თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისკენ მოუწოდა

განათლება 1685731887    92

Tsu

7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.

არჩევნები უნივერსიტეტის 6 ფაკულტეტზე, ასევე, დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის - ტურიზმის სკოლაში ჩატარდება. უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები თვითმმართველობის 120 დელეგატს აირჩევენ.

არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიული პროცესების ფუნდამენტურ საფუძველს და მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა მსგავსი ხასიათის ღონისძიებებში. შესაბამისად,  უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მოუწოდებს სტუდენტებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გამორიცხავს ყოველგვარ ჩარევას საარჩევნო პროცესებში და ასევე მოუწოდებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დააკვირდნენ პროცესებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში, რეგულაციების სრული დაცვით ჩატარებას.

არჩევნების დღეს 08:00 საათზე უნივერსიტეტში 12 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ხმის მიცემის პროცედურა კი, 09:00 საათიდან დაიწყება და  18:00 საათამდე გაგრძელდება.

სტუდენტებმა, როგორც ამომრჩევლებმა, თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჯაბა
ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა, რომელშიც 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან მონ...

განათლება 1695811715

tbc
გადაიხადე კომუნალურები თიბისი ფეიზე!

კომუნალური გადასახადების დაფარვა ყოველთვიურად გვიწევს. რთულია, ყველა პროვაიდერს ადევნო თვალი, შეინახო ქვითრები და შემდეგ არ გამოგრჩეს გადახდის თარიღი. თიბისი ფეიზე ყველა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1695811593

tbc
ავტომატიზებული კომუნალური გადახდები თიბისი ფეიზე

კომუნალური გადასახადების დაფარვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ყოველ თვეში გვიწევს, თვალი ვადევნოთ მოსალოდნელ გადასახადებს და შემდეგ არ გამოგვრჩეს გადახდის თარიღი. ეს საკმაოდ დამთრგუნველი პროცესია, თუ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1695811363

კალაძე
1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონებში არსებულ ქუჩებში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონების გარკვეულ ქუჩებზე ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის  მთავრობის ს...

საზოგადოება 1695810969

kalaZe
1-ელი დეკემბრიდან მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღებას შესთავაზებს

მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავ...

საზოგადოება 1695810829

STOP
ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრ...

საზოგადოება 1695810710