თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ეწვია

განათლება 1685013559    40

თსუ   ახალი კორპუსი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს  თსუ-ში სტუმრობისას. მათ შორის, ის სივრცე დაათვალიერებინა, სადაც უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი უნდა აშენდეს. ახალი კორპუსი უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და მისი მშენებლობა სრულად ფინანსდება თსუ-ს  ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.

 

თსუ-ს პირველი კორპუსი  დაპროექტებულია  ქართველი არქიტექტორის სვიმონ კლდიაშვილის მიერ,  ხოლო მეორე კორპუსი - მიხეილ შავიშვილის მიერ. ვინაიდან ტერიტორია შენობებთან ერთად წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, საპროექტო კონცეფცია არქიტექტურული გადაწყვეტით, რაც მდებარეობას, მოცულობით გადაწყვეტას, მასშტაბს, კონფიგურაციას, სართულიანობას, დიზაინს და სხვა დეტალებს გულისხმობს, უნდა შემუშავდეს მოცემული ტერიტორიის კონკრეტული მახასიათებლების და ამავე ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

პროექტირებისას, ასევე,  გასათვალისწინებელია რთული ლანდშაფტის თავისებურებები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან თავსებადობა. ახალი შენობა ჰარმონიულად უნდა ეწერებოდეს გარემოში როგორც ვიზუალურად ასევე, ფუნქციურად  უნდა პასუხობდეს დანიშნულებას; არ უნდა უშლიდეს ხელს საუნივერსიტეტო კომპლექსის მთავარი ნაგებობების აღქმას და არ უნდა შეიცვალოს ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი.

ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის მომზადებისთვის უკვე გამოცხადდა ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. გამარჯვებულ საკონკურსო წინადადებას გამოავლენს პროფესიონალი არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პუტინი
პუტინმა ახალი დღესასწაული დააწესა - რას აღნიშნავენ 30 სექტემბერს რუსეთში

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რუსეთთან ახალი რეგიონების გაერთიანების დღის აღნიშვნის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთში ახალი დღესასწაული 30 სექტემბერს აღინიშნება. შესაბამ...

მსოფლიო 1695960264

ევრო დოლარი
რა ეღირება დღეს ვალუტა - დოლარის და ევროს ახალი კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 29 სექტემბერს - ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი - 2.6832;1 ევრო - 2.8270;1 ფუნტი - 3.2719;1 ლირა კი 0.0979 ლარი ეღირება.

ბიზნესი & ეკონომიკა 1695959978

დავით ზურაბიშვილი
„არსებობს დედის @რაკი, რომელიც...” – დავით ზურაბიშვილი

დავით ზურაბიშვილი:   “იარე ლიზას” გამო ატეხილმა ხმაურმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ის, რაც გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, მაგრამ ხანდახან თავს ვიტყუებთ, რომ თითქოს არ ვიცით ან თითქოს ყველაფერი სხვანაირადაა....

სოცმედია 1695959825

ოთარ ფარცხალაძე
„ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს, რომელსაც ჰქვია ე.წ ოთარის გვარდია... ესენი არიან კრიმინალები, რომლებიც აკონტროლებენ ქალაქს“

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, მთავარი არხის ეთერში, ამბობს:ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ჰქვია ე.წ ოთარის გვარდია თუ არმია, როგორც არის. 2 000 არის მარჯვენ...

პოლიტიკა 1695959631

გახარია პრსსამსახური
რატომ დატოვა გიორგი გახარიას პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პარტია  

გიორგი გახარიას გუნდი სოფო მდინარაძემ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მდინარაძემ "პირველებს" დაუდასტურა, თუმცა მიზეზებზე საუბარი არ ისურვა. სოფო მდინარაძე გიორგი გახარიას  პარტიაში საზოგადოებასთან ურთ...

პოლიტიკა 1695959507

მარგველაშვილი ივანიშვილი
„ოცნების“ სკანდალური კულუარები საქმის გარჩევა შუშის სასახლეში - როგორ აიძულებდა ივანიშვილი 2 თვის არჩეულ მარგველაშვილს გადადგომას

საქმის გარჩევა შუშის სასახლეში - როგორ აიძულებდნენ პრეზიდენტად 2 თვის არჩეულ გიორგი მარგველაშვილს გადადგომას?   10 წლის წინ, სოლოლაკის სასახლეში შემდგარი შეხვდრის დეტალები "ტვ პირველის" ეთერში, გადაცე...

პოლიტიკა 1695959362