თსუ რექტორი - უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს უკლებლივ ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას

გიორგი შარვაშიძე

,,დისტანციური სწავლება იყო გამოსავალი, რომელიც უნივერსიტეტმა მონახა მაშინ, როცა მართლა იდგა მძიმე არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ახლა კი, როცა პანდემია აღარ არის ქვეყანაში, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ სწავლებისა და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს. ეს არ ხდება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სხვა არაერთი უნივერსიტეტი დაუბრუნდა სწავლის სტანდარტულ პროცესს,’’ -  განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ  გადაცემაში „იმედი LIVE“.

რექტორმა ისაუბრა სტუდენტთა ერთი ჯგუფის პროტესტის შესახებ და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ თებერვალში, სტუდენტთა სხვა ჯგუფი ითხოვდა სწავლის სააუდიტორიო რეჟიმში აღდგენას. თუმცა, მაშინ უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ სააუდიტორიო სწავლებას მაისიდან დაიწყებდა. „ამის შემდეგ სტუდენტებს ჰქონდათ ობიექტური პრობლემა ბინების გაძვირებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის გასაგები იყო ეს პრობლემა და უნივერსიტეტმა, ერთი მხრივ, სწავლა გააგრძელა შერეულ ფორმატში და, მეორე მხრივ, გაგრძელდა მიღება სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში. აღმოჩნდა, რომ მიუხედავად მძიმე ფონისა, მსურველების რაოდენობა არ იყო იმდენი, რამდენსაც მოველოდით და საერთო საცხოვრებლებში - მათ შორის ლისის საერთო საცხოვრებელში, რომელიც ახალი აშენებულია, ადგილები დღემდე თავისუფალია,’’ - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ რექტორის თქმით, უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს უკლებლივ ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას. ამისათვის თსუ-მ გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა. კერძოდ, იმ სტუდენტთა მხარდასაჭერად, რომლებიც გამოცდებისთვის ვერ ახერხებენ თბილისში ჩამოსვლას, დამატებით ორი საგამოცდო ცენტრი გაიხსნება - ქუთაისსა და ახალციხეში. „გარდა ამისა, თუ რომელიმე სტუდენტს რეგიონული საგამოცდო ცენტრების ამოქმედების მიუხედავად, დამატებით რაიმე კონკრეტული გარემოება შეუქმნის დაბრკოლებას დასწრებით ფორმატში გამოცდაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით, ეს შემთხვევები  ინდივიდუალურად განიხილება შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ. ვფიქრობთ, უნივერსიტეტის მიერ უზრუნველყოფილი ეს შესაძლებლობები თითოეული სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას უზრუნველყოფს,“ - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

ამასთან, რექტორის განცხადებით, თუ სტუდენტს შეუძლია თბილისში ჩამოსვლა, მაგრამ აქვს საცხოვრებლის პრობლემა, უნივერსიტეტი მათ საგამოცდო პერიოდში უფასოდ სთავაზობს სტუდენტურ საცხოვრებელს; ამ პერიოდში საერთო საცხოვრებლით უფასოდ ისარგებლებენ ის სტუდენტებიც, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში. ლისის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, რომელიც 320-ადგილიანია, დღემდეა თავისუფალი ადგილები. ამჟამად, ორივე საერთო საცხოვრებელში ათობით ვაკანტური ადგილია, ამიტომ საცხოვრებლის პრობლემა მოგვარებადია. „ხოლო მათ - ვისაც რაიმე სხვა სახის პრობლემა აქვთ, უნდა მიმართონ თავიანთი ფაკულტეტის ადმინისტრაციას, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს ყოველ შემთხვევას. ასეთი სტუდენტები მიიღებენ ინდივიდუალურ მხარდაჭერას უნივერსიტეტისგან - მათი კონკრეტული საჭიროების შესაბამისად,’’ - აღნიშნა  თსუ რექტორმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიწისძვრა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, თოქათში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა.  მედიის ცნობით, ბიძგები ადგილობრივებისთვის საკმაოდ საგრძნობი იყო, თუმცა, ამას მნიშვნელოვანი ზიანი არ უნდა გამოეწვი...

შემთხვევა 1713471840

გიორგი ფოფხაძე
"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატ@აკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში..." - გიორგი ფოფხაძე

"ე ბიჯო ის ხალხი მაინც ნუ ატრაკებთ საყურაინი ახალგაზრდობაო, თავად "ჰიპობას" რო აწვებოდით მაგ ასაკში... მიდით ბიძიკო, ახალგაზრდებო, გინდა საყურით იარეთ, გინდა გაჩეჩილი თმებით და გინდა თავგადაპარსულმა.....

სოცმედია 1713471720

გარდა
"მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო ნიკა" - ქუთაისში, 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ქუთაისში 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. ახალგაზრდა ბიჭს გული გაუჩერდა. „გარდაიცვალა დედისერთა ემიგრანტის შვილი გლოვობს ჩემი ქუთაისი სა...

სოცმედია 1713471120

თეონა ცხომელიძე
"ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის იმ კანონს" - თეონა ცხომელიძე

"მოკლედ დღეს სადაც გადავამოწმე აქცია არ იყო დაგეგმილი, უცებ ეს ბავშვები მივიდნენ, ჭავჭავაძეც ააფრიალეს, რუსთაველიც გადაკეტეს და სიტყვითაც გამოდიან. ამათ ჩვევაში თუ გადაუვიდათ მერე გაწვევაც არ უშველის...

სოცმედია 1713470640

გია ხუხაშვილი
“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი" - გია ხუხაშვილი

“ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი: ნორმალურ ბიზნესს, რომელსაც აქტივები ოფშორულ ზონებში აქვს განთავსებული, მათი საქართველოში ტრანსფერის არანაირი მოტივაცია არა აქვს. ასეთი მოტივა...

სოცმედია 1713470100

ნინო ჯანგირაშვილი
"ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე" - ნინო ჯანგირაშვილი

"ვუსმენ ქოცებს პარლამენტში, როგორ აპრავებენ ივანიშვილის ფულის გათეთრების კანონს. ასე სახე როგორ უნდა აიხიო და ასე როგორ უნდა გასაცოდავდე, წარმოუდგენელია. მთავარი ტყუილი, რაც გააზეპირებინეს მონებს: რა...

სოცმედია 1713469800