თსუ-ს სტუდენტური საცხოვრებლის პროექტირების ყველა ეტაპი დასრულდა და სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე ტენდერი გამოცხადდა
განათლება • 1695113307 377

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის გამაგრება-რეაბილიტაციის ექვსთვიანი პროექტირების ეტაპი დასრულდა და უკვე გამოცხადდა შენობის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის შესაბამისი ტენდერი, რომლის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული კომპანია კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.
300-მდე სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსება და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. შენობაში განთავსდება კვების ობიექტი, მოეწყობა სოციალური სივრცე, ბიბლიოთეკა, ასევე განთავსდება სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
ახალი საცხოვრებლის ტერიტორია თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ლაშა საღინაძესთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
„რამდენიმე თვის წინ გამოვაცხადეთ ტენდერი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტის შემუშავებაზე. გამარჯვებულმა კომპანიამ დაასრულა პროექტირების ყველა ეტაპი და დღეს უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი, როგორც შენობის გამაგრებაზე, ასევე ცალკეული ნაწილის რეაბილიტაციაზე. ვფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეემატება ახალი სტუდენტური საცხოვრებელი.“- განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

კომუნალური გადასახადების დაფარვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ყოველ თვეში გვიწევს, თვალი ვადევნოთ მოსალოდნელ გადასახადებს და შემდეგ არ გამოგვრჩეს გადახდის თარიღი. ეს საკმაოდ დამთრგუნველი პროცესია, თუ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695811363

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონების გარკვეულ ქუჩებზე ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის ს...
საზოგადოება • 1695810969

მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავ...
საზოგადოება • 1695810829

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრ...
საზოგადოება • 1695810710

პირველ ოქტომბერს დაგეგმილი კონცერტის გამო, კონკრეტულ მარშრუტებზე ავტობუსების მოძრაობის დრო გახანგრძლივდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა....
საზოგადოება • 1695810605

„მშვიდობას, განვითარებას არ აქვს ალტერნატივა, რათა ისევ გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მშვიდობას და აფხაზებთან...
პოლიტიკა • 1695810476