წიგნის „საერთაშორისო სამართალი: ტექსტი, საქმეები და მასალები“ პრეზენტაცია თსუ-ში
განათლება • 1651128960 43

აკადემიურ სფეროში მსოფლიოს წამყვანმა ბრიტანულმა გამომცემლობამ Routledge-მ გამოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორის დავით პატარაიას წიგნი „საერთაშორისო სამართალი: ტექსტი, საქმეები და მასალები“.
ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია, რომლიც მოიცავს, როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად ცნებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე საერთაშორისო სამართლის თითოეული აღიარებული დარგის დეტალურ მიმოხილვას, თსუ-ში გაიმართა. წიგნში დამატებულია დოკუმენტური მასალა - ამონარიდები საქმეებიდან და მასალებიდან, ასევე საილუსტრაციო გამოსახულებები.
„წიგნს აქვს სპეციფიური და უნიკალური ფორმატი, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ჩემი შემუშავებული. იგი ერთი გაჩერების პრინციპით სტუდენტს, მკითხველს სთავაზობს მთელ მასალას საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. იმისთვის, რომ გამარტივდეს მისი კითხვა, წიგნს აქვს სპეციფიკური სარჩევი და საძიებო ტერმინებისა და დოკუმენტებისთვის,“- განაცხადა დავით პატარაიამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიათ თქმით, სახელმძღვანელო გამოიცა ლონდონსა და ნიუ-იორკში და 2021 წლიდან უკვე
ჩართულია საერთაშორისო იურიდიულ სამეცნიერო ბრუნვაში. „ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი შეხვედრის მიზეზი ჩვენი აკადემიური გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის, პროფესორ დავით პატარაიას ძალიან ღირებული ნაშრომის პრეზენტაციაა. ეს არის ორიგინალური და კარგად სტრუქტურირებული ნაშრომი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვან საკითხებს,“- აღნიშნა თამარ ზარანდიამ.
სახელმძღვანელოში „საერთაშორისო სამართალი: ტექსტი, საქმეები და მასალები“ ზოგად საკითხებთან ერთად, განხილულია სახელშეკრულებო სამართალი, საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო პასუხისმგებლობის სამართალი, იურისდიქცია, დიპლომატიური და საერთაშორისო სამართალი, ტერიტორია და საერთაშორისო სამართალი, საზღვაო სამართალი, საერთაშორისო საჰაერო და კოსმოსური სამართალი, საერთაშორისო ეკონომიკური სამართალი, საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.
ეს სახელმძღვანელო იქნება არსებითი საკითხავი არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ზოგადი კურსის სტუდენტებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც სურს გაეცნოს საერთაშორისო სამართლის ცალკეულ დარგებს გაღრმავებული კურსებით მათ შესწავლამდე.

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი გარდაცვლილ ძმას დაბადების დღეს ულოცავს და სოცქსელში წერს: „დღეს ჩემი კოტეს დაბადების დღეა. 50 წლის... ღმერთს სამოთხეს ვთხოვ შენთვის.“
სოცმედია • 1656647107

აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას,” – აღნიშნული განცხადებაში. შეგა...
პოლიტიკა • 1656614479

"ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა, ანრი ოხანაშვილის მხრიდან ვატო წერეთელზე თავდასხმას ეხმაურება და მას ბინძურ პროვოკაცის უწოდებს. ზარქუა, სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე და წინასწარ და...
პოლიტიკა • 1656614316

3 წლის ნინა კოღოშვილს სასწრაფოდ ჩვენი დახმარება სჭირდება. ბავშვი სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ გერმანიაში. ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო, როდესაც პატარა ნინას საყლაპავ მილზე #სიმსივნე დაუდგინდა. თურქეთში...
საზოგადოება • 1656614061

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 1 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ნაძალადევის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვიის გამზირის, ზ...
საზოგადოება • 1656613595

თუ იმის მტკიცებას აპირებს ვინმე იქიდან, რომ უმიზეზოდ მივარდნენ და ვინმემ ვინმე გლახა, ამას რასაკვირველია, უბრალოდ, არც დაიჯერებს არავინ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სარჯვ...
პოლიტიკა • 1656612563