თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 100 წლისაა

თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

 

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, რომლის წიაღშიც ცნობილ მეცნიერთა არაერთი თაობა აღიზარდა, დაარსებიდან დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. სასიხარულოა, რომ ასწლიანი ისტორიის მქონე ფაკულტეტი დღესაც არ თმობს მოწინავე პოზიციებს და ახალგაზრდებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის განათლებას აძლევს,“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ფაკულტეტის ასი წლის იუბილე მიულოცა პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ. „სწორედ თსუ-ს კურსდამთავრებულები იდგნენ ქვეყნის ეკონომიკის სათავეებთან მთელი საუკუნის განმავლობაში. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება და, რაც მთავარია, გვაქვს ამბიცია, რომ კიდევ დიდხანს ვიქნებით ქართული ეკონომიკური აზრის ლიდერები,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ. მისი თქმით, ე.წ. მაღლივ კორპუსში, რომელშიც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტია განთავსებული, მომავალ წელს 2 სართული სრულად გარემონტდება, სადაც სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.

 

„თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ქართველი ეკონომისტების სამჭედლო იყო და არის. ამ ლიდერობას მომავალშიც შევინარჩუნებთ, რადგან ფაკულტეტზე სწავლა-სწავლების პროცესი და კვლევა შესაბამისი სტანდარტებით მიმდინარეობს,“- განაცხადა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ.

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ საიუბილეო ღონისძიებაზე თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები მედლებით დააჯილდოვეს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით; ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და ეკონომიკურ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე დაჯილდოვდა ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის მედლით.

 

ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ქართული ეკონომიკური სკოლის ფუძემდებლის ფილიპე გოგიჩაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იმ მეცნიერთა ფოტოები, ხელნაწერები და წიგნები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში ეკონომიკის, როგორც მეცნიერების განვითარების საქმეში. დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს: ფილიპე გოგიჩაიშვილის, ნიკოლოზ ქოიავას, გიორგი გეხტმანის, პაატა გუგუშვილისა და სხვათა  ხელნაწერებსა  და ფოტოებს, რომლებიც შეირჩა საქართველოს ეროვნული არქივისა და თსუ-ის მუზეუმის ფონდებიდან.

1921 წლის 25 ივლისს, ტფილისის უნივერსიტეტში შეიქმნა სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტი, რომლის პროექტი შეიმუშავეს პროფესორმა ფილიპე გოგიჩაიშვილმა და დოცენტმა ლევან ანდრონიკაშვილმა. 1922 წლის 30 ივლისს ეს პროექტი დამტკიცდა და შეიქმნა სოციალურ ეკონომიური ფაკულტეტი, პირველ დეკანად კი აირჩიეს პროფესორი შალვა ნუცუბიძე. აღნიშნული ფაკულტეტის შექმნით დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება.

 

დღეს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 15 საგანმანათლებლო პროგრამის (მათ შორის ერთობლივი და უცხოენოვანი პროგრამების) სამივე საფეხურზე 6 ათასამდე სტუდენტი სწავლობს და 100-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი მუშაობს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
“ივანიშვილი ტანით უნდა გრძნობდეს, რომ რაც არ უნდა ქნას „მაინც ამოვთხრით“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:  “როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, მას იმედი ჰქონდა, რომ რუსულენოვანი უკრაინელები გაგებით მოეკიდებოდნენ რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებას.ვერ...

სოცმედია 1713542193

სპეცრაზმი მოწამვლა
„საპოლიციო დანაყოფების მიერ ძალის უკანონო გამოყენება“ - ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საპოლიციო დანაყოფების მიერ ძალის უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ  „ქართული ოცნება“ უკანონოდ იყენებს სამართალდამცველებს...

პოლიტიკა 1713541383

მიშელი
„რუსული კანონი საქართველოს EU-ში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს“ - მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს. ამის შესახებ მან Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა. "მინდა ვთქვა გარკვევით:...

პოლიტიკა 1713539818

ქაცარავა
„დვანში, ბოლო 3 კვირაში საოკუპაციო რეჟიმმა 2 ახალი საგუშაგო ჩადგა“ - დავით ქაცარავა

 ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, დვანში, ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, საოკუპაციო რეჟიმმა ბოლო 3 კვირაში 2 ახალი საგუშაგო ჩადგა: "ვბრუნდებით სოფელ დვანი...

პოლიტიკა 1713539382

გვარამია ივანიშვილი
“თავშესაფარი რუსების სისხლიანი ფულისთვის – ბიძინა ამაშიც გააკეთებს ფულს” – ნიკა გვარამია

“ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას ეხმაურება და ამბობს: ეს კანონი თავისი მოქმედებით კიდევ უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი...

პოლიტიკა 1713539165

ლენტიი
ბათუმში, უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა

ბათუმში,  უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა -  ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. გამოცემის ცნობით,  აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარესთან  შეხვედრას ითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც მ...

საზოგადოება 1713539044