თანამშრომლობა თსუ-სა და ესტონეთის პროფესიულ განათლების ცენტრს შორის

განათლება 1664008820    17

თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  ესტონეთის Ida-Virumaa -ს პროფესიული განათლების ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, პროფესიული განათლების მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობას ითვალისწინებს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და Ida-Virumaa-ს ხელმძღვანელმა ჰანეს მეტსიმ მოაწერეს. საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი საერთაშორისო პროექტების, კონფერენციებისა და სემინარების განხორციელება.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, მემორანდუმი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს, მათ შორის ERASMUS+_ის პროგრამის ფარგლებში, ერთობლივი გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. „Ida-Virumaa ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული განათლების ცენტრია ესტონეთში და ჩვენს პროფესიულ ცენტრს მათთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. თსუ პროფესიული განათლების ცენტრი ასევე ნაყოფიერად თანამშრომლობს ფინელ კოლეგებთან. ეს ერთგვარი სამკუთხედი ჩვენს სტუდენტებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრსა და Ida-Virumaa-ს შორის თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო. თანამშრომლობის ფარგლებში, 2020 წელს თსუ წარმომადგენლები ესტონეთის Ida-Virumaa -ს პროფესიული განათლების ცენტრში  ვიზიტით იმყოფებოდნენ, სადაც ცენტრის ინფრასტრუქტურას, სასწავლო პროცესის ორგანიზების საკითხებს, სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემებს, საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ. პანდემიის განმავლობაში ონლაინ სწავლების სპეციფიკასთან დაკავშირებით, ასევე ჩატარდა ტრენინგები, მხარეებმა ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

„ჩვენთვის დიდი პატივია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა. დღევანდელი მემორანდუმი ხელს შეუწყობს ჩვენს ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ეს არის ახალი ისტორიის დასაწყისი,“ - აღნიშნა ესტონეთის Ida-Virumaa-ს პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ჰანეს მეტსიმ.

ესტონეთის Ida-Virumaa Kutsehariduskeskus პროფესიული განათლების ცენტრი სამი ქალაქის („Sillamäe, Jõhvi,  Narva-Jõesuu) პროფესიული განათლების სკოლებს აერთიანებს. იგი ესტონეთში ყველაზე დიდია სტუდენტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების რაოდენობით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება თსუ-ის ახალმა დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულმა „თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა“ 2019 წლის ივნისიდან დაიწყო. ცენტრი 15 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ორ ლოკაციაზე თბილისსა და ქუთაისში ახორციელებს. თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სახელმწიფოს მიერ 100%-ით არის დაფინანსებული.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჯამბულათ ხოფერია
კიევში ჯამბულათ ხოფერიას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

უკრაინაში გმირულად დაღუპულ ჯამბულათ ხოფერიას კიევში დღეს თანამებრძოლები გამოემშვიდობებიან. სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გაიმართება, ამის შემდეგ კი ქართველ მებრძოლს სამშობლ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1670061035

სააკაშვილი ალასანია
„ჯდომის სურვილიც არ აქვს, იწვა და იმ წოლის დროსაც იყო უსიცოცხლოდ ძალიან“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილთან პალატაში ამ წუთებში მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია იმყოფება. მან კლინიკაში შესვლამდე "მთავარი არხის" მიერ ამერიკელი ექიმის, დევიდ სმიტის დასკვნაზე ისა...

პოლიტიკა 1670059307

საბერძნეთის პოლიცია
შემზარავი დანაშაული - რისთვის დააკავეს საბერძნეთში ქართველი ქალი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ათენში 31 წლის ქართველი ქალი დააკავა. საქართველოს მოქალაქე ძებნილი იყო. ის ათენში იტალიიდან გაიქცა. ბერძნული მედიის ცნობით, ახალგაზრდა ქალს იტალიაში ჩადენილ დანაშ...

კრიმინალი 1670056335

კრიმინალი
84 წლის ქალს ბასრი საგნით ყელზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს - რა მოხდა ოზურგეთში

ოზურგეთში, 84 წლის ქალი, ყელზე მრავლობითი დაზიანებებით საკუთარ საწოლში იპოვეს. "ტვ პირველის" ინფორმაციით ქალს ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. შემთხვევა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც ამ დროი...

კრიმინალი 1670055714

ღარიბაშვილი
„სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს“ - რას ამბობს პრემიერი შშმ პირებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოში კონსტიტუციურ დონეზე განისაზღ...

პოლიტიკა 1670055468

აქცია
„ოცნების“ ოფისთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან

"მიშა უნდა გადარჩეს!" - დღეს,  15:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, "ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციას საქარათველოს სხვადასხვა რეგიო...

პოლიტიკა 1670054343