პროგრამაზე, აეროდინამიკისა და ძრავების მიმართულებით გააგრძელებს.

„საქართველოს ბანკსა და ფულბრაიტს შორის პარტნიორობა 2014 წელს დაიწყო. უკვე 8 წელია, აშშ-ს მთავრობასა და Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა ახალგაზრდებს ყოველ წელს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსება მიიღონ. ჩვენი მხარდაჭერით აშშ-ში უკვე 8 ქართველი სტუდენტი გაემგზავრა, წელს კი ამ რიცხვს გიორგი გვასალიას სახელით კიდევ ერთი სტიპენდიანტი შეუერთდება. გვინდა მივულოცოთ გიორგის და წარმატებები ვუსურვოთ პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე. ჩვენი მიზანია, მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას მივცეთ შესაძლებლობა, სასურველ ადგილას მიიღოს უმაღლესი ხარისხის განათლება. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ განათლების მხარდამჭერი პროექტების ხელშეწყობას თუ განხორციელებას", — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით,  ფულბრაიტის 2023-2024 წლის სამაგისტრო პროგრამაზე სასტიპენდიო განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. აპლიკაციების მიღება 2022 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ:  https://go.usa.gov/xHmfF 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კუპრაძე სასამართლო
ირაკლი კუპრაძის სასამართლო პროცესი გადაიდო

სასამართლო პროცესი  გადაიდო. შს სამინისტროს  აქციაზე დაკავებული ლელოს გენერალური მდივნის წინააღმდეგ მტკიცებულებები  ჯერ არ შეუგროვებია და დრო ითხოვა.   მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება

პოლიტიკა 1713452760

სახელმწიფო დეპარტამენტი
„ღრმად იმედგაცრუებულები ვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირებით“ - სახდეპის მეცხრე განცხადება

რუსულ კანონთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პრესსპიკერის, მეთიუ მილერის მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც "ოცნების" მიერ დაინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა მოხსენიებულია, როგორც "...

პოლიტიკა 1713451762

უკრაინა საქართველო
„რუსიფიკაცია და არა მითური "უკრაინიზაციაა" რეალური საფრთხე საქართველოსთვის“ - უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს "უცხო გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებული შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავებით. "მოვუწოდებთ ყველა დაინტერ...

პოლიტიკა 1713451231

პოლიტიკოსები
„არ მივიღებთ რუსულ კანონს, არ გავრუსდებით! რუსებს ჰგონიათ, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით!“ - ნიკა მელია

"განსხვავებული ასაკისა და შეხედულების ადამიანი, იდგა როგორც ერთი, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე.აღფრთოვანებულები ვართ ყველა,  ვისაც გვინდა ევროპა და სწუხს ყველა, ვისაც უნდა რუსეთში წაგვ...

პოლიტიკა 1713450763

სალომე ზურაბიშვილი
"პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია" - პრეზიდენტის ინტერვიუ TV5 Monde-თან

"ადგილი აქვს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ საპირისპიროდ იმ სამხედრო ომისა, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს... პუტინის მიერ მიღებული კანონების ასლია," - ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომ...

პოლიტიკა 1713450634

თორნიკე გოგრიჭიანი
 „მომავლის ინერცია და ერთობა ბევრად ძლიერია, ვიდრე რუსული სახადი“ - თორნიკე გოგრიჭიანი

მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც მმართველი პარტიის მიერ ხელმეორედ ინიციირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოჰყვა, სოციალურ პლატფორმა instag...

სოცმედია 1713448973