თსუ - ქართულ დიასპორებთან ურთიერთობა

თსუ

სხვადასხვა ქვეყანაში ქართული დიასპორების არსებობის, მათთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე და ამ ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრა ჯაბა სამუშიამ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და ქართული დიასპორის წარმომaდგენლებთან შეხვედრისას.

„სასურველია, შემუშავდეს ქართული ისტორიული დიასპორის მხარდაჭერის გეგმა  და შეიქმნას პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელონ. ამ საქმეში დიდი წვლილი აქვს შეტანილი თსუ-ში დაფუძნებული ქართულ დიასპორათა სამეცნიერო კვლევის ცენტრს,“- განაცხადა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

ჯაბა სამუშიას თქმით, მისი, როგორც ისტორიკოსის ურთიერთობა უცხოეთში გადასaხლებულ ქართველებთან ჯერ კიდევ  20-25 წლის წინ, ტაო-კლარჯეთში ექსპედიციისას დაიწყო და ის კარგად იცნობს თურქეთელი ქართველების პრობლემებსა და სურვილებს.

 

ღონისძიებაზე ქართულ ისტორიულ დიასპორათა თვალსაჩინო წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის იმ სტუდენტებს ჰქონდათ, ვინც ამ სემესტრში არჩევითი კურსის  „ქართველები საზღვარგარეთ“ მსმენელია.

არჩევითი კურსის „ქართველები საზღვარგარეთ“ შექმნა ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე გახდა საჭირო. კერძოდ, ეთნიკურ ქართველთა მრავალრიცხოვანი და კომპაქტური  ჯგუფების საქართველოს საზღვარგარეთ არსებობის გამო. ქართულ დიასპორათა ცენტრის წარმომადგენლის, თსუ პროფესორის როზეტა გუჯეჯიანის განმარტებით, „სალექციო კურსის ფარგლებში სტუდენტები ეცნობიან თურქეთში, აზერბაიჯანსა და ირანში მცხოვრებ ქართველთა ტრადიციული ყოფისა და კულტურის ძირითად მახასიათებლებს, თანამედროვე ეთნო-სოციალურ და სოციო-კულტურულ პროცესებს“

 

სალექციო კურსს  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო- სამეცნიერო ინსტიტუტი ახორციელებს, მის  მომზადებაში დიდი წვლილი  თსუ-ში დაფუძნებულმა ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრმაც შეიტანა. ამ კურსის და დიასპორათა კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმაც, რომელმაც  ცენტრის მიერ მოკლე პერიოდში ჩატარებულ ორ მასშტაბურ კონფერენციაზეც გაამახვილა ყურადღება.

ფაკულტეტთან არსებული ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა სამომავლოდ არსებულ გეგმებსა და საქმიანობაზე ისაუბრა.  მათ შორის, აქტივობებზე კახეთში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გადმოსახლებულ რეპატრიანტთა  ყოფის ამსახველი საკითხების შესწავლის  თვალსაზრისით, რომელშიც თსუ სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები თურქეთიდან ერგუნ ათაბაი (გურამ ქოქოლაძე) -ინეგოლის საზოგადოება, დოღან ილმაზ (დოღან მახარაძე) - ბოღაზქოის ქართველთა საზოგადოება, ეშრეფ შენთურქ (ეშრეფ კირკიტაძე) - ბურსის ქართველთა საზოგადოება, შემსეთთინ ირემაძე (გიორგი ირემაძე) -სტამბოლოს ქართული ხელოვნების სახლი  და ისტორიის დოქტორი, ქართველოლოგი ირანიდან საიდ მულიანი.

 

თსუ ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრის შესწავლის არეალია საქართველოს პოლიტიკურ საზღვრებს მიღმა მცხოვრები მკვიდრი ქართველები, ისტორიული დიასპორები, და პირველი რესპუბლიკის შემდგომი ხანის ემიგრაციის ლოკალური წერტილები ევროპასა და აშშ-ში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საბერძნეთის კაპიტანი
„საქართველოსთან წაგება ძალიან მტკივნეულად განვიცადე“ - საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ტასოს ბაკასეტასმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსთან წაგებაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პენალტების სერიაში ბერძნების მხრიდან პირველად ს...

სპორტი 1711684688

ანა წერეთელი
ფოტო: „ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე“ - ანა წერეთელი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა წერეთელი სოცქსელში წერს: „ეს ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე) როგორც კი ფეხბურთს ახსენებს რომელიმე მათგანი, გულში ვფი...

სოცმედია 1711684382

გიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა - ნახეთ, რამდენია მისი სატრანსფერო ღირებულება

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ესპანური კლუბის, “ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ათ საუკეთესო მეკარეს შორის მე-7 პოზიციას იკავებს. Transfermarket-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ,...

სპორტი 1711684182

ნოე სულაბერიძე თურქი მსახიობები
ვიდეო: ,,მოუთმენლად ველოდებით” – ნოე სულაბერიძე ცნობილ თურქ და ქართველ მსახიობებთან ერთად

ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე თურქეთში ცნობილი თურქული სერიალის ,,ვენდეტას” მსახიობების გასაცნობად ჩავიდა. ნოე სულაბერიძის გადაცემაში ასევე ვიხილავთ ქართველ უნიჭიერეს მსახიობს, ნანუკა სტამ...

სოცმედია 1711683779

ფეხბურთი
როგორ მოვხვდეთ გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე

ისტორიული მატჩის შემდეგ საქართველოს ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე თვე აშორებს. წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენა სტარტს გერმანიაში 14 ივნისიდან აიღებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ თამაშ...

სპორტი 1711682034

პუტინი
რუსი სამხედროების 99,27%-მა არჩევნებში ხმა პუტინს მისცა

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხმა რუსი სამხედროების 99,27%-მა მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, უწყება ირწმუნება, რომ კენჭისყრ...

მსოფლიო 1711681850